17 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 17



ლაშა გახარია - აგვისტოს შვიდი / lasha gakharia - agvistos shvidi


სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი…
და როგორც დანით გაჭრილი თითი
ტუჩებთან მტკივა შენი სახელი.
ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები,
გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან.
ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები –
კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1885 / თარიღი: 2015-07-17 / 8:13 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები / lasha gakharia - shens kabas tsciteli tu schirs batonebi


შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,
ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.

ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -
ნიავი მოირგებს ქილიკით:
შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..
წყარომდე მოკლდება ბილიკი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1071 / თარიღი: 2015-07-17 / 8:09 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - ვაი, რა ცუდი ყოფილა, ქართველთან ცოლზე ცილობა ... / lasha gakharia - vai, ra cudi kofila, qartveltan colze ciloba ...


ვაი, რა ცუდი ყოფილა,
ქართველთან ცოლზე ცილობა...
თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,
ცხენიანა მჭირს ჭრილობა!
რა მწუხთში ამოწობილა
უცხო მიწა-წყლის შვილობა.
ყარყუმის ბეწვის მაგიერ -
ჭინჭნარში წოლა ტიალად;
უნდომლად ჩამორთმეული
ალალ მოწვდილი ფიალა...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1402 / თარიღი: 2015-07-17 / 8:05 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - მეც მყვარებია გოგო / lasha gakharia - mec mkvarebia gogo


მეც მყვარებია გოგო
მაგრამ ეს იყო წინათ
ეხლა ისე ვარ როგორც
გადაღებული წვიმა

კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2015-07-17 / 8:04 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - მამადავითზე ავდივართ ორნი / lasha gakharia - mamadavitze avdivart orni


მამადავითზე ავდივართ ორნი,
თუმცა...
ბინდია უკვე - მესამე.
რწყავს მარმარილოს
momento mori -
გრილ პანთეონის მონათესავე.

აქ ისე სიოდ ამოდის ქარი -
გრაგნილი შორი - ნიაგარების
ნელია სურო
და საყდრის კარიც
მშვიდია, როგორც
ყდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1058 / თარიღი: 2015-07-17 / 8:03 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - სისმარი / lasha gakharia - sismari


მინც წყარმალო მიოჩქუ დო,
მინც ორზოლცალო ზუკოლუნც.
ჸუმენქ გემძირუ ვამიჩქუ დო
ითამ წენდიხაში დუკოლუს,
შარას წარი ეწირუნ ეთი განს,
ტერე ქჷმკოჟღარტუდ უწირდალე,
ურწკინ ფიროსმანი ქჷმკანგარდჷ,
ჩოლერ ორკოლცალო უწირსფალე.
გოფსქიდი, შურქ ქინმანწკირ გურიშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2015-07-17 / 8:01 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - რუმე სერი / lasha gakharia - rume seri


რუმე სერიშ ლანდღვერ თოლცჷ
თუთაქ სინთე ქალაჭვალჷ;
ჭველეფქ ნირსი გეგნირცხონეს
მურიცხეფი იჭვარჭვალჷ,

ჭილამ ნეძიქ გამკოლჷ დო
ჸურუმჷ ქუას გიკაჭალჷ
აურე ხობწყარ მოშინთანცჷ
ეურე მაფერ მიკვაჭალჷ;

სოფელც კამაცალო ლურცჷ,
ელვოჯინექ აკა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1981 / თარიღი: 2015-07-17 / 7:59 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - გოჯოგაფილ ჯიმას (აფხაზ ჯიმალეფს) / lasha gakharia - gojogafil jimas (afkhaz jimalefs)


(აფხაზ ჯიმალეფს)

მუქ გაღოლ მა ღურელი,
გომიჯოგენ, ალალი ჯიმა,
ხომ ქარწყექ კაღუ რენი
დიდი ლუბეში ალაჯინა.

უგუცხონტუ ბინეხცალო,
ტანშა მაფუქ გუნარდუა,
ასე ტერიში გაძიცალო
მი სანგაროს იმარდუა.

ათომჸურშუდი ირო ცაშა,
ოხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1050 / თარიღი: 2015-07-17 / 7:58 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - ოდაბადე / lasha gakharia - odabade


ჸა ოჭმარეს ზესქვ გილარხე,
ჸა ონჯუას - მალაღური…
სქან ოსქვებურქ ვამათქუნი,
კოჩქ თაშ მუჭო ალაბღური?!

ვართ მასქურო ეშმოლ შურქუ,
ქიგნოჲრქიე თუმასჷნი:
სქან უჯგუშო მის უჩქ, ცაშა
მუ მეუღუ კუმასჷნი…

ნარღიშ ჸასჷ გილაჸონჷქ
პირსელიში მუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1839 / თარიღი: 2015-07-17 / 7:56 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - წყურგილია / lasha gakharia - tskurgilia


- სო მიბირქჷ წყურგილია,
მეხვარჩალა ნოტე მიშა?
ვაი შური საყვარელი,
აშკავარჩხილ თუმას ქვიშა.

- მიბივრქ ვარჷ, მეფთვალუნქჷ,
გურჭვილი დო ალნაშიშა.
ჸოროფილქჷ მემდინუ დო
დუდ მემიღუ ზღვა ქვინჯიშა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 977 / თარიღი: 2015-07-17 / 7:54 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - გრანელიშა საჩიარი / lasha gakharia - granelisha sachiari


ლადოს ყაყაჩო დო ტიციანს ჩხე მიხაკჲ,
ირო საკვარჩხო რდჷ სკანი ღანკჲ.
შური გურქვინჯიშა ქინიკაკჲ,
ბედი ძათანძალო აკიკვაკვჲ.

ანწი ოსოგოთე იკვარზალე,
მუ რე გოხვარუნ უჸვაიჭარე.
მუჭო გელარსქირაფჷ ჩილამურჲ,
თაშ დუდმუკონგარილს მუ გაჭარე.

აკა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1248 / თარიღი: 2015-07-17 / 7:52 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - მარგალური / lasha gakharia - margaluri


მარგალური ჯვეშ ნინა რე -
ქორთულიში ჯერღვი - ჭვერხი,
ორჩქილეთჷ - საღორონთო,
ვაუწყორუაფ ჭვახე რეხი.

მინ - ზესქვიში ჩილამური,
მინ - პელეტი დო მერეხი,
ქოთ - პეული, ქოთ - ჭუჭელი,
გურც ეფალირ შურ-ბინეხი.

მარგალური გვალო შხვა რე, -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1461 / თარიღი: 2015-07-17 / 7:51 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - ნიკალა / lasha gakharia - nikala


ნიკალ!... ჰა, ნიკალ!... - შემოგძახეს აქეთ-იქედან:
მარტო რად სვამო?...
და ცა-თვალებს ვერ ახამხამებ;
ტიკჭორის ჭინკა ძეწკვს გახარბებს -
ბოლო ჭიქიდან
და ჭიქიანად ტყდება ეს ღამე!
ღიპღიპელები შუბლში ჯამებს იჯახუნებენ!...
შავ მუშამბიდან მეეზოვე შემოგბღცერს ც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1215 / თარიღი: 2015-07-17 / 7:45 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - ევას კურცხალი / lasha gakharia - evas kurckhali


უკვე ქალი ხარ
და არ გრცხვენია
იმ სიმორცხვის და
იმ ურცხვი ხვადის

ყველა ქალი ხომ
ევას ცრემლია...
შენც იმ უპიდან
გადმოკურცხალდი.

რა უბედთეფშოდ
გადაგიარა
ტალღამ -
დანაშავ-უნაშაულის...

და ერგო ადამს:
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1035 / თარიღი: 2015-07-17 / 7:44 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - სამადლო თოვლი / lasha gakharia - samadlo tovli


არ შეგაგონო, გული ვით მიზამს:
ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია;
არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა!
თოვლსაც... ქალივით დაგამადლიან.

იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ,
რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები
და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს
ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1363 / თარიღი: 2015-07-17 / 7:42 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - ჩემი ზოდიაქო / lasha gakharia - chemi zodiaqo


"სასწორი" ჩემი ზოდიაქოა,
ზოდს ვეზიდები – ზევსის აწონილს;
ზოგი დღე – ნემსი, ზოგი – მაქოა,
ღამე – ქილა და დილა – მაწონი.

ერთიღა მრჩება თავმოსაწონი:
გადაუღვრელი წყალი – წაწლობის
და სარეცელი – მაცდურ საცოლის –
მუზის – თამუზის მკლავზე ნაწოლის.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1418 / თარიღი: 2015-07-17 / 7:41 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - სალაღობო / lasha gakharia - salaghobo


მთვარე აჩაღებს კელაპტარს –
სიყვარულს უდგა მაზანდა;
ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანს
მოვერტყა უსურვაზადა!

ყელამდე ამოგეხვიო,
სული გიბერო – ნიავი;
დაუხელაო ხეხილო,
უბე გიმხილო რთვლიანი.

თუნდა, ქვეყანამ მიშუროს,
თუნდა, მომყეფდნენ მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1004 / თარიღი: 2015-07-17 / 7:39 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - თოვლის ლიბრეტო (ოთარ ჭილაძეს) / lasha gakharia - tovlis libreto (otar chiladzes)


ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა
და ღვინოც თოვლი იყო – გემოთი
და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა –
სველი, რომელსაც ასე ველოდი.

მოშრიალებდა შოპენის თოვლიც –
კლავიშებიდან – შორი ლირიკით...
და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი –
აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1241 / თარიღი: 2015-07-17 / 7:38 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - აბსურდის სურდო / lasha gakharia - absurdis surdo


ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად,
როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით;
ყელს, საცაა, გული აებურთება –
ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული.

მალე სული ვნებას აავერტერებს,
ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით;
მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებს
პლაჟს გაუშლის პაჟი – ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 987 / თარიღი: 2015-07-17 / 7:37 PM / პარასკევი

ლაშა გახარია - ამორალური მორალი / lasha gakharia - amoraluri morali


მეგობარო "საგზურისთვის" გმადლობ
განაჩენზეც მომესაწყლა ხელი;
ვიცი, ნანობ, თუმცა, უკვე რა დროს...
ჩამოცლილა მადლის საწნახელი.

რა უჩუმრად გაიბზარა გობი,
გაიპარა ჩანაწობი წლები...
ქუდის ხურდად მაინც არ მეთმობი -
უბნის ქურდად მონათლული ძმების.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1106 / თარიღი: 2015-07-17 / 7:36 PM / პარასკევი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0