Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - მწუხრი (გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას) / nika cherqezishvili - mtscukhri (guram rcheulishvilis khsovnas) - 7 თებერვალში 2016 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 9:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » თებერვალი » 7 » ნიკა ჩერქეზიშვილი - მწუხრი (გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას) / nika cherqezishvili - mtscukhri (guram rcheulishvilis khsovnas)


11:06 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - მწუხრი (გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას) / nika cherqezishvili - mtscukhri (guram rcheulishvilis khsovnas)
როცა მიდიხარ და აღარ იყურები
უკან,
მიდიხარ და ტანში გცრის,
როცა შენს არყოფნას ზღვები იხუვლებენ,
მთები იხუვლებენ...

დაიცა,
ჰო,
დაიცა-მეთქი,
ამოვიხრიალო,
მაინც ვინ გაიგებს შენს მეტი...

როცა დრო მიფრინავს,
კი არ მიყიალობს,
როცა ბედისწერამ შემდეგი
შენ ამოგირჩია...

აღარ იყურები
უკან,
მიდიხარ და ტანში გცრის,
როცა შენს არყოფნას ზღვები იხუვლებენ,
როცა აღარავინ დაგიცდის
სახლში,
როცა შენი ციცქნა ანგელოზი,
ხელისგულისხელა პატარა,
არ დაგეკიდება ყელზე,
საყელოზე...

როცა სიკვდილიღა ყრანტალებს.

როცა მიდიხარ და აღარ იყურები
უკან,
მიდიხარ და ტანში გცრის,
როცა შენს არყოფნას ზღვები იხუვლებენ
და ხელს მზის ჩასვლისკენ გაიწვდი.

ნიკა ჩერქეზიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1643 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: realuri, ლექსები, sigrmiseuli poezia, ცხოვრებისეული, leqsebi, სიღრმისეული პოეზია, saintereso, საინტერესო, ckhovrebiseuli, რეალური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0