Загрузка...
ლაშა მარგიანი - მობილურმა დარეკა / lasha margiani - mobilurma dareka - 7 თებერვალში 2016 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 9:56 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » თებერვალი » 7 » ლაშა მარგიანი - მობილურმა დარეკა / lasha margiani - mobilurma dareka


11:30 PM
ლაშა მარგიანი - მობილურმა დარეკა / lasha margiani - mobilurma dareka
ღამის სამი საათი იქნებოდა,
მობილურმა დარეკა,
დავხედე
და
მეგობარი იყო.

არ ვუპასუხე,
ხელში მეკავა
და
ვუყურებდი სანამ გათიშა.

ცუდ ხასიათზე ვიყავი,
რაღაცნაირად აღრენილი
და
უგუნებო.

ის იყო მობილური უნდა დამედო,
წერილი მომივიდა,
ის მეგობარი იწერებოდა,
ვინც
მირეკავდა,
ზარს როცა ნახავ,
არ ინერვიულო ასე გვიან
რომ
დაგირეკე,
ყველაფერი წესრიგშია,
უბრალოდ
შენი მოკითხვა მინდოდაო.

წავიკითხე
და
პასუხი ვეღარ გავეცი,
ისეთნაირად დავიჭმუჭნე,
დავწვრილდი
და
დავპატარავდი,
რომ
დავემსგავსე პატარა წერტილს,
მაგრამ
მკაფიოს,
ძალიან შემრცხვა საკუთარი არ ვიცი რისი,
მაგრამ
შემრცხვა, ძალიან შემრცხვა.

ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა,
სიტყვასიტყვით როგორც წერია,
მინდოდა ლამაზად დამეწერა,
მაგრამ
მე
ისევ
გულის ტკენა ვარჩიე,
მოლბობას გულის.

ლაშა მარგიანი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1211 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: realuri, ლექსები, sigrmiseuli poezia, ცხოვრებისეული, leqsebi, სიღრმისეული პოეზია, saintereso, საინტერესო, ckhovrebiseuli, რეალური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0