Загрузка...
გიზო თავაძე - ბებიას საყვარელი გამონათქვამები / gizo tavadze - bebias sakvareli gamonatqvamebi - 20 სექტემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » სექტემბერი » 20 » გიზო თავაძე - ბებიას საყვარელი გამონათქვამები / gizo tavadze - bebias sakvareli gamonatqvamebi


5:23 PM
გიზო თავაძე - ბებიას საყვარელი გამონათქვამები / gizo tavadze - bebias sakvareli gamonatqvamebi


ზეცისაკენ ილტვოდა,

უფლის ნება დიდია!

ბებო ხშირად იტყოდა:

„გული ძაფით მკიდია“...

რომ არაფერს ითხოვდა,

ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,

ბებო ხშირად იტყოდა:

„იმ გორზე დავივანებ“...

მუდამ მემახსოვრება,

კაფავს წალამს ბებია,

იტყვის: „ჩემი ცხოვრება

ორი პარასკებია“...

აქეთ არვინ დარჩება,

იქით მიტომ ილტვოდა,

„ყველა ვარდი დაჭკნება“...

როგორც ბებო იტყოდა.

P.შ. ეს ცხოვრება ასეა,

მოდიან და მიდიან,

ბებო სევდით სავსეა,

„გული ძაფით ჰკიდია“...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1157 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0