Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli - 18 ივლისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივლისი » 18 » თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli


3:56 PM
თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli
ჩვილივით სათნო და უდარდელი,
ჩვილივით სუსტი დღეს მერამდენედ,
გამოაშუქებს ლანდი ნათელი,
ლანდი, რომელიც ვეღარ განვდევნე.
და უცნაური სურვილის შიშით
ანთია ბნელში ცხელი ფაფარი _
ლანდი, რომელიც იზრდება ძილში
და ხელებს მტკივან თვალზე მაფარებს.
მე ჩვეულებრივ ვინატრებ წვიმას,
მე ჩვეულებრივ დავხუჭავ თვალებს,
როგორც წყვდიადში დაჭრილის გვრინი
და წითელ სისხლში მოსვრილი მთვარე.
წაიღებს უცნობ სევდას და ფერებს,
და გაშმაგებულ ვნებად ქცეული,
უერთმანეთოდ ვიტირებთ მერე,
ლანდი და ლანდის ცივი სხეული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1043 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tamaz badzaghuas leqsebi, tamaz badzaghuas poezia, თამაზ ბაძაღუას პოეზია, თამაზ ბაძაღუა, თამაზ ბაძაღუას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0