Загрузка...
ლაშა გახარია - შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები / lasha gakharia - shens kabas tsciteli tu schirs batonebi - 17 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 17 » ლაშა გახარია - შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები / lasha gakharia - shens kabas tsciteli tu schirs batonebi


8:09 PM
ლაშა გახარია - შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები / lasha gakharia - shens kabas tsciteli tu schirs batonebi
შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,
ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.

ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -
ნიავი მოირგებს ქილიკით:
შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..
წყარომდე მოკლდება ბილიკი...

შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,
ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;
ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,
გაღმა დაქარდება, ქალივით.

ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...
გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,
და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,
მკლავებში მარწიე ტივივით!..

ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში
სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..
ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში
და ხვალაც წითელა გადამდე...

მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,
ნიავმაც მოგართვა კაბა და...
წითელბატონები წყრებიან შინდებზე:
წადითო, გეყოთო ლამბადა!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1072 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები პოეზია, lasha gakharia, lasha gaxarias poezia, lasha gakharias poezia, lasha gaxarias leqsebi, lasha gaxaria, lasha gakharias leqsebi, ლაშა გახარია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0