Загрузка...
ზვიად რატიანი - ჩემი სიყვარული / zviad ratiani - chemi sikvaruli - 3 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 3 » ზვიად რატიანი - ჩემი სიყვარული / zviad ratiani - chemi sikvaruli


9:04 AM
ზვიად რატიანი - ჩემი სიყვარული / zviad ratiani - chemi sikvaruli
ეს ძაღლი,
რაც თავი მახსოვს,
ყოვლღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენჯერ დაიკარგა – მაგრამ უშედეგოდ,
რამდენჯერ მოკვდა – ისევ უშედეგოდ,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენი სახლი მოვიცვალე,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

ერთხელაც იყო, თვითონ მოვკვდი.
მხიარული დავდიოდი ბნელ გვირაბებში.
ვეძებდი და ვპოულობდი ჩემზე ადრე გარდაცვლილ ჩემებს.
მიკვირდა, თუკი მიხსენებდნენ.

სადღაც ცხოვრება გრძელდებოდა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მტიროდნენ.

ყოველღამე სულ სხვა ძაღლი
ყეფდა ჩემს სახლთან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1232 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსები პოეზია, პოეზია ლექსები, ზვიად რატიანი, ზვიად რატიანის ლექსები, zviad ratianis leqsebi, zviad ratiani, ზვიად რატიანის პოეზია, zviad ratianis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0