სოსო აბაშიძე - ქართლის ციხევ, დაგინახე ... / soso abashidze - qartlis cikhev, daginakhe ...
ქართლის ციხევ, დაგინახე _ დარდიანი გული გქონდა, მომხვდურების დასანახად, დარდიმანდის იდექ დარად და სიცოცხლეს სდარაჯობდი შენთვის, სხვისთვის, ათასისთვის, ამ ველთა და ამ მთათათვის, ვალი შენი შეასრულე, მტერი იქმნა საწყალობელ, წა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1055 / თარიღი: 2015-06-25 / 10:14 AM / ხუთშაბათი
სოსო აბაშიძე - ღმერთმა ნუ ქნას ... / soso abashidze - ghmertma nu qnas ...
ღმერთმა ნუ ქნას, ახლა მოვკვდე, ვალებით ვარ სავსე, ქარის ფრთიდან საყანეს და ჩიტის ფრთიდან სამარეს სანამ არ მიწყალობებ, ვაჟბატონო-ცხოვრებავ, სად წავიდე ასე, ვის დარაბას მივადგე და ვის ციხე-დარბაზებს, რაც ოცნებით ამიგია
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2015-06-25 / 10:13 AM / ხუთშაბათი
სოსო აბაშიძე - შენ ხარ მამული / soso abashidze - shen khar mamuli
შენ ხარ მამული და სამრეკლოდან შენი ზარები რეკს გამეტებით. რა იცის მტერმა, _ ვერ გაითლება კუბო, რომელშიც შენ ჩაეტევი, გროში ფასია ახლა ნუგეში, ახლაც მირკანი აპრილს მოდენის, ისევ გაგწირეს და კვლავ უხეში ხელით დაგკიდეს სისხლის ორდენი,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1056 / თარიღი: 2015-06-25 / 10:13 AM / ხუთშაბათი
სოსო აბაშიძე - აბაშიძე სოსო / soso abashidze - abashidze soso
ჰა, მიიწურა ეს ტირისკონი მწუხარ ალაფით, მწუთხე ბღავილით, ძმად წოდებულმა დაჰკარგა გონი და შუბლს დამადო სისხლის ყვავილი. მასაც ჰგონია მიწას გამოხრავს დაყოფილს ყალბი მოკეთის წნელით, მე კი, მე ვიცი საქართველო ხარ, მან რომ არ იც
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1060 / თარიღი: 2015-06-25 / 10:12 AM / ხუთშაბათი
სოსო აბაშიძე - დედას / soso abashidze - dedas
ის დღე დასცილდა სამოთხის ნაპირს, დამძიმებული ცრემლების მარშით, დღე-უმიზეზო და ატეხილი, თავნება, როგორც თავნება ბავშვი. შორს ჩანდა ბალბა, გზა და ბილიკი, მე გაოცების მაჩნდა ტვიფარი, ვაი მას, ვისაც ჩემებრ უყვარხარ, მაგრამ სიკვდილთან
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1076 / თარიღი: 2015-06-25 / 10:11 AM / ხუთშაბათი
სოსო აბაშიძე - ი-ს / soso abashidze - i-s
რა დარჩა დაღლილ ტკივილებს გარდა, რაც შენ მოირამ ცრემლი გადინა, გიახლოვდება ეჭვის სასმისით, ცხოვრება ესე _ ნახმლევი ფართე ღირს, ალბათ, მაინც, რადგანაც დაობ, ალესილია უკვე ხანჯლები, შენი ლამაზი თვალების გამო. და რაც უნდა, ეს გამეტებ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1078 / თარიღი: 2015-06-25 / 10:10 AM / ხუთშაბათი
არჩილ სულაკაური - ახსნა / archil sulakauri - akhsna
დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა, ანდა ის, ახლა რაც უნდა გითხრა, ნუ გაგაოცებს. ჩემი სათქმელი ისე ძველია, როგორც ყვითელი, ბებერი მთვარე და ახალია, ვით თანამგზავრი, ამ ხნიერ მიწას თავბრუდამხვევად ირგვლივ რომ უვლის და აჭაბუკებს. შენ გ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1166 / თარიღი: 2015-06-25 / 10:02 AM / ხუთშაბათი
არჩილ სულაკაური - ელენე ახვლედიანს / archil sulakauri - elene akhvledians
ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს, ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე სულ ერთი წუთით ან ერთი წამით. ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა, ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის, რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2015-06-25 / 10:01 AM / ხუთშაბათი
არჩილ სულაკაური - მამული / archil sulakauri - mamuli
არ ვიცი, ამას რა ჰქვია, როცა მთაწმინდა აქვეა, როცა აქვეა მტკვარი... ახლავე მივდგებ-მოვდგები, მაცალე, ვიდრე მოვკვდები, გადაგიხადო ვალი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, როცა არაგვი აქვეა, როცა აქვეა ჯვარი... ახლავე მივდგებ-მოვდგე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2351 / თარიღი: 2015-06-25 / 10:00 AM / ხუთშაბათი
არჩილ სულაკაური - მხოლოდ ერთხელ... / archil sulakauri - mkholod ertkhel
გიორგი ლეონიძის მონატრება მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?! გუმბათს ერთხელ ჩამოვკი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1282 / თარიღი: 2015-06-25 / 10:00 AM / ხუთშაბათი
ბექა აბუთიძე - იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს ... / beqa abutidze - iq sadac qali ukvarda ghrubels ...
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს ქალს კი თავისი ფანჯრების ხედი, ქარები შეხვდნენ და ისაუბრეს და მერე, მშვიდად წაიღეს ბედი. ქალი უსმენდა პიაფის პადამ-ს და ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები. ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ, ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით” ი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1218 / თარიღი: 2015-06-25 / 9:27 AM / ხუთშაბათი
ბექა აბუთიძე - შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა ... / beqa abutidze - shentan shekhvedras titqos emtkhveva ...
შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა, სისხლში მაწვება ლექსის ნალექი. ოჰ, რომ ჩამექცეს მტკვარში შემთხვევით, ადიდდება და თბილისს წალეკავს. ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზე ფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით. მითხარი, სხვები როგორ უძლებენ ტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1086 / თარიღი: 2015-06-25 / 9:26 AM / ხუთშაბათი
ბექა აბუთიძე - ყველაფერი ისევ კარგად იქნება / beqa abutidze - yvelaferi isev kargad iqneba
ყველაფერი ისევ კარგად იქნება _ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება. მოგონებას ვიცი ვერსად წაუხვალ და აპრილი იაპრილებს დღეს თუ ხვალ... უფრო მეტი ცეცხლი მოაქვს სიშორეს, სევდა, სევდა, სევდა ვერ მოვიშორე. ყველაფერი ისევ კარგად იქნება _ ჩემში მინდა ამ სიტყვებ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2015-06-25 / 9:25 AM / ხუთშაბათი
ბექა აბუთიძე - 36 / beqa abutidze - 36
ისევ დაამჩნიე ნამწვავს აღელვება, გარე განათება გლანდავს ფარდებიდან. შენი ოთახიდან სამის ნახევარი თეთრი ყვავილივით გზაზე ვარდებოდა. ალბათ ნაწვიმარი ქუჩა აყვა ვინმეს, იყო გადაფრენა, მაგრამ ჩრდილოეთით. შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს შენი მოლოდინის მკრ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1184 / თარიღი: 2015-06-25 / 9:25 AM / ხუთშაბათი
ბექა აბუთიძე - ლურჯი ქოლგა / beqa abutidze - lurji qolga
თითებშუა სითბო, სიგარეტის კვამლი. წვიმა თითო-თითო, წვიმა ცალი ცალზე. უცნაურად მინდა დავლიო და მოვლბე. მერე აივნიდან შენი ლურჯი ქოლგა დავინახო, უკან როგორ გექაჩება. მიხვრა-მოხვრით უკრავ ტანში! ვერ გაჩერებ. ტუჩი, თითი,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1347 / თარიღი: 2015-06-25 / 9:24 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - მერე კი თურმე ... / robert meskhi - mere ki turme ...
...მერე კი თურმე ყველა სახლი პატარავდება, არც საწოლია საკმარისი, აღარც საბანი. (ასე სამფეხა სკამი მახსოვს, პაპის პაპის ნაქონი სკამი, ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან - მეორეში, ნაგვის მანქანას არ ატანდნენ, - ენანებოდათ!) ნუ... ნუ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2015-06-25 / 9:14 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სხალთასთან მთები აკმევენ ... / robert meskhi - skhaltastan mtebi akmeven ...
სხალთასთან მთები აკმევენ ნისლებს, მე აქ ვარ ისევ მოკვლად წყურვილის, წყურვილის მოკვლად... გზა არის მოკლე, მოკლე და ვიწრო. ხეობა ყვითელ სამოსელს იძრობს ქარის ხელებით... მე აქ ვარ ისევ, თეთრი ტაძრის საკურთხეველთან, – და მჯერა...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1066 / თარიღი: 2015-06-25 / 9:13 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - მტვრით და ნისლებით ... / robert meskhi - mtvrit da nislebit ...
მტვრით და ნისლებით, საფეთქლებზე სისხლის მოწოლით დამნათის მთვარე _ გამოჭრილი აპლიკაცია. დიდი ხანია ჩაინაცრა ჩემი კოცონი, დავდივარ ახლა, გიხსენებ და... ტანში მაციებს... არ ვიცი დღემდე შევეხიზნო რომელ სალოცავს, სად დავსვა მძიმე,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1152 / თარიღი: 2015-06-25 / 9:12 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - რაღაც შორეული მონატრებით ... / robert meskhi - raghac shoreuli monatrebit ...
რაღაც შორეული მონატრებით, რაღაც უცნაური რუდუნებით, დგანან ქარაფებზე მონასტრები, ცისკენ ილტვიან და... დუდუნებენ. დამყავს გულის ჯიბით რვეულები, დარდობს უმზეობას ბეგონია, ჩემში - წვიმების და, ჩვეულებრივ, შენი მონატრების სეზონია.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2015-06-25 / 9:12 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ეგვიპტე, 2011 / robert meskhi - egvipte, egypt, 2011
ბორკილებს არა აქვთ წონა. ყველა მათგანი რეაგირებს მაგნიტზე და ჟღარუნობს, როცა მივდივართ ქოქოსების სანაპიროზე, სუეციდან ალექსანდრიისკენ ან სამხრეთით – შუა წელისკენ ნილოსის, რომელსაც ვერაფრით სწვდებიან ცხელ ქვიშაში ფესვგადგმული პირამიდები, და ყვირიან ასე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2015-06-25 / 9:11 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ალვა / robert meskhi - alva
გაშიშვლდა ალვა... მილოსელივით... ცალი მკლავი გამოაჩინა. ვდგავარ და ვუმზერ, შეფუთული ათასი ნაჭრით, ნაჭრით და იჭვით... ნამეხარია, მაგრამ მაინც ბედნიერია!.. ძვალს ატანს სუსხი, – დეკემბერია...
კომენტარები: 0 / ნანახია: 1098 / თარიღი: 2015-06-25 / 9:10 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს... / robert meskhi - amogvikitkhes...
ამოგვიკითხეს ლინგვისტებმა ვაი-ვაგლახით. შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი, თან შედგენილი, მე _ ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე... ჯერ იყო ასე: ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა, წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს, ქიმიკატებით ამოგვივსეს მშრალი ვენები. მე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1077 / თარიღი: 2015-06-25 / 9:09 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ამულეტი / robert meskhi - amuleti
/დედას/ დედი, საბანი დამახვედრე, ფოთლებიანი, აპრილში ცივა ღამ-ღამობით, აბაშის პირას, სადაც წისქვილი ფქვავს და აფრთხობს უბელო ცხენებს. დედი, წამალი ჩამინაყე, შუბლი მაქვს ცხელი... ვღელავ, ვბო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1061 / თარიღი: 2015-06-25 / 9:09 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ბორიო / robert meskhi - borio
სად წავალ, ანდა რისთვის წავალ?!. ყველა ხიდი თვითონვე დავწვი და ყველა გზაზე გავახარე ძეძვი და ღვია. ახლა ჩემს სუნთქვას ხშირი ჰქვია, შენსას – მეჩხერი... სად წავალ?! როგორ?! – წინ წყალია, უკან – მეწყერი და, რა თქმა უნდა, წყალიც შენ ხარ, მეწ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1039 / თარიღი: 2015-06-25 / 9:08 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - გამოგვასახლეს / robert meskhi - gamogvasakhles
ჩვენ გამოგვასახლეს ციდან (თოვლი არაფერ შუაშია, უბრალოდ დაემთხვა) დადგნენ გაფუყული პოლიციელები, გააკეთეს დერეფანი, და თეთრი ხალიჩის გავლით ხელკავით ჩამოატარეს მოხუცებულები, ინვალიდები, შვილმოკლული დედები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2015-06-25 / 9:07 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - დაბნეული ლექსი / robert meskhi - dabneuli leqsi
თუ გინდა, ბოლოდან დავიწყოთ: როგორც გადაფრენა ფოთლების, ანდა ჩამოფრენა მერცხლების... ვერ ვძღები მზით და, წვიმით და, ზღვით და ფანჯრიდან ყურებით... ლოდინი... თასები... სურები... არც ისე მარტივი შუქურა მიეყრდნო ნა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1250 / თარიღი: 2015-06-25 / 9:07 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - თეთრი ხალათები / robert meskhi - tetri khalatebi
/თებერვლიანებს/ ამ არენაზეც - (პირობითად) მავთულხლართები - ეკლიანი - ჩვენ მოვიგონეთ, რათა შემდეგ თორმეტი ხელით გადაგვეგრიხა მზეებისკენ და თეთრ ხალათებს შერჩენოდა მზისფერი სისხლი. (ის თვითონ გასხლავს მსხმოიარეს,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1309 / თარიღი: 2015-06-25 / 9:06 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ია-იები / robert meskhi - ia-iebi
ზაფხულში ასე - ქარვისფერი ხვატის ხალიჩას, შემოდგომაზე - სიფრიფანა, ჟღალი ფოთლების, ზამთარში - თეთრი ნოსტალგიის მახვედრებს ხიდი... დღეს თვალი მომჭრა საფირონმა მერვე რიკულთან, - შეყვარებულებს დაუფანტავთ ია-იები
კომენტარები: 0 / ნანახია: 1156 / თარიღი: 2015-06-25 / 9:05 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - კარდიოგრამა / robert meskhi - kardiograma
კავკასიონის მწვერვალებს მიუყვება ჩემი კარდიოგრამა. რამდენიმე ამოვარდნა მაქვს - უშბა, თეთნულდი, მყინვარწვერი; იშემიის ნიშნები - როკი და საკენი. წლების წინ ნაინფარქტალი - იალბუზი. მინდვრის ზამბახი ვარ; მეც მიყვარხარ, მაგრამ შ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1075 / თარიღი: 2015-06-25 / 9:05 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - კრიალოსანი / robert meskhi - krialosani
მთელი შემოდგომა თავზე დავიყარე პეპლებად, ფხალის ფოთოლივით შუბლზე დავიფინე სიბერე, ცხელი ნაკვერჩხალი ძალაუნებურად ნელდება, ჯერაც ჯიუტი ვარ - (ალბათ, მენანება) - ვუბერავ სულს და... ეს ცხოვრება კრიალოსანია (გიშერი), კოვზი რომელია? - მკლავი ჩამივარდა ნაცარში, ჩე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1714 / თარიღი: 2015-06-25 / 8:55 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ლუბას ვერანდა / robert meskhi - lubas veranda
გახსოვს მთაწმინდა, ყვავილები, ლუბას ვერანდა, მთვარე _ ღრუბლებში ჩამალული თეთრი დაირა, მე რომ სურვილი შემცივნებულ ღამეს ვერ ვანდე ვერანაირად... დავთვერი მერე, რომ წახვედი მობოდიშებით, არ მსურდა შენზე მეფიქრა და ლექსი მერანდა; გახსოვს გულღია პოეტები - თითქმის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1040 / თარიღი: 2015-06-25 / 8:54 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - მოხუცები / robert meskhi - mokhucebi
დუღს ფელამუში. მოხუცები კაკალს კინძავენ... ძველი წლებივით... მაგრამ რა ქნან? _ ძაფია მოკლე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1246 / თარიღი: 2015-06-25 / 8:53 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ნიჟარები / robert meskhi - nijharebi
/ფიქრიას/ კოჯრის ტყის სიზმრები რომ დავისიზმრეთ, გახსოვს? ისეთი თოვლი იყო, ფილტვებს პეპლის ფრთებივით ვშლიდით, მერე ამ ფრთების ბოლოებიდან, უამრავი კილომეტრების მიღმიდან გამოჩნდა სპილენძისფერი ზღვა და ჩვენც სხვადასხვა ზომის ქვებისგან საკუთარ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1287 / თარიღი: 2015-06-25 / 8:52 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სათამაშო / robert meskhi - satamasho
გ.-ს ვიღაზე ვწერო?.. შენ წახვედი, ყველა წავიდა... დავრჩი მარტოკა... გდია დივანზე ხის წავი და ბამბის მარტორქა. რა მოხდა მერე, თუ ბავშვობას წლები გვაშორებს?!. ვგავართ მე და შენ ერთმანეთს და... სათამაშოებს.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1051 / თარიღი: 2015-06-25 / 8:52 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სარკეები / robert meskhi - sarkeebi
დაცლილი ჰოლი. დიდ სარკეებში ვირეკლები მარჯვნივ და მარცხნივ. ვიცოდე მაინც, რომელში ვარ უფრო ნამდვილი?.. შენ არ ითვლები, შენი თვალების სარკეებში ნეკერჩხალს ვგავარ, მეყსეულად ფოთლებშემოცლილს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 1295 / თარიღი: 2015-06-25 / 8:51 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სიზმარი / robert meskhi - sizmari
ხიდები დავწვი, მომეძალა ანაქრონიზმი... ახდა სიზმარი - ნისლიანი კენტერბერია. ახლა გამშრალი ნიჟარების ჩურჩულს რომ ვისმენ, ესეც ბევრია... აქ ზღვა წააგავს მხატვრის ტილოს, ნახევრად წაშლილს, ლივლივებს მთვარე - დაქცეული აპერიტივი. ერთ დროს მე ქვიშის მარცვალივით შენ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1060 / თარიღი: 2015-06-25 / 8:49 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სუნთქვა ტაოდან / robert meskhi - suntqva taodan
ჰო, ოშკი ისე აზიზია, მეათეში რომ ჩაისუნთქა, ოცდამეერთეს მოატანა სუნთქვაშეკრულმა – ცა თავზე არ ჩამომექცესო... შენ რა გადარდებს, აზიზიე?! – აქ მეჩეთი, იქ კი – მედრესე, ბერძნული ტროა... გადამწვარი ანატოლია... ჩემი ქართლი მჭადის ტოლია
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2015-06-25 / 8:41 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სურვილი / robert meskhi - survili
სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო, მინდორი მინდა მოვთიბო და ბალახი გულზე დავიყარო. სუ ერთიანად გაოფლილმა პირზე შევისხა წყაროს წყალი, საყდარს მივადგე, იქ მოვიდეს ოქროსთმიანი ჩემი ქალი. ლოცვა ლექსივით წაიკითხოს, ფრთხილად დაუყვეს ღრეს და ბექობს, სახლის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1106 / თარიღი: 2015-06-25 / 8:40 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ტყეში / robert meskhi - tkeshi
მითხარი ერთი, ამ ბილიკებს როგორ მოვიშლი?.. მაცილებს მთვარე და რატომღაც ცერად მიყურებს... შემცივდა წუხელ ფიჭვის ტყეში, მთლად დათოვლილში, და დეკემბერი საბანივით წამოვიხურე. ეჰ, სიყვარულო, შენც რომ მწარე ცრემლით დამტირი... (რა ვქნა, დამჩემდა ბავშვობიდან ზეცის ყურება),
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1024 / თარიღი: 2015-06-25 / 8:40 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ფერისცვალება / robert meskhi - feriscvaleba
ფერისცვალებას წყალში სახლისხელა ყინული ვარდებაო, ამბობენ. "და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი" (მათე XVII, 2). არ ჩავარდნილა სახლისხელა ყინული წყალში, სიზმარში ცხუმი მომეჩვენა, მერე – თაბორი. შენ პალესტი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1831 / თარიღი: 2015-06-25 / 8:39 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ფიქრიას / robert meskhi - fiqrias
ჩაგეცვა ფეხზე... მხურვალეა აგვისტოს ქვიშა, გატიხრავს ხვატი ზღვას და ხმელეთს ოქროს ფარდებით... წუხელ რომ შტორმი დაგესიზმრა, არაფერს ნიშნავს, – ნუ გედარდება!.. გდია მედუზა, როგორც წვიმით სავსე ღრუბელი, მეთევზეები ბადეს შლიან, ბაგირებს წნავენ. შენ ხარ ჩემი ნავს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1126 / თარიღი: 2015-06-25 / 8:38 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ქალი / robert meskhi - qali
ქალს გაფურჩქნილი ყვავილივით უჭირავს ქოლგა, მივდევ და გავცდი: ცარიელ კაფეს, ჩემს სამსახურს, სამორინესაც... ისწორებს კაბას... უსაშველოდ უხდება თეთრი, _ მე კი _ გალუმპულს _ ეს აღმართი მგონია შხარა... და მიდის ქალი, _ გზას ფარავს და...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1139 / თარიღი: 2015-06-25 / 8:38 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ქრისტეშობისთვე / robert meskhi - qristeshobistve
სიზმარს ავყევი, გავაღვიძე თეთრი ნაძვები, გადმომილაგა ნოსტალგიამ ფოტოარქივი, ამ მუხის კასრში უძვირფასეს სევდას ვაძველებ სარაჯიშვილის ქარვისფერი კონიაკივით. ქრისტეშობისთვე მოშიშვლებულ ნაპირს დახატავს, შენ და სოხუმი _ რა შორსა ხართ ახლა ორივე... მარსის მინდორზე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1149 / თარიღი: 2015-06-25 / 8:37 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ღვთისმშობლისადმი / robert meskhi - ghvtismshoblisadmi
გახუნდა ჩემი მაისური, მარიამობის ღამის ფერი; ბევრი სურვილი ამისრულე - ცაში ფრენასთან შენაფერი. ის "ივირონიც" მოვიარე, ხატთან ვილოცე ადრე დილით... შენ ხარ ვენახი მსხმოიარე, მე კი ჭიგო ვარ, გადრეკილი.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1075 / თარიღი: 2015-06-25 / 8:36 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ჩემი პროფილი / robert meskhi - chemi profili
მარტოხელა დედების ხვედრი – აგერ, დედაჩემს, მაგალითად, ყველა ბეჭედი ჩრდილოეთის ქარმა წააძრო. მერე გამოჩნდა მამაჩემი – მუხლისთავებგადაყვლეფილი, თვალებით ღრუბლებს მიბჯენილი, – შვილო, შვილოო, – ძლივს გაბედა, – დაგიბრუნდიო. (უძღები მამის დაბრუნებაც ყოფილა თურმე...)
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1095 / თარიღი: 2015-06-25 / 8:35 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ჩიტები / robert meskhi - chitebi
ორი გულყვითელა ჩიტი, ტოტზე შემოჯდა და წივის, ზეცას ფერი ადევს მიტკლის, – ცივა... ერთად გავუმკლავდეთ ზამთარს, მოდი, შემეყუჟე ფრთის ქვეშ, შენ რომ გამეყინო სადმე, გული გამისკდება იქვე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1385 / თარიღი: 2015-06-25 / 8:32 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ძმა / robert meskhi - dzma
"აფხაზებს აქვთ ერთი ჩვეულება, რაც სხვაგან არ მოიპოვება: მიცვალებულებს არ მარხავენ, ხეზე ჰკიდებენ..." /არქანჯელო ლამბერტი/ ჩემი ძმა მოკლეს, ოთხმოცდათორმეტის ოქტომბერში მოკლეს გაგრასთან. მისი ქვეყანა – აფხაზეთი – გამოხრულ ხეზე ჩამოკიდეს ვაზ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1289 / თარიღი: 2015-06-25 / 8:31 AM / ხუთშაბათი
|