Загрузка...
ლაშა გახარია - თოვლის ლიბრეტო (ოთარ ჭილაძეს) / lasha gakharia - tovlis libreto (otar chiladzes) - 17 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 17 » ლაშა გახარია - თოვლის ლიბრეტო (ოთარ ჭილაძეს) / lasha gakharia - tovlis libreto (otar chiladzes)


7:38 PM
ლაშა გახარია - თოვლის ლიბრეტო (ოთარ ჭილაძეს) / lasha gakharia - tovlis libreto (otar chiladzes)
ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა
და ღვინოც თოვლი იყო – გემოთი
და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა –
სველი, რომელსაც ასე ველოდი.

მოშრიალებდა შოპენის თოვლიც –
კლავიშებიდან – შორი ლირიკით...
და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი –
აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.

უქათქათებდა ფლანელის პლისე
ქვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლი
და ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ
"უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"...

წრუპავდნენ მარტინს და პინტ–პორტვაინს
და ტორტმანებდა პორტის პორტალი;
თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე,
თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც.

N–ი კვლავ წყენის ეძებდა მიზეზს
და "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"...
აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებს
გულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს.

ცოლი კი: მართლა იდგა აუზთან –
ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით;
ეშურებოდა ტაშის პაუზას
და მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი...

თოვდა და თოვლის ქალს გაეტირა:
ფრანტი, გიტარა და სიგარეტი...
და თოვლ–კარეტით – კარტის ჰეტერას
მიაქროლებდა თოვლის ვალეტი!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1242 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები პოეზია, lasha gakharia, lasha gaxarias poezia, lasha gakharias poezia, lasha gaxarias leqsebi, lasha gaxaria, lasha gakharias leqsebi, ლაშა გახარია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0