Загрузка...
ზვიად რატიანი - უკანასკნელი ლექსი შენზე / zviad ratiani - ukanaskneli leqsi shenze - 3 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 3 » ზვიად რატიანი - უკანასკნელი ლექსი შენზე / zviad ratiani - ukanaskneli leqsi shenze


9:03 AM
ზვიად რატიანი - უკანასკნელი ლექსი შენზე / zviad ratiani - ukanaskneli leqsi shenze
მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე ასე მინდა!
მე არა ვარ ახლა ქუჩაში,
არა ვარ გაყინული,
არა ვარ მოტყუებული,
არა ვარ შეშინებული...
მაგრამ მე მაინც
მინდა გითხრა რამე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს!
მე ახლა ვწევარ
მე ვწევარ
რაღაც გაურთულებელი სიმშვიდით,
რაღაც ძალიან ჩემი და
ძალიან მახლობელი სიჩუმის გარემოცვაში
და ვფიქრობ:
რა შემიძლია გითხრა ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე მინდა წარმოვიდგინო
შენი შემოსვლა ოთახში.
მე მინდა წარმოვიდგინო
ჩემი დახვედრა...
მე არ მინდა შეგაცოდო თავი ჩემი ძველი ტკივილებით,
არც ძველი სისულელეებით,
ერთ დროს საშინელ წვიმაში დგომით
ერთ დროს ტირილით...
დღეს მე ვარ კარგად
და მე მინდა შეგაცოდო თავი
ჩემი დღევანდელი კარგადყოფნით,
ჩემი დღევანდელი სიმშვიდით,
რადგან ეს სიმშვიდე და კარგად ყოფნა
კიდევ ერთხელ შემახსენებს იმას,
რომ ჩემგან გავიდა სიყვარული.
მე მინდოდა მეთქვა რამე ისეთი,
რაც ჩემსთავს შეგაცოდებდა
და გეუბნები:
"მე აღარ მიყვარხარ შენ! "


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1878 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსები პოეზია, პოეზია ლექსები, ზვიად რატიანი, ზვიად რატიანის ლექსები, zviad ratianis leqsebi, zviad ratiani, ზვიად რატიანის პოეზია, zviad ratianis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0