მთავარი » 2016»თებერვალი»7 » რეზო გეთიაშვილი - არ დავბრუნდები / rezo getiashvili - ar davbrundebi
11:26 PM
რეზო გეთიაშვილი - არ დავბრუნდები / rezo getiashvili - ar davbrundebi
არ დავბრუნდები, მე არასოდეს არ დავბრუნდები, მივდივარ, ესეც წაბლისფერი თმების ბრალია, ვიცი, ერთხელაც ჩემს არყოფნას გაებუტები, ვიცი ერთხელაც მოგინდები ისე ძალიან..
არ დავბრუნდები, დაე ბოლო იყოს ეს ლექსიც, გულში შენს სახელს პირველი ტყვია ამოშლის, შენი სურათი არ მექნება დაღლილ ხელებში, არც ჯარისკაცის დამძიმებულ ყვითელ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიწყობ მკლავებს, ცისფერ ყინვაში გამასვენებს ქარი გოდებით, (ომში ხომ მხოლოდ მეფეებს და პოეტებს კლავენ) და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები.
ვინანებ...წავალ. მაინც წავალ, არ დავბრუნდები, რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია, ვიცი ერთხელაც ჩემს არყოფნას გაებუტები, ვიცი ერთხელაც მოგინდები ისე ძალიან...
რეზო გეთიაშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..