ის იხდის ტანზე და საკუთარ სხეულში წვება. მე ვეუბნები: რომ ზღვა არის და სურს დამახრჩოს, ის მეუბნება: რომ ცეცხლი ვარ და ავადუღებ.
მე ვიხდი ტანზე და საკუთარ თვალებში ვწვები. ის მეუბნება: რომ ზეცა ვარ და სურს გაფრინდეს, მე ვეუბნები: რომ ჩიტი ვარ, მის მხრებ ქვეშ ვცხოვრობ.
თვალები ვნახე და პირველმა ფრჩხილმა გამკაწრა, ამოვისუნთქე მის ტუჩებზე დავკიდე ყელი, ის მეუბნება: რომ წვიმაა და ხმა აღარ აქვს, მე ვეუბნები: უკვდავი ვარ მაგრამ დღეს ვკვდები.
მხრები დავყარე, მოვიხვიე წელზე მისი თმა, ვამბობ ქარი ვარ, მოვიხურე მუხის სარკმელი, ის მეუბნება: პირველი ხარ, მაგრამ მატყუებს, მე ვეუბნები: რომ ბოლო ვარ, უკანასკნელი.
დრო გადიოდა, მზე ღრუბლიდან მალე გამოვა, ჩვენ ვეუბნებით: დრო არა გვაქვს სენტიმენტივით, ადგა შიშველი, ჩემს გადაღლილ ზურგზე წამოწვა, წლების წინ ჩემთვის ამოცლილი, ერთი ნეკნივით.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..