Загрузка...
ზვიად რატიანი - სხვა ნაპირი. ფრაგმენტი / zviad ratiani - skhva napiri. fragmenti - 3 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 3 » ზვიად რატიანი - სხვა ნაპირი. ფრაგმენტი / zviad ratiani - skhva napiri. fragmenti


9:02 AM
ზვიად რატიანი - სხვა ნაპირი. ფრაგმენტი / zviad ratiani - skhva napiri. fragmenti
მზე ჩადიოდა სადღაც განზე, ზღვაში არა,
და ზღვაც იყო სხვანაირი, ჩრდილოური,
ზედაპირის უჩვეულოდ გლუვი ქსოვილით
და თითქმის მოუხელთებელი, სიფრიფანა ჰორიზონტით,
რომლის ზოლი გაცილებით ახლოს ჩანდა,
ვიდრე იმ მეორე, ერთადერთ ზღვაში,
რომელიც მენახა. და მე, ცხრამეტი წლის
და ცოტათი გაკვირვეულიც, რომ თურმე ზღვებიც კი არ გვანან ერთმანეთს,
სიხარულით შევყურებდი ულამაზეს რუს გოგონას,
რომელიც წყლიდან ნაპირისკენ გამოდიოდა
ნელა, ბორძიკით – რადგან ქვიანი იყო ფსკერი. მზე ჩადიოდა
და აბრწყინებდა ზღვის მლაშე წყლით მოსარკულ სხეულს,
მე კი ვიყავი ცხრამეტი წლის, უწარსულო, და ვერ ვხვდებოდი,
რომ სულ ესაა სილამაზე: რამდენიმე თბილი ფერის
იღბლიანი შეხამება, სხვა არაფერი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1110 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსები პოეზია, პოეზია ლექსები, ზვიად რატიანი, ზვიად რატიანის ლექსები, zviad ratianis leqsebi, zviad ratiani, ზვიად რატიანის პოეზია, zviad ratianis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0