Загрузка...
ლაშა გახარია - ვაი, რა ცუდი ყოფილა, ქართველთან ცოლზე ცილობა ... / lasha gakharia - vai, ra cudi kofila, qartveltan colze ciloba ... - 17 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 17 » ლაშა გახარია - ვაი, რა ცუდი ყოფილა, ქართველთან ცოლზე ცილობა ... / lasha gakharia - vai, ra cudi kofila, qartveltan colze ciloba ...


8:05 PM
ლაშა გახარია - ვაი, რა ცუდი ყოფილა, ქართველთან ცოლზე ცილობა ... / lasha gakharia - vai, ra cudi kofila, qartveltan colze ciloba ...
ვაი, რა ცუდი ყოფილა,
ქართველთან ცოლზე ცილობა...
თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,
ცხენიანა მჭირს ჭრილობა!
რა მწუხთში ამოწობილა
უცხო მიწა-წყლის შვილობა.
ყარყუმის ბეწვის მაგიერ -
ჭინჭნარში წოლა ტიალად;
უნდომლად ჩამორთმეული
ალალ მოწვდილი ფიალა...
მაგრამ... თუ ქალმა გაცდუნა,
მაგრამ... თუ გულმა იალა,
სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლა
თივისებრ აგაბრიალა!...
ხორცი - ხოხბისა კი არა,
პური - თავთუხის კი არა,
ღვინო - მუხრანის კი არა...
უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს,
ურჩომიმც გჭირდეს იარა.
ვაი, რა შარი ყოფილა,
ცაი, რა ზარი ყოფილა,
რა ბინდისკარი ყოფილა -
ქართველოს ცოლზე ცილობა...
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა
ათასგანა მჭირს ჭრილობა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1403 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები პოეზია, lasha gakharia, lasha gaxarias poezia, lasha gakharias poezia, lasha gaxarias leqsebi, lasha gaxaria, lasha gakharias leqsebi, ლაშა გახარია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0