Загрузка...
ზვიად რატიანი - გრძელი სევდიანი ვახშამი / zviad ratiani - grdzeli sevdiani vakhshami - 3 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 3 » ზვიად რატიანი - გრძელი სევდიანი ვახშამი / zviad ratiani - grdzeli sevdiani vakhshami


8:41 AM
ზვიად რატიანი - გრძელი სევდიანი ვახშამი / zviad ratiani - grdzeli sevdiani vakhshami
ერთი ამბობდა
თუ როგორ ფარავენ ჩრდილები მინდორს,
თუ როგორი წარმავალია ყველაფერი,
თუ როგორ სძინავს გამთენიისას
ვიღაცას, დილა კი მოდის.

ერთი ამბობდა
თუ როგორ ყუჩდება ქარი,
და როგორ ჩნდება ისევ,
თუ როგორ არიან ხეების ქერქები ქარის კუბოები,
მაგრამ უამინდობა გრძელდება.

ეს იყო გრძელი ღამე
და ერთი ამბობდა რაღაცას მთვარეზე,
რომელიც სითეთრეს აფენს გაყინულ მინდორს,
და რომ წინ არ ჩანს არაფერი
არ ჩანს იგივე.

ვიღაცამ ახსენა ქალაქი, რომელშიც ომამდე ცხოვრობდა,
და ოთახი ორი სინათლის ჩრდილით კედელზე,
ვიღაც ცეკვავდა, ვიღაც უყურებდა
ჩვენ თანდათან ვიჯერებდით,

რომ ღამე აღარ გაილევა.
ერთი ამბობდა-
მუსიკა კი დასრულდა და ვერავინ შენიშნა -
ის ამბობდა რაღაცას ცაზე, პლანეტებზე, და ვარსკვლავებზე,
თუ როგორი პატარები არიანო, როგორი შორი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1167 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსები პოეზია, პოეზია ლექსები, ზვიად რატიანი, ზვიად რატიანის ლექსები, zviad ratianis leqsebi, zviad ratiani, ზვიად რატიანის პოეზია, zviad ratianis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0