18 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 18



თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli


ჩვილივით სათნო და უდარდელი,
ჩვილივით სუსტი დღეს მერამდენედ,
გამოაშუქებს ლანდი ნათელი,
ლანდი, რომელიც ვეღარ განვდევნე.
და უცნაური სურვილის შიშით
ანთია ბნელში ცხელი ფაფარი _
ლანდი, რომელიც იზრდება ძილში
და ხელებს მტკივან თვალზე მაფარებს.
მე ჩვეულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1042 / თარიღი: 2015-07-18 / 3:56 PM / შაბათი

თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan


რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,
მე კიდევ ერთი დიდი დღე მინდა,
შუაღამისას მოსულ თემიდას
ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.
რა უსიზმრებო სიზმრებში ვხრჩოლავ,
ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავს
რა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ,
ჩე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1019 / თარიღი: 2015-07-18 / 3:55 PM / შაბათი

თამაზ ბაძაღუა - ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე / tamaz badzaghua - ver movitkue tavi bolomde


ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.
წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1005 / თარიღი: 2015-07-18 / 3:54 PM / შაბათი

თამაზ ბაძაღუა - ქარით გიყურებ ... / tamaz badzaghua - qarit gikureb ...


ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავივით
გისმენ, ხეებით გესაუბრები
და ნისლით ვცდილობ გაღიმებას,
ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვა
ფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო.
გაზაფხული და შემოდგომა
ჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან,
მაგრამ ზამთარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1017 / თარიღი: 2015-07-18 / 3:51 PM / შაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0