Загрузка...
ლაშა გახარია - სალაღობო / lasha gakharia - salaghobo - 17 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 17 » ლაშა გახარია - სალაღობო / lasha gakharia - salaghobo


7:39 PM
ლაშა გახარია - სალაღობო / lasha gakharia - salaghobo
მთვარე აჩაღებს კელაპტარს –
სიყვარულს უდგა მაზანდა;
ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანს
მოვერტყა უსურვაზადა!

ყელამდე ამოგეხვიო,
სული გიბერო – ნიავი;
დაუხელაო ხეხილო,
უბე გიმხილო რთვლიანი.

თუნდა, ქვეყანამ მიშუროს,
თუნდა, მომყეფდნენ მწევრები...
ბაგეზე გადმოვიჟურო
შენი ნაბულა მტევნები!

მუხლიდან ყარყარ ყელამდე
ღილად აგასხა ფოთლები;
ყამარქალივით ღელავდე,
კავებ გიშალო შფოთები;

ვერვინ გვიშალოს წაწლობა,
ვერც ლიქნით, ვერცა – ომითა;
დაიწვას შენი ქალობა,
როგორც რო დამწვი ნდომითა!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1005 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები პოეზია, lasha gakharia, lasha gaxarias poezia, lasha gakharias poezia, lasha gaxarias leqsebi, lasha gaxaria, lasha gakharias leqsebi, ლაშა გახარია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0