30 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 30



ნოე ჩხიკვაძე - გედის ყივილი / noe chkhikvadze - gedis kivili


მედგარ ყივილით შორს სივრცისკენ გადაფრენილი,

გულ-დაკოდილი, უნუგეშო და მოწყენილი,

აწ ვის ეძიებ, ვის მისტირი, საბრალო გედო,

სად ჰპოვებ ადგილს განსასვენსა, შენ ჩემო ბედო?

ჩვენ გარს გვარტყია ყრუ სიჩუმე, უდაბნო ვრცელი,

არა გვაქვს ბინა, არც ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1262 / თარიღი: 2015-06-30 / 8:13 AM / სამშაბათი

ნოე ჩხიკვაძე - შრომის ფსალმუნი / noe chkhikvadze - shromis fsalmuni


მოწყენილია შენი ბაღი, - ეს ჩემი გული,
ვით მწუხრი დედა პირმშო შვილზე ატირებული,
სევდამ დაჩრდილა სიჭაბუკე გაბრწყინვებული,
ჭმუნვამ დაკოდა აღმამფრენი სული შვებული
და გრძნობის ჩანგზე კვნესს, ქვითინებს სიკვდილის წყლული.
მოწყენილია შენი ბაღი, - ეს ჩემი გული!
შენ იყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1280 / თარიღი: 2015-06-30 / 8:12 AM / სამშაბათი

მარიჯანი - საპასუხო (იოსებ გრიშაშვილს) / marijani - sapasukho (ioseb grishashvils)


მე ხომ გარყვნილი არ დავიბადე,

მქონდა აზრები, გრძნობა უმანკო,

მქონდა ფიქრები, გულს რომ ზედ ადევს,

მქონდა ნამუსი - ქალწულს რომ ამკობს.

როცა ბაზარზე ჩემი სხეული

გამოვიტანე გროშების ფასად,

როცა სახლიდან გამოქცეული

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1212 / თარიღი: 2015-06-30 / 8:05 AM / სამშაბათი

ეფრემ მცირე - იამბიკო / efrem mcire - iambiko


რომლისა კიდურწერილობა [არს]: ”ჵ ფრიადო მოძღურებისა

უფსკრულთაგან სრულითა მით საზომითა სრულ ქმნილითა შემწე

ჩემდა იქმენ დღესა განშჯისასა, რომლისათჳს გხადი უნდოდ

მცირე ეფრემა”.



I. ჵ ადამის ზესთ ქმნილო, დამცუელ ხატის,

ფრთე ოქრო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1196 / თარიღი: 2015-06-30 / 8:03 AM / სამშაბათი

ეფრემ მცირე - სახედ სიბრძნისა / efrem mcire - sakhed sibrdznisa


სახედ სიბრძნისა გიწესს, მოვედ და შევედ,

და განიცადე წიგნი სამოციქულო,

ვითარ მოქმედებს მას შინა იატაკად

ლუკა საქმეთა ქრისტეს მოციქულთასა,

და იაკობ და პეტრე იოანეთურთ

შეუდგმენ შჳდთა წმიდას იუდას თანა,

ხოლო სართულსა მისსა პავ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1094 / თარიღი: 2015-06-30 / 8:02 AM / სამშაბათი

ფირდოუსი - ამბავი სიაუშისა / firdousi - ambavi siaushisa


თარგმანი სპარსულიდან - ბელა შავლაშვილი



ქვეყანას რათა მშვენიერის სამზერად უხმო,

სიტყვის მსახურო, შთაგონებით იმღერე უფრო

პოეტის ლექსი, თუ მის მაღალ გონებას გამცნობთ,

ეს არს ზეობა პოეტისა, უწყოდეთ, კაცნო!

თუ შეეპარა სიტყვის მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1592 / თარიღი: 2015-06-30 / 8:01 AM / სამშაბათი

ცირა კილანავა - ხსოვნა ანუ ჰომოქრონოტოპი / cira kalanava - khsovna anu homoqronotopi


(ლექსი იმაზე, რაზეც სტატია უნდა დამეწერა)


,,დგომა მგზავრისა ცდომაა”
/რუსთაველი/


,,შინიდან წასასვლელი გზა ბევრია, შინ დასაბრუნებელი კი
- მხოლოდ ერთი”
/აღმოსავლური ანდაზა/

გუშინ



რა არის ხსოვნა?
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1181 / თარიღი: 2015-06-30 / 7:57 AM / სამშაბათი

ცირა კილანავა - როცა მე და შენ არ არის ჩვენ / cira kalanava - roca me da shen ar aris chven


შენ ჩემი ოთახის ფანჯრები გამოაღე

და მაშინ მივხვდი, რამხელა

სიცარიელე იდგა გარეთ,

,,შიგნით” კი უკვე აღარ იყო.

და ზღვარი, რომელიც გავავლე, იმდენად პირობითი აღმოჩნდა,

რომ ერთი ხელის მოსმით შეძელი მისი

გ ა დ ა ტ ა ნ ა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1321 / თარიღი: 2015-06-30 / 7:56 AM / სამშაბათი

იოანე ზოსიმე - გუნდნი იგი ზეცისანი / ioane zosime - gundi igi zecisani


გუნდნი იგი ზეცისანი

გუნდნი იგი ზეცისანი

შენ, წმიდასა, განწყობითნი

გიგალობენ:

მე უღირსი შეგივრდები, რათა ვიყო მათთანავე

შენგან უძაგ, ესე შესხმა სულიერი, შენ მიერვე მოცემული, კაცთა მიერ მოღუაწეთა

ფრიად სიბრძნით გამოთქუმით[ა] ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1208 / თარიღი: 2015-06-30 / 7:49 AM / სამშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0