Загрузка...
გიზო თავაძე - მინდა ... / gizo tavadze - minda ... - 20 სექტემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » სექტემბერი » 20 » გიზო თავაძე - მინდა ... / gizo tavadze - minda ...


5:17 PM
გიზო თავაძე - მინდა ... / gizo tavadze - minda ...


`თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა,
დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს
უნდა დაბანოთ ფეხები”.
იოანეს სახარება; თავი 13; მუხლი 14;
მინდა დაგბანო ფეხი
და მოვიყარო მუხლი,
მინდა გემთხვიო მუხლზე,
მინდა გაგყარო მწუხრი.
დავტკბე კულულთა ვარცხნით,
სახეს მიშრობდე თმებით
და სავსე იყოს ვარცლი,
შენი თვალების ტბებით...
მინდა ამაღლდე შურზე
და არ გვრისხავდეს მეხი,
მინდა მაკოცო შუბლზე,
მინდა, დაგბანო ფეხი...
ტერფებს გილბობდეს ნამი,
თვალთა შენთა და ჩემთა...
და ეს დიადი წამი,
ჰგავდეს უფალთან შერთვას...
მინდა დაგბანო ფეხი...
მინდა გემთხვიო მუხლზე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1068 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0