მთავარი » 2016»თებერვალი»7 » ნიკა ჩერქეზიშვილი - როგორ სახლშიც მინდა ვცხოვრობდე, ისეთ ლექსებს ვწერ / nika cherqezishvili - rogor saxlshic minda vcxovrobde, iset leqsebs
10:26 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - როგორ სახლშიც მინდა ვცხოვრობდე, ისეთ ლექსებს ვწერ / nika cherqezishvili - rogor saxlshic minda vcxovrobde, iset leqsebs
როგორ სახლშიც მინდა ვცხოვრობდე, ისეთ ლექსებს ვწერ.
გუშინ, ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ რწყავდა ნაჩხუბარი კარის მეზობლებიდან ერთ-ერთი, მეორის სახლის წინ დარგულ ყვავილებს.
იმდენი რამ გამეფიქრა...
შევბრუნდი და იესოს ხატის წინ დავდექი.
შესაძლოა, ადამიანი თავს საშინლად გრძნობდე, მაგრამ სადღაც, შიგნით, სულ გინთია სინათლე. აბა, ვის გაუგია ღმერთის სიბნელეში ყოფნა?!
. . .
დღეს, დილითაც, როგორც კი გამეღვიძა, ფანჯარასთან მივედი, თითქმის მიწამდე თავდახრილი მემაწვნე ქალი, ძლივს მოათრევდა მძიმე ჩანთებს აღმართზე... გამიჭირდა ყურება და ისევ ოთახისკენ მივტრიალდი.
ღმერთო, რა უნდა დააშავოს ამ ქალმა, მთელ თავის სიცოცხლეში ისეთი, რომ როცა შენამდე მოვა, მხარზე ხელი არ დაადო და არ უთხრა, გასწორდეს, წელში გაიმართოს.
ნიკა ჩერქეზიშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..