07 თებერვალში 2016 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 8:36 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » თებერვალი » 07



გიო საჯაია - მთვარე - ძაღლიშვილი / gio sajaia - mtvare - dzaghlishvili


მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3607 / თარიღი: 2016-02-07 / 11:40 PM / კვირა

ლაშა მარგიანი - მობილურმა დარეკა / lasha margiani - mobilurma dareka


ღამის სამი საათი იქნებოდა,
მობილურმა დარეკა,
დავხედე
და
მეგობარი იყო.

არ ვუპასუხე,
ხელში მეკავა
და
ვუყურებდი სანამ გათიშა.

ცუდ ხასიათზე ვიყავი,
რაღაცნაირად აღრენილი
და
უგუნებო.

ის იყო მობილურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2016-02-07 / 11:30 PM / კვირა

რეზო გეთიაშვილი - არ დავბრუნდები / rezo getiashvili - ar davbrundebi


არ დავბრუნდები, მე არასოდეს არ დავბრუნდები,
მივდივარ, ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ერთხელაც ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ერთხელაც მოგინდები ისე ძალიან..

არ დავბრუნდები, დაე ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველი ტყვია ამოშლის,
შენი სურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1385 / თარიღი: 2016-02-07 / 11:26 PM / კვირა

ლაშა მარგიანი - და მაინც / lasha margiani - da mainc


ჩვენ
ტკივილების გამოქვეყნება ვიცით,
სიხარულს
და
ბედნიერებას არ ვაქვეყნებთ
და
მაინც,
მაშინ უფრო ბევრნი არიან შენთან,
როცა
კარგად ხარ.

ლაშა მარგიანი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1337 / თარიღი: 2016-02-07 / 11:24 PM / კვირა

რობერტ მესხი - ვამბობდი / robert meskhi - vambobdi


ვამბობდი მიწყივ:
დავტოვებ-მეთქი ამ უდაბნოს, მლაშემიწიანს...
ვერ დაგივიწყე, -
ყველა ცოდვამ ერთად მიწია.

განა არ დავრგე? -
დღეს ყოფილ ბაღში არც ვარდია, არც იელია...
უშენოდ აგერ
სოფელიც რა ცარიელია.

რობერტ მესხი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1232 / თარიღი: 2016-02-07 / 11:20 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - მწუხრი (გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას) / nika cherqezishvili - mtscukhri (guram rcheulishvilis khsovnas)


როცა მიდიხარ და აღარ იყურები
უკან,
მიდიხარ და ტანში გცრის,
როცა შენს არყოფნას ზღვები იხუვლებენ,
მთები იხუვლებენ...

დაიცა,
ჰო,
დაიცა-მეთქი,
ამოვიხრიალო,
მაინც ვინ გაიგებს შენს მეტი...

როცა დრო მიფრინავს,
კი არ მი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1642 / თარიღი: 2016-02-07 / 11:06 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - ცხოვრება აიწონა-დაიწონაა / nika cherqezishvili - ckhovreba aitscona-daitsconaa


150-200 გრამი არაყი.
31-32 წელი.
5-6 ლექსი.
მეტი თავში არაფერი მომდის.
...
ცხოვრება
აიწონა-დაიწონაა
და ვინც მარტოა,
მიწისკენღა მიიზიდება.

ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1184 / თარიღი: 2016-02-07 / 11:03 PM / კვირა

რეზო გეთიაშვილი - რა თანაგრძნობა / rezo getiashvili - ra tanagrdznobaa


რა თანაგრძნობა, დიდი ხანია,
ბედნიერი ვარ ყველა გლახაკზე,
ახლა ქარია და მიხარია,
რომ ღვინო ძენძავს სულის ნახაზებს

და უცხო ქალი ისევ მაორებს
და ღიმილს მაყრის, როგორც ნაფთალინს,
რომ მოგონების სასაფლაოებს
დღეს უღვთოდ მოთხრის ღამე - აფთარი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2016-02-07 / 11:00 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - როგორ ძალიან მიყვარხარ / nika cherkezishvili - rogor dzalian mikvarkhar


როგორ ძალიან მიყვარხარ
და როგორ ვერასოდეს მოვიტანე შენამდე
ჩემი სიყვარული.
. . .
ალბათ,
იმიტომ,
რომ ბუნებაში არსებული ათასობით სიყვარულიდან
არის ერთი,
რომელიც მხოლოდ გულით უნდა ატარო
და არასოდეს თქვა

ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები: 1 / ნანახია: 1265 / თარიღი: 2016-02-07 / 10:57 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - შენ ის მასწავლე, რანაირად აღარ მიყვარდე / nika cherkezishvili - shen is mastscavle, ranairad agar mikvarde


თვითონ ვისწავლი სიძულვილსაც,
შურსაც,
ბოღმასაც...
ბევრი არ დარჩა ჩემს სიცოცხლეს მიწის მიყრამდე.
თვითონ ვისწავლი თოვლის მოსვლას,
ქარის მოხრასაც...

შენ ის მასწავლე,
რანაირად აღარ მიყვარდე.

ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1327 / თარიღი: 2016-02-07 / 10:56 PM / კვირა

ლაშა მარგიანი - გული რამდენჯერ / lasha margiani - guli ramdenjer


გული რამდენჯერ გამჩერებია,
შენი თითების მახსოვრობაში.

ლაშა მარგიანი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2016-02-07 / 10:53 PM / კვირა

გოდერძი ჩოხელი - საოცარია / goderdzi chokheli - saocaria


საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ...

გოდერძი ჩოხელი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1244 / თარიღი: 2016-02-07 / 10:51 PM / კვირა

რეზო გეთიაშვილი - ლი / rezo getiashvili - li


შეღამებაა. მაშინდელი. წიფლნარია.
ლი. მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.
გაღიმებაა. ქუჩა-ქუჩა. მიფლანგული.
ურნებიცაა. მავთულები. ამბები.

სისულელეა. ან რა სევდა. ან რა ჟინი.
ლი. დაბრუნებაა. გაქცევაა. ამბოხი.
შენი კანია დაქცეული არაჟანი.
შენი მზერაა გატე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1215 / თარიღი: 2016-02-07 / 10:49 PM / კვირა

ლაშა მარგიანი - დგება, გტოვებს ადამიანი და მისი არსებობა / lasha margiani - dgeba, gtovebs adamiani da misi arseboba


დგება,
გტოვებს ადამიანი
და
მისი არსებობა,
ისე გაშრება სულზე,
როგორც,
ნაპირზე გამორიყულ თევზს წყალი.

ლაშა მარგიანი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1122 / თარიღი: 2016-02-07 / 10:47 PM / კვირა

ნიკოლოზ ხახუტაშვილი - სად იყოფა ჩვენი გზები?! / nikoloz khakhutashvili - sad ikofa chveni gzebi?!


სად იყოფა ჩვენი გზები?!
როდის ვაკეთებთ არასწორ არჩევანს?!
ხომ შეგვიძლია არ გადავუხვიოთ
და იქ ვიყოთ,
როცა ფეხს წამოკრავს,
როცა წაბორძიკდება,
როცა დაეცემა...
განა იმიტომ, რომ ხელი შევაშველოთ?!
განა იმიტომ, რომ წამოვაყენოთ?!
მხოლოდ იმიტომ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1225 / თარიღი: 2016-02-07 / 10:38 PM / კვირა

გიო საჯაია - ერთ დროს / gio sajaia - ert dros


ერთ დროს, სულ ყოველთვის,
მიწურულს ყოველ დღის
შენ მწერდი წერილებს...
და მეც სიხარულით
ვარსკვლავებს ვწვდებოდი,
და ასე გასტანდა
მეგონა მარადჟამს,
მაგრამ... რახანია
წერილი აღარ ჩანს -
თურმე მე ვცდებოდი...
ერთ დროს, სულ ყოველთვის,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1218 / თარიღი: 2016-02-07 / 10:34 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - როგორ სახლშიც მინდა ვცხოვრობდე, ისეთ ლექსებს ვწერ / nika cherqezishvili - rogor saxlshic minda vcxovrobde, iset leqsebs


როგორ სახლშიც მინდა ვცხოვრობდე,
ისეთ ლექსებს ვწერ.

გუშინ,
ფანჯრიდან ვუყურებდი,
როგორ რწყავდა ნაჩხუბარი კარის მეზობლებიდან ერთ-ერთი,
მეორის სახლის წინ დარგულ ყვავილებს.

იმდენი რამ გამეფიქრა...

შევბრუნდი
და იესოს ხატის წინ დავდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2016-02-07 / 10:26 PM / კვირა

ტერენტი გრანელი - ააწრიალებს სულს უშენობა / terenti graneli - aatsckrialebs suls ushenoba


ააწრიალებს სულს უშენობა
და შემოდგომის ნაზი ფერები,
ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ
და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...
ვიცი, ტკივილად გადამექცევი,
მაგრამ გახედე, ზღვაზე ნისლია...
ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს -
ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!
უნდა გაიგო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2016-02-07 / 10:15 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - რა საოცარია / nika cherkezishvili - ra saocaria


რა საოცარია,
რომ შეიძლება,
ვინმემ უბრალოდ ფოთოლი მომაწოდოს
და ის იყოს მხოლოდ უბრალო ფოთოლი.
...
შენც იგივე გააკეთო
და მთელი სამყარო მომცე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1051 / თარიღი: 2016-02-07 / 10:13 PM / კვირა



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0