Загрузка...
თამარ ბეიტრიშვილი - სტიქია / tamar beitrishvili - stiqia - 20 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 20 » თამარ ბეიტრიშვილი - სტიქია / tamar beitrishvili - stiqia


10:20 PM
თამარ ბეიტრიშვილი - სტიქია / tamar beitrishvili - stiqia


ადამიანთა გულები სიბოროტით არის აღვსილი,
დაცინვის, შურის ემოციით არის გავსილი.
წარსული წლების სიმამაცე სადღაც გამქრალა,
და მათ მზერაში უიმედობა, რწმენა ჩამქრალა.
ადამიანთა გულები, სიბოროტით გაღვივებული,
ყველაფრის გამო ზეცა იყო განრისხებული.
მოსაღამოვდა, გადაეკრა ცას ფერი შავი,
ამინდი იყო იმ ღამისთვის ძალიან ავი.
ვერეს მდინარე ბობოქრობდა, ზეცა ტიროდა,
თავშესაფარში ძაღლების ჯგუფი შველას ითხოვდა.
ცამ გაიელვა და გაისმა ჭექა ქუხილი,
იმ მომენტიდან დაიწყო ხალხმა წუხილი.
რაც კი მოესწრო, ვოლიერების კარი გაიღო,
დანარჩენი კი ყველაფერი წყალმა წაიღო.
ჩქარი დინება რასაც სწვდება, ყველაფერს აქრობს,
მისი ხმაური ძაღლების კივილს ნელ-ნელა ახშობს.
სტიქიის ზონამ იმ დღეს მოიცვა მთელი ქალაქი,
გაანადგურა რასაც მოედო: პური, კარაქი...
მოვარდნილ წყალმა გაატანა სახლები ნიავს,
ის მიდის და თან ახალგაზრდების სიცოცხლე მიაქვს.
ღამის ამბები მთელს ქვეყანას სწრაფად მოედო,
ტელევიზია თავის ადგილს უცბად მოერგო.
ხმები გავარდა, ფეხზე დადგა მთელი თბილისი,
დრო იყო, როცა მძვინვარებდა შუა ივნისი.
ამ წყალდიდობამ გამოიწვია მეწყერი დიდი,
მიწა გახეთგა, ზოგგან კიდევ ჩატეხა ხიდი.
ბევრი ოჯახი უსახლკარო ხალხად აქცია,
დიდი მანქანა უფორმო მასად გადააქცია.
წყალი რომ მოდის არ ერიდება დიდს თუ პატარას,
სულ არ ადარდებს, პატივს არ სცემს ის არც ჭაღარას.
არ ითავისებს, არ კითხულობს უსუსურს, ძლიერს,
თუნდაც ქვესკნელში, თან წარიტანს უღონო ხნიერს.
ასე მოვარდა, არ დაინდო ქართველი ერი,
მას, განრისხებულს არ ადარდებდა ქალი და ბერი.
ზოოპარკიდან მტაცებელი ცხოველები გააქცია,
ჩვენი ქალაქის ქუჩები ერთიანად დააქცია.
ეს სტიქია მძვინვარებდა მთელი ღამის მანძილზე,
უამრავი ხალხი მიდის იქ, შემთხვევის ადგილზე.
საქართველომ სტიქიის დღეს ჩვენ ერთობა გვანახა,
მტკიცედ იდგა, სისუსტე და ცრემლი არ დაგვანახა.
თურმე დიდი სიყვარული და ერთობა გვქონია,
გაჭირვების დროს გამოჩნდა, გვერდში დგომა გვცოდნია.
უფალმა დაგვაძლევინოს დღევანდელი გაჭირვება,
იმედია ერთობა და სიყვარული გახშირდება.
ვუსამძიმრებ სტიქიის დროს დაღუპულთა ახლობლებს,
ის უფალმა მიიბარა და უფალი აცხონებს.
ვიცი მომხდარი ამბების დავიწყება ძნელია,
საქართველო დღეს ერთად დგას, მომავალი ჩვენია.

თამარ ბეიტრიშვილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1167 | დაამატა: tatia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0