Загрузка...
ლაშა მარგიანი - მე ვცადე მაინც / lasha margiani - me vcade mainc - 25 იანვარს 2016 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » იანვარი » 25 » ლაშა მარგიანი - მე ვცადე მაინც / lasha margiani - me vcade mainc


10:45 AM
ლაშა მარგიანი - მე ვცადე მაინც / lasha margiani - me vcade mainc
ღამეა ფერადი
და
სიზმრებს უფერულს
ვეღარ აფერადებს
ვერც გამოღვიძება,
მითხარი პეპლებმა
როდემდე უფრინონ,
როდემდე ეფერონ
სინათლეს მინებთან,
თუ
მაინც არ უღებ
ფანჯრებს
და
ქარია,
ქუჩაში ფოთლები მისდევენ ერთმანეთს,
შენ დუმხარ
და
ხვდები,
ოთახში ცარიელ
კედლებმაც ისწავლეს,
ტკივილის მოთმენა...
მზე ტოვებს მთელს თავის ნერვიულ სინათლეს
და სითბოს ერთბაშად, ღამეულ შენს მკერდზე
და მინდა ისეთი თოვლივით მიგადნე
და მინდა ისეთი სევდით შეგეკედლო,
მიწაზე ჯერ არსად რომ არ დავარდნილა,
რომ არ შერევია მტვრის ჩამქრალ ნამცეცებს,
ვიცი რომ არ არის შეხება ადვილი,
რამე ღვთაებრივთან, რომელიც გაქეზებს,
არანორმალური თავგანწირვისათვის,
ანუ სიყვარული, უფრო სისულელე,
მაგრამ მე გიჟი ვარ და თანაც ისეთი,
რომ სიკვდილს ყველაზე მეტად ვისურვებდი,
პირდაპირ შენს ცისფრად თეთრ ხელისგულებში,
ან მუხლისთავებზე ამოპირქვავებულ,
მინდა რომ გხედავდე და ვერ ვიყურები,
დაბრმავდი - ჩემს ხმაში ამბობენ ქარები,
რომ შენი სიჩუმე ამ კედლებს გაიტანს,
რა ვქნა, უშენობა ატანს ჩემს ძვალ-რბილში,
შენ მოხვალ, მაგრამ მე არ ვიცი საიდან,
შენ ისე წახვედი, რომ მე არ გაგიშვი.
ჩვენ ვდგავართ დაბალზე იმ სისხლის დონიდან,
წვეთად რომ დაღვარეს და ზღვებად აქციეს,
პატარა ლაქები, დიდმა რაინდებმა,
მიმხმარი მაჯებზე, ჰო, სწორედ ასეა,
საკუთარ ოცნებებს მიყვნენ და გაბედეს,
დარჩნენ ისეთებად რაც სინამდვილეში
იყვნენ და გაასწრეს დროს, აღარ დაბერდნენ,
სიცოცხლე ცხოვრებით არ გაიადვილეს.
ახლა ეს სტრიქონიც სუსტი მირაჟია,
იმ ცხელი ქვიშების კვამლს ამოყოლილი,
შუა უდაბნოში ღმერთს რომ მოგაშიებს,
ან წყალს მოგაწყურებს, გამხმარ ყვავილივით,
რომ ვერ ვეგუები, ამ ტროტუარების
და ამ ქალაქების უღმერთო ფორიაქს,
აქ ადამიანიც ისე ირკალება
და ისე იხრება, რომ მეტაფორიან
ტკივილებს ყოველთვის ლამაზი ფერი აქვთ,
არ ყეფენ, არ სტვენენ და აღარც ყმუიან,
რომ ხმის იოგების ვისწრო სარქვლებიდან
ღმერთი გადაკეტეს და სისხლი სწყურიათ,
წითელ შადრევნების ფსკერზე დალექილი,
მახინჯი ვნებების სიტკბოთი გაჟღენთვა,
მუხლებს ვიტყავებ რომ თვალი ამეხილოს,
აღარ მივიტანო კბილები მაჯებთან.
გულში არ შეწყდება იქამდე სისხლდენა,
სანამ ჩარჩენილი მაქვს მიწა ბრჩხილებში,
მე თავისუფალი ვარ თანაც იმდენად,
საკუთარ თავსაც კი არ ვემორჩილები,
მე ვიცი რასაც ვწერ, როგორც ვწერ, რისთვის ვწერ,
ჩემი ღამეები თავს აღარ იღლიან,
შენ ხშირად კითხულობ, მაგრამ ვერ ითვისებ,
ტკივილებს რომლებიც არ გამოგივლია.
თუნდაც შევიშალო, შენ ჩემო ძვირფასო,
თვალები ჩემს მხრებზე დაბლა არ დახარო,
მინდა ერთმანეთით რომ შემოვიფარგლოთ
და მერე უსაზღვრო იქნება სამყარო.
სხეულში შეზრდილი თითების ფესვები,
მდუმარე ფერებით, რაღაც ხელაკრეფილ,
არ მაინტერესებს როგორ ისვენებენ
მკვდრები საფლავებში, რადგან ყველაფერი,
ბევრად მარტივია, ვიდრე თვითმკვლელობა,
ვინმე მეოცნების თავზეხელაღებულ,
ძნელად ხორცდებიან ჩემი ჭრილობები,
რადგან არ მჩვევია რბილად შევიხვიო
ან არ ხორცდებიან, ან და იცის ღმერთმა,
ვგრძნობ რომ ჩემი სევდა არის ხელნაკეთი,
როცა ცას ვუყურებ და ვარსკვლავებს ვფერთხავ,
როცა სხვა პლანეტებს სულში ჩავახედებ,
გული ჩაძირული გემის კომპასივით
გზას იცევ უჩვენებს შენს მიმართულებით,
მას არ შეუძლია მკერდი რომ გაცივდეს
შიგნიდან და ფეთქავს, არ იშლის სულელი
თავისას, იქამდე სანამ არ გასკდება
და მინდა მოხვიდე და გადამარჩინო
და მინდა ნიჟარა მივიდო ქუსლებზე
და მინდა ამომჭრა სხეულის ჩარჩოდან,
რადგან ვეღარ ვუძლებ ყოფნას ამ ტალახში,
ყველგან სიყალბეა, ყველგან სიცრუეა,
ვიღაც გაიწმინდავს ფეხს მინდვრის ბალახზე
და მერე თევზივით სახლში მიცურდება,
როცა ჩემს ფილტვებში, ყველა ამოსუნთქვა,
ქარიშხალს წააგავს ცხელ უდაბნოების,
ვცდილობ საკუთარ თავს მხარში ამოვუდგე
და ვუთხრა, ნუ ღელავ, წვიმა ვარ ნოემბრის
და ახლა დავხუჭავ თვალებს და უბრალოდ,
სუსტი სიხარულის წამებს წარმოვიდგენ
და მერე გავახელ ისე რომ უკვალოდ
არ გაქრეს, რაც დამწყდარ ნერვებზე მოვირგე
რომ ტოვებს მზე თავის ჩემნაკლულ სინათლეს
და სითბოს ერთბაშად, ღამეულ შენს მკერდზე
და მინდა სულ ბოლო ფიფქივით მიგადნე
და მინდა მხოლოდ შენს თითებთან შევჩერდე.
ღამეა ფერადი
და
სიზმრებს უფერულს
ვეღარ აფერადებს
ვერც გამოღვიძება,
მითხარი პეპლებმა
როდემდე უფრინონ,
როდემდე ეფერონ
სინათლეს მინებთან,
თუ
მაინც არ უღებ
ფანჯრებს
და
ქარია,
ქუჩაში ფოთლები მისდევენ ერთმანეთს,
შენ დუმხარ
და
ხვდები,
ოთახში ცარიელ
კედლებმაც ისწავლეს,
ტკივილის მოთმენა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1684 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: fotlebi, lasha margianis poezia, lasha margiani, chriloba, leqsebi, მე ვცადე მაინც, ლაშა მარგიანი, sizmrebi, tkivili, me vcade mainc | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0