მთავარი » 2015 » ივლისი » 17 » ლაშა გახარია - ამორალური მორალი / lasha gakharia - amoraluri morali
7:36 PM ლაშა გახარია - ამორალური მორალი / lasha gakharia - amoraluri morali
|
მეგობარო "საგზურისთვის" გმადლობ განაჩენზეც მომესაწყლა ხელი; ვიცი, ნანობ, თუმცა, უკვე რა დროს... ჩამოცლილა მადლის საწნახელი.
რა უჩუმრად გაიბზარა გობი, გაიპარა ჩანაწობი წლები... ქუდის ხურდად მაინც არ მეთმობი - უბნის ქურდად მონათლული ძმების.
ვხედავ: ცასაც უღალატა მიწამ, საძმო ფული აწ ფუფულოდ ხარჯე... სერობამდე გაგცა მამლაყინწამ და ცხრა წელი შემოადნა მაჯებს.
ბობორიკა "ქსანის ჰამაკს" მიქსოვს, რომ ნარიდან ავიკრიფო ძვლები; აბეზარი ბუზი - ტუზის სიმსხო - გაუშვა და... გადმომხედა შვებით.
ობობასაც კი ჰქონია გული - მაცდურ ქსელთა მბეჭავ ბაბაჭუას; გისოსიდან მიმზერს - გაფუყული: რა უგულოდ ვლოღნო პურის ყუას.
არა, ძმაო, არ გიკითხავ მორალს, არც შეგიქცევ გოფრე გრამაფონით. მაგრამ: წყალი რომ წაიღებს ბორანს, მებორნესაც ახსენდება ფონი...
შენც ეძებე: თუმც ვერაფერს შეცვლი... წითელ "პრიმით" ვერ ამინთებ მწვანეს; იუდასიც არ ყოფილა ვერცხლი - ჩამშვებაძის თამბაქოზე მწარე!.. ოცდამესამედან
მუზამ ბოლომდე დამაღალატა: ლექსები ვერც აქ მოვისახადე... ოცდამესამეს ვიცვამ – პალატას, ოცდამეორე სხვაგან გამხადეს.
გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით... ვერ გარდმომხსნიან თვით სატანებიც. არა უშავს რა: თუკი კიბო მჭირს... ლუდსაც ხომ უნდა – მისატანები.
უკვე ბედთანაც აღარ ვნიძლაობ, სიკვდილს სიფათში ვენაფაზები და ყელში ლექსად ამომდის ძმაო, ამ წუთისოფლის მეტასტაზები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1107 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: ლექსები პოეზია, lasha gakharia, lasha gaxarias poezia, lasha gakharias poezia, lasha gaxarias leqsebi, lasha gaxaria, lasha gakharias leqsebi, ლაშა გახარია
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი
« ივლისი 2015 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|