მთავარი » 2015 » ივნისი » 3 » ზვიად რატიანი - ადამიანი ფანჯარასთან, გარეთ შემოდგომა / zviad ratiani - adamiani fanjarastan, garet shemodgoma
8:37 AM ზვიად რატიანი - ადამიანი ფანჯარასთან, გარეთ შემოდგომა / zviad ratiani - adamiani fanjarastan, garet shemodgoma
|
1 ათიოდ თაობა ჩემი წინაპრების და ცოტა ნაკლები - შთამომავლების იგულისხმება ალბათ სისხლში,
მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო, როგორ ვწერო და როგორ განვიცადო ეს ამსიყვითლე შემოდგომა,
რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი და თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება, როგორც ყოველთვის, ჭკნობით.
2 შემოდგომამშვიდობისა. მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.
შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ. ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო, ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ,
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან, მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ, მე შემიძლია გარეთ თბილოდეს,
მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა, გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთი ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე
ჩემი შეყვარებულია, მესამე კი ჩემი შეყვარებულია. შემიძლია არ შემეძლოს სხვაგვარად წერა,
მე შემიძლია, შემოდგომამშვიდობისა, არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1219 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ლექსები პოეზია, პოეზია ლექსები, ზვიად რატიანი, ზვიად რატიანის ლექსები, zviad ratianis leqsebi, zviad ratiani, ზვიად რატიანის პოეზია, zviad ratianis poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|