Загрузка...
ერეკლე ცოცანაძე – რუსკას / erekle tsotsanidze - ruskas - 2 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 2 » ერეკლე ცოცანაძე – რუსკას / erekle tsotsanidze - ruskas


8:09 PM
ერეკლე ცოცანაძე – რუსკას / erekle tsotsanidze - ruskas


შენ, მთვარის შუქზე, ღვთისმშობელის იერი გქონდა,
და მე მალულად, როგორც ქურდმა შეგავლე თვალი,
წმინდა ტაძარი ჩვენი ტრფობის სიწრფელეს გრძნობდა,
და "სიყვარულის ისტორია"-ს მღეროდა ქარი.

შენ დაჩოქილი, ლოცულობდი ვერ გრძნობდი მზერას,
მე კი ვფიქრობდი გამოექცა ვაჟას შვლის ნუკრი,
და ახლა ვიცი თუშეთს ესმის ამ გულის ძგერა,
მინდა დაგხატო, სამწუხაროდ არა მაქვს ფუნჯი.

მინდა გიმღერო, ხმა არ მომდევს, არ მომდევს სმენა,
ამიტომ, ჩუმად, საგალობელს ვღიღინებ გულში,
რომ არასოდეს დავუკარგოთ ერთმანეთს რწმენა,
ხანდახან ვფიქრობ რა ვიყავი უშენოდ გუშინ.

ხანდახან შენი მონატრება როცა გადამრევს,
მინდა დავეცე და კივილით ავძახო ზენას,
მე მიყვარს გესმის? მყვარებია ასე არავინ,
სიცოცხლედ მიღირს მისი ერთი გამჭოლი მზერა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1083 | დაამატა: erekletsotsanidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0