Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - უაზროდ გასული დღეები ... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - uazrod gasuli dgheebi ... - 3 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 3 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - უაზროდ გასული დღეები ... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - uazrod gasuli dgheebi ...


9:36 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - უაზროდ გასული დღეები ... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - uazrod gasuli dgheebi ...
უაზრო დღე, წარმოსახვა სიზმარივით, რუსთავის პარკში ბოდიალი და რაღაცის იმედი,
ალბათ რისი სურვილიც მაქვს ...

უაზროდ გასული დღეები,
ყოველდღე ერთი და იგივე.
დრო გადის და მაინც ვერ ხვდები
ვერაფერს. უყურებ გვირილებს

ფანჯრიდან და გინდა გამოჩნდეს
ვიღაცა, ვინც მარად გაგიგებს.
გადიხარ ეზოში, ქუჩაში
და გინდა ხელი რომ ჩაგკიდოს

ვინმემ. მას, თუნდაც არ იცნობდე,
შემთხვევით გაიცნო წუთიერ.
ვიცი რომ ახლა ან კითხულობ
ან მისმენ და ვარღვევ დუმილს მე.

სიტყვებით რაც ალბათ შენც გინდა,
მაგრამ თავს ვერ იყვან იქამდე
გაბედო, (უეცრად შეგცივდა,)
და უთხრა, რომ შენც ის ინატრე,

რომ ვიღაც უეცრად უკნიდან
(იყოს ის უცნობი კაცი და)
ჩაგკიდოს ხელი და თუ გინდა
შეგხედოს.( და კადრიც გაცივდა.)

შემდეგ კი შენს თვალებს ნაღვლიანს
უყუროს და მიხვდეს რისთვისაც
გამოხველ და თუ რა დარდი აქვს
იმ სახეს რომელსაც ატარებ.

სურს გითხრას რომ მარტო დარჩა და
სველდება უბრალოდ პარკში და
ის მხოლოდ წვიმასაც ახსოვდა
და როცა ჭექაც კი გახშირდა

მავიწყებს ამ სიზმარს ისევე
ხველება, რომელიც მაღვიძებს,
ვცურაობ ფიქრებში, ვიხსენებ
იმ სიზმარს, ვწერ ლექსს და გიყურებ

მაშინვე შიში ამ ღრუბლებსაც
დაედოთ და გადა ავიწყდათ
ის გოგო, რომლის მე გვერდზე ვარ
მაგრამ ის ახლაც კი ვერ მამჩნევს.

ვიცი რომ წინა სტროფს რითმები
არ შერჩა საკენკად, სათოვად.
მაგრამ მე ისევე ვიდგები,
მის გვერდზე, შემამჩნევს უთუოდ.

ნაყინი სიცხეში დნება და
ვიცი მე ღიმილი დარდს რომ კლავს
იმედი ბოლოში კვდებაო
ვიღიმი და მინდა გაცნობა
შენი!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 23.05.2015


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1197 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: nikoloz qartvelis poezia, nikoloz kartveli, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0