მთავარი » 2016»ოქტომბერი»15 » ნიკა ძამიაშვილი - არ ვიცი რა დავარქვა / nika dzamiashvili - ar vici ra davarqva
6:11 AM
ნიკა ძამიაშვილი - არ ვიცი რა დავარქვა / nika dzamiashvili - ar vici ra davarqva
მძულს ისეთი ადამიანი, ვისაც საკუთარი თავი მეტად მიაჩნია სხვაზე, მეგობარზე, ნათესავსა თუ უბრალო ქალზე. შეიძლება აბსურდია, რადგანაც ეს ნებისმიერ ადამიანში ზის საკმარისი დოზით, მაგრამ უამისოდაც ძნელია.
არ შემიძლია გოგონას გაგება, ვერ ვხედავ მასში ბედნიერებას. შესაძლოა გამეღიმოს მათ სიცილზე, მაგრამ მაინც არ მესმის. მე ბორდიურზე მჯდომს, შემიძლია ამოვიკითხო გამვლელი გოგონას ტკივილი, დაწერილი მის სახეზე, მაშინაც კი, როდესაც ის იღიმის.
მე ყველაფერზე დავწერე ლექსი რაც კი მოძრაობს ან გაჩერებულია ჩემს ქალაქში. ვწერე ქუჩებზე, მაღაზიებზე, ტრორუარებსა და ბორდიურებზე, და მათზე მოსიარულე ან მჯდარ ხალხზე. ასევე მათზეც, ვისაც ამ ცხოვრებამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, მათზეც ვინც ყოველი დღე გაღიმებული ხვდება ალიონს და უხარია ცხოვრება. ბავშვებზე, ვისაც ახარებთ ჩახუტება, მოფერება და მათ ვის მცირე ზომის გულშიც, ბავშვური და ყველაზე წრფელი ვეებერთელა სიყვარული სუფევს.
ხალხი ცხოვრობს ან უფრო სწორედ, უწევთ გაძლება ყოველდღიური ერთფეროვნების მიგდებული გროშების ფასად, რადგან ყველა გზა ფულზე გადის დუმილი ძვირიანი კამფეტივითაა, ცოტაა, მაგრამ გემრიელი.
მე მიყვარს ფულის ქონა, აბა, ვის არ უყვარს? ვერასდროს შევირგებ მარადიულ სიმდიდრეს, რწმენის გარდა, რადგან მხოლოდ გულითა და გრძელი წვერით შემიძლია დავიცვა მარხვა. ესაა გამხელილი ჩემი ერთ-ერთი ტკივილი-ტრავმა, ვცდილობ ვიბრძოლო — მარტივად, მარტო. ჰოდა დამტოვეთ, გემშვიდობებით — კარგად!..
ახლა კი ავდგები და წავალ, სადმე შორს ...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..