Загрузка...
ვინ ვარ მე? რატომ და რაზე ვწერ უმეტესწილად? - ჩემი ცხოვრების შესახებ მოკლედ ... - 19 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 19 » ვინ ვარ მე? რატომ და რაზე ვწერ უმეტესწილად? - ჩემი ცხოვრების შესახებ მოკლედ ...


11:35 AM
ვინ ვარ მე? რატომ და რაზე ვწერ უმეტესწილად? - ჩემი ცხოვრების შესახებ მოკლედ ...
მე ყოველთვის ვწერ იმას რასაც ვგრძნობ, რასაც განვიცდი, რაც მტკივა, იშვიათად რაიმე თუ მახარებს კიდეც, მანცვიფრებს, მაოცებს, რაც მძულს ან ჩემამდე არ მოდის ან საკუთარი ნება სურვილით მინდა ანდა უბრალოდ მიწევს მასთან შეგუება.

მე სკოლის ასაკით ვმუშაობდი მძიმე სამუშაოებზე კაპიკებზე, ანუ ვიცი ფულის ფასი, რომ მარტივი სახარჯი და ძნელი საშოვნელია.

ვარ მორცხვი, მიჭირს კონტაქტი გოგონასთან ან ქალთან, მაგრამ არასოდეს არც ბილწსიტყვაობა, არც ცუდი აზრები ან ქმედება ან ხელის აწევა მითუმტეს, ან წვალება თმა იქნება თუ სხვა ნებსიმიერი ადგილი სხულისა, არც მიწყენინებია არაფერი, უბრალოდ ვცდილობ თბილი სიტყვებითა და სიმშვიდით, იმედია ნორმალური ქცევითა და სიტყვებით ვუთხრა ჩემი სათქმელი და გავიგო რაიმე მის შესახებ.
ყოფილა რომ გაუგიათ ჩემთვის, მეგობრობა შემოუთავაზებიათ, მეც უარი არ მითქვამს, უბრალოდ ერთ რაიმეს მივხვდი, თუ მეგობრობ იმ გოგონასთან ვისთანაც გრძნობა გამოძრავებს, ძნელია ურთიერთობა მასთან და აღარ მსურს რომ ისევე გამრიყონ და მიმაგდონ ესე მარტოსული, მე ხომ ცუდი არავისთვის არ მდომებია.
ამდენი წლის განმავლობაში სითბო, ადამიანობა, გაგება და სხვა მრავალი რამ გამომიხატია გოგონას მიმართ მაგრამ ვერავის ვერაფერი ვერ დავანახე, ანუ ვგულისხმობ ტავი ვერავის ვერ შევაყვარე. სულ მიყვარდა ხუთი გოგონა, ერთი მხატვარი, ერთი მრევლი სალოცავის, ერთიც უბრალოდ კარგი პიროვნება და ორი მგალობელი გოგონა.

ვარ მორცხვი და გაუმბედავი, რისგანაც ბევჯერ წავაგე ცხოვრებაში, მიჭირს კონტაქტში შესვლა საპირისპირო სქესთან, მაგრამ თუ გავიხსნები, შემიძლია მტელი გული გადავუშალო გოგონას ან ქალს ან საერთოდ ადამიანს და იმედია პატივისცემა, დაფასება და გაგება, მხარში ამოდგომა არ შემეშლება სუსტი სქესის მიმართ. სულ რამოდენიმეჯერ და იშვიათად, ვის თვალებში ვატყობ რომ ადამიანია და არაა თავში ავარდნილი, "აუფა" "ვინა ხარ" "გოიმი" "არ ვიკადრეებ.." და მსგავსი ტიპის გოგო და არის მშვიდი, წყნარი, თავმდაბალი, რბილი და საყვარელი, ბავშვური გამოხედვით, მისი თვალები სიკეთით სითბოს რომ ანათებენ, მივსულვარ და მითქვამს "უკაცრავად, მომიტევეთ მცირე შეყოვნება, ადრე სადღაც მინახია თქვენი სახე, მაგრამ ახლა ვერ გიხსენებთ".
არასდროს არ მომიტყუებია გოგონა, ყოველთვის სიმართლეს ვუმხელდი, თუნდაც ამ შემთხვევაში რაც ზემოთ მოგახსენეთ, ანუ შეიძლება ის დამენახოს ადრე სადმე ქალაქში - უბრალო გამვლელის სახით, სოფელში, სასწავლებელში, ან ყველაზე ცუდ სიტუაციაში თუ ვირტუალურ სამყაროში ანუ სოციალურ ქსელზე ანდა უბრალოდ ჩემს წარმოსახვაში დაილექა ისეთ დიდ ლაქად, რომ რეალურად შეხვედრისას ხმა წამერთვა და დავბნეულვარ, არ ვიცოდი რა მეტქვა, იმის გარდა რომ, "არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო, რომ უმშვენიერესი გოგონა ბრძანდებით".

ასევე უამრავი კომპლექსი მაქვს ბავშვობიდან, როდესაცა საბავშვო ბაღში ბავშვები აშენებდნენ კუბიკებით რაღაცა მცირე ზომის შენობებს, ან ცხოველებს და იმ მომენტში ვიღაცა ან დაუმტვრევდა ნამუშევარს, ანდა თავში ჩაატყამდა და მას თავისით ხელი შეეშლებოდა და მცირე უტანხმოება გაიმართებოდა, ან ეზოში ერტად გართობის დროს, ან ქვიშაში, საქანელაზე დათმობის მაგივრად გაწეული წინააღმდეგობა, პირველი ხელის ჩაკიდება გოგოსთვის და მსგავსი რამეები... როცა აძინებდნენ პატარებს, მე ვიჯექი ფანჯარასთან თვალცრემლიანი და ველოდებოდი ან დედიკოს ანდა ბებიას რომ წავეყვანე სახლში. მის მერე სკოლაშიც, ბევჯერ მხოლოდ მასწავლებელმა იცოდა ჩემი დასწრება, მითუმეტეს ბოლო ორი წელი ქალაქ თბილისში.

მე გავიზარდე ბებიასთან და პაპასთან - ბაბუასთან ერთად ქალაქ რუსთავში. (ისე არ ვარ დიდი ფილმების მაყურებელი, მაგრამ გამახსენდა უცებ ტარანტინო ფილმების სიუჟეტები - ჯერ შუა, მერე თავი, მერე ბოლო და მერე გაგრძელება, მოკლედ არეულად ნაჩვენები კადრები რა, შენით რომ დაალაგო აზრი რა ...) ახლაც რუსთავში ვცხოვრობ. საერთოდ ახალ ბილწ და ვნებების დაკმაყოფილებასა და სიყვარულის არა მცოდნე, არამედ გატაცებასა და "დაკერილ" გოგოებისა და უაზრო, უზრდელ არაადამიანების თაობაში. იშვიათად ერთი-ორის გარდა.

მე არ მიყვარს შუა ქუჩაში ან პარკში რომ ვხედავ ნახევრად შიშველ ორგანიზმების ხვევნა-კოცნა-პროშნასა და მსგავს რამეებს, მე თავისუფლად და მარტივად შემიძლია გამაგიჟოს უბრალოდ გოგონას გამოხედვამ, ან ხელის ჩაკიდებამ, საიდანაც მე შევიგრძნობ რბილ, ნაზ კანს, სითბოსა და მის პულსს.
მონატრებული ვარ ჩახუტებას, რომლისგანაც შევიგრძნობ იმ ნეკნის არსებობას, რომელიც მე მაკლია, ასევე ყოველ ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას და გამალებით გულისცემას, ჰაერს მთრთოლვარეს, მის სუნსა და მცირე შიშს და საერთოდ იმას რასაც ვერცერთი სიტყვით, პროზითა ან უბრალოდ ლექსიტაც ვერ გამოვხატავ, ბოლოს კიდევ კისერზე მსურს ან მხარზე ცოტა ზემოთ თბილად ვეამბორო და ჭკუიდან შევიშალო.

ამ მამოძრავებელ ვნებას ვყლაპავ, არ ვაჩენ, რადგან ვინმეს ავადმყოფი არ ვეგონო, მე უბრალოდ ერთი უბრალოდ გამოუსწორებელი, ყველასგან მივიწყებული - მარტოსული რომანტიკოსი ვარ, რომელიც ეძებს პატიოსან, ეკლესიურ, თბილ, დამჯერ, ადამიანურ, რაღათქმა უნდა კეთილ და თავმდაბალ გოგონას, რომელიც შეხედულებით ბავშვივით საყვარელია, მაგრამ არ იცის რომ ლამაზია, ასევე სასურველია თუ ხელოვანი იქნება ან მოყვარული მაინც...

მე დამაწყებინა წერა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ამიხსნა, ყველანაირი სისწორე და ლექსი აგება სტრუქტურულად ანუ დამარცვლა, ტაქტი-რიტმი, მელოდიურობა და სხვა რამეებიც. მერე რაც უფრო ვეცნობი ამ პოეზიის სამყაროს, სხვადასხვა პოეტებთან მაქვს შეხება, ყველას ვეუბნები, წაიკითხეთ, მითხარით როგორია და ეცადეთ გამაკრიტიკოთ, რადგან შემდეგში უკეთესი გამომივიდეს, ან შედარება, ან მეტაფორა, ან გაპიროვნება, ან აზრი-შინაარსი რაც მომივა იმის უკეთესად გამოხატვა და მსგავსი რამ...

ძლიერ, სიგიჟემდე მიყვარს ბავშვები, როცა ტაძარში ვგდავარ დაღლილ დედიკოებთან მივალ და მათ შვილს ვეტყვი "აბა, მოდი ძიასთან" გავუცინებ, ავიყვან და ჩავიხხუტებ ხოლმე გულში და არ მინდა, რომ გოგონასთან უბრალოდ უარის, არასასასიამოვნო საუბრის, წყენინების და სხვა მიყენებული ტკივილის გამო, მივსულვარ დეპრესიამდეც და არ მინდა, ისე დავტოვო ეს წამიერი წუთისოფელი, რომ საკუთარი ბავშვის ჩახუტება არ მეღირსოს...

ერთხელ ამ სიგიჟისგან დასაწყნარებლად ვესტუმრე საკითარი ქალაქის პარკს და მარტო დავბოდიალობდი, შემდეგ დავიწყე მდინარეში ქვების ჩაგდება და მომივიდა ერთი ლექსი და იქვე დამეწერა, სადაც მსგავსი შინაარსი იყო, რომ - რა იცი რას ფიქრობს ან რისი თქმა უნდა მდინარეს, როდესაც ამდენ დილას, ღამეს, სიჩუმესა და ტკივილს ყლაპავს და მალავს, დუმს..
ასევე ერთხელ საღამოს შემდეგ ვსვამდით ბიჭები და რაღაცა დათბილული "სვიტრი"-ს ბუსუსის მაგვარი რაღაცა დაფარფატებდა და ქვემოთ იწევდა, მე კი შუა სუფრაზე ვიჯექი და ვუბერავდი ქვემოდან რომ არ ჩამოვარდნილიყო, ნუ სანამ სადღეგრძელო ავთქვი, მერე უცებ გაქრა-გაუჩინარდა სადღაც, მაქამდე კი შემომეწერა მსგავსი სიტყვები - ახლა ისე გავგიჟდი რომ ამ ბუსუსიც გარდა ვეღაფერეს ვეღარ ვამჩნევ დედამიწაზე, იმიტომ რომ ამ ბუსუსს ამძიმებს და ქვემოთ ქაჩავს ის სითბო, რომელიც იმ მაისურიდან აისხლიტა, აიწყვიტა, ვისგანაც ...
კიდევ მაქვს ბაბუაწვერა, შედარებული იმ დედასთან რომელიც საკუთარ ბავშვს გააშვილებს, ბავშვთა სახლში და როცა გაიზედება შვილი, ის ეძებს დედიკოს, ანუ ყველაზე კარგ ვარიანტში თუ ქარი ისევე იმ გადაპენტილს უკან დააბრუნებს იმავე ღეროსთან, შეიძლება ბავშვმა თმაგაცვენილი ან გაჭაღარავებული მოხუცი ვეღარ იცნოს და ასე იყვენ გვერდიგვერდ და ვერ ცნობდნენ ერთმანეთს. დედა კი ასევე დარჩეს ცარიელი ღერო, თავისთვის მარტოდ, რომელსაც ისევე ან სხვა ბალახის ან ყვავილის ჩახუტების მოლოდინში გალიოს ცხოვრება და დალპეს...

მოკლედ თუ დაგაინტერესათ ჩემზე რაიმე შეგიძლიათ დამიმატოთ სოც. ქსელ Facebook-ზე და მომწეროთ თქვენი აზრი მოცემულ ტექსტთან დაკავშირებით ან ნებისმიერი სხვა კითხვა ან კითხვები დამისვათ, ან ვიმეგობროთ, გავუგოთე ერთმანეთს ანდა ღმერთმა იცის რა მოგველის ჩვენ მომავალში...

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ლექსებს ქვემოთ მოცმეულ პროფილზე

ნიკოლოზ ქართველი

... ... ... ... ... ... ... ... ... ...



გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ღონისძიებები და სხვადასხვა ... | ნანახია: 1841 | დაამატა: nikolozqartveli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0