Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan - 18 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 18 » თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan


3:55 PM
თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan
რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,
მე კიდევ ერთი დიდი დღე მინდა,
შუაღამისას მოსულ თემიდას
ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.
რა უსიზმრებო სიზმრებში ვხრჩოლავ,
ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავს
რა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ,
ჩემგან, სხეულის ჟანგო და ძრწოლავ,
თქვი, რას გპირდება წყვდიადში წოლა.
რადგან სიკვდილი დამთავრდა... იმის
ბოლოდან უკვე იწყება ღმერთი,
შენ დაიტოვებ ჩემს ბოლო ღიმილს,
რომელიც მალე გახდება შენთვის _
შუქი ან სისხლი, ჯვარი ან ქიმი.
თქვი, სანამ ერთი დიდი დღე დარჩა,
სანამ შენს თვალში სამყარო ტირის,
სანამ ჩაჰყურებ წმინდა ქარაფებს,
შენი ფხვიერი და ცივი პირით
სანამ ბალახი ილაპარაკებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1020 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tamaz badzaghuas leqsebi, tamaz badzaghuas poezia, თამაზ ბაძაღუას პოეზია, თამაზ ბაძაღუა, თამაზ ბაძაღუას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0