Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი - ახლა ვსვამ გვირილის ნახარშს, რომელიც უშენო ოთახს შეახმა / nika dzamiashvili - akhla vsvam gvirilis nakharshs, romelic ushe - 15 ოქტომბერში 2016 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 6:36 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 15 » ნიკა ძამიაშვილი - ახლა ვსვამ გვირილის ნახარშს, რომელიც უშენო ოთახს შეახმა / nika dzamiashvili - akhla vsvam gvirilis nakharshs, romelic ushe


6:05 AM
ნიკა ძამიაშვილი - ახლა ვსვამ გვირილის ნახარშს, რომელიც უშენო ოთახს შეახმა / nika dzamiashvili - akhla vsvam gvirilis nakharshs, romelic ushe
ახლა ვსვამ გვირილის ნახარშს,
რომელიც შეახმა ოთახს.
ვუმატებ ჩემს ჭიქას შაქარს
და ჩემი ოცნება ფორთხავს.
სიცივე. ფიქრებიც უფრთო.
ნერვები მეშლება ისევ.
ვიცი რომ უშენოდ მხოლოდ
ამ ლექსსაც აივანს მივცემ.
იფრინოს იქამდე სანამ,
გაფრენილ სურვილებს მიღმა,
გოგონას იპოვის ლექსი,
რომელიც არაფრად ღირდა.
ვიცი რომ გაუთბობს სხეულს
ჩემს ჭიქა გვირილის მსგავსად.
ტკივილი, ცრემლი და სევდა
გადმომაქვს ფურცელზე განცდად.
გიხსენებ და ძლიერ მტკივა,
რომ ისევ ჩემიდან შორს ხარ.
ახლა ვსვამ გვირილის ნახარშს,
რომელიც უშენო ოთახს
შეახმა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1201 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, poezia, ნიკა ძამიაშვილი, ლექსები, პოეზია, gvirila, nikoloz qartveli, გვირილა, leqsebi, nika dzamiashvii | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0