Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე / tamaz badzaghua - ver movitkue tavi bolomde - 18 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 18 » თამაზ ბაძაღუა - ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე / tamaz badzaghua - ver movitkue tavi bolomde


3:54 PM
თამაზ ბაძაღუა - ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე / tamaz badzaghua - ver movitkue tavi bolomde
ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.
წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.
თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.
შენ _ განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიულო დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე,
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ _ უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1006 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tamaz badzaghuas leqsebi, თამაზ ბაძაღუას ლექსები, tamaz badzaghuas poezia, თამაზ ბაძაღუას პოეზია, თამაზ ბაძაღუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0