02 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 02



ნიკა ძამიაშვილი - სითბო / nika dzamiashvili - sitbo


მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1770 / თარიღი: 2018-02-02 / 2:33 AM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - აბა, მამაო .. / zaza tvaradze - aba, mamao ..


რა საჭიროა ტყუილები - ისეც მტკნარია
ქვეყანა. ჩემ გულს არასოდეს გაუხარია,
მახსოვს ხანდახან - ნაშუადღევს როგორ დაღამდა
და შეღამება იდგა როგორც ლანდი საგანთა,
მახსოვს ხანდახან - მიმატოვა ქვეყნად მამამან,
მხოლოდ ხანდახან მეხმარება ჩემი მანანა,
ვეძებდი ბინას, თავ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 852 / თარიღი: 2018-02-02 / 11:54 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ედგარი / zaza tvaradze - edgari


ერთ დილას, როცა ტკბილ ძილბურანში
მე ვიჯექი და ვამუღამებდი
ჩემი ძილიდან და ღვიძილიდან
აღმოცენებულ მთვარეულ ფიქრებს,
როცა ქუჩიდან ყვავის ჩხავილი,
დაღლილი, როგორც შავი ყვავილი
მახსენებდა, რომ უნდა ვიბრძოდე
ამქვეყანაზე ვარსებობ ვიდრე,

როცა შო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 793 / თარიღი: 2018-02-02 / 11:53 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - მე შემხვდა მკვდარი მეგობარი და მითხრა / zaza tvaradze - me shemkhvda mkvdari megobari da mitkhra


მე შემხვდა მკვდარი მეგობარი, და მითხრა: ქალაქს
ვეღარ დავცილდი, ვერ დავცილდი... ვეღარ დავცილდი.
მე მისი მკვდარი საუბარი მართმევდა ძალას,
მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერა - ვეღარ დავცილდი.

უცნაურია! - მე შევძახე - რომ ამ დიდ სიზმარს
ამქვეყანაზე არაფერზე მე არ გავცვლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 868 / თარიღი: 2018-02-02 / 11:52 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - კრეტინი კიბეზე / zaza tvaradze - kretini kibeze


კრეტინი მიცოცავს კიბეზე
და ევედრება განგებას:
განგებავ, შენ შემეწიე,
მომეცი რამ დასალევი,
მიბოძე თუნდაც მურაბა,
მურაბა, მურაბა...
თფუ!
მურაბა რად გინდა, ჯიგარო,
შვილო ზურაბა, ზურაბა...
...კრეტინი მიცოცავს კიბეზე
გამტყვრალი ნაბახუს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 874 / თარიღი: 2018-02-02 / 11:50 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - წარსულის ბაღებში / zaza tvaradze - tsarsulis baghebshi


წარსულის ბაღებში ჩიტები სხდებიან
და მწითურ ნათელში აფენენ ჰანგებს
გაიგე? ეს მხოლოდ ჩიტების ხმებია
თუმცა შენ არ ჰგავხარ ამ ჰანგის გამგებს.
მეც ეს ყველაფერი გიამბე განგებ
რომ მეთქვა რაიმე _ არ ვიცი რისთვის _
ბავშვებზე, ბაღებზე, გინდ _ ბაღის გამგეზე,
ადრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 808 / თარიღი: 2018-02-02 / 11:48 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ბავშვები ქვიშაში / zaza tvaradze - bavshvebi qvishashi


ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს.
ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ
დიდ კითხვის ნიშანს.
ქარი ქრის, ეზო ქარით არის პირთამდე სავსე.
ქარი წაიღებს ჩამოცვენილ ფოთლებს
და ქვიშას.
მე ვხედავ ბავშვებს,
და Aჩამავალ მზის მყიფე სხივებს
და უნებურად მაგონდებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 781 / თარიღი: 2018-02-02 / 11:47 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - მზე ნაგავში / zaza tvaradze - mze nagavshi


ავტობუსები ასახიჩრებენ ქალაქის ხედებს.
მეეზოვეებს ლახვარივით ცოცხი უჭირავთ
და ხვრეტენ ქუჩებს, ტროტუარებს,
ფილაქნებს ხვრეტენ
და მატლებივით მიძვრებიან ჩემი ქუჩიდან.
ხვრეტენ აივნებს, ავგაროზებს,
ხვრეტენ ჩემოდნებს,
ლიანდაგებს და ბინძურ ბაქნებს,
ფეხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 774 / თარიღი: 2018-02-02 / 11:46 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - მწვანე ბალახი / zaza tvaradze - mtsvane balakhi


რამ დაგაღონა? - მკითხა ერთხელ მწვანე ბალახმა.
მე ვუპასუხე. და ბალახი სწრაფად გადახმა.
რა დაგენანა? - მკითხა უკვე გამხმარმა ველმა.
მე ვუპასუხე. მან კვლავ მწვანედ დაიწყო ღელვა.
იქ ქარი ქროდა, იქ ჩიტების გუნდი გალობდა
და ყველა საგანს ახლდა მკაცრი მიუვალობა.
"რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 936 / თარიღი: 2018-02-02 / 11:44 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - პოეტის ჩონჩხი / zaza tvaradze - poetis chonchkhi


ერთხელ საღამოს ვიჯექი მარტო,
წინ მედგა ვისკი, არ მქონდა ძალა
არც სიცოცხლისთვის, არც სიკვდილისთვის,
არც ოცნებისთვის, სული რომ მალავს,
თავზე მეხურა, რაღაც გლეხურად,
მეზობლისაგან ნათქერი ჭერი,
ვგავდი მტრებისგან ნაკორტნ ბეღურას,
თუმცა ამქვეყნად არა მყავს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 973 / თარიღი: 2018-02-02 / 11:43 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - სანთელი / zaza tvaradze - santeli


რომ ყველაფერი საბოლოოდ გახდეს ნათელი
მე და შენ შორის,
ყველაფერი იყოს თავიდან
ბოლომდე სუფთა _
გავამხილოთ ჩვენი სათქმელი,
ვანდოთ ერთმანეთს, რაც ჩვენს ბაგეს
არასდროს უთქვამს.
თორემ, ხომ ხედავ, რა ძნელია
ჩვენში გაჩენილ
უსასოობას შეგვაჩვიოს ყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 867 / თარიღი: 2018-02-02 / 11:40 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ფრაგმენტი / zaza tvaradze - fragmenti


სიზმარში მითხრა: "პრივეტ!" მაკოცა
(როგორ უხდება ამ ქალს ღიმილი)
კოცნისას მკერდი ოდნავ შემახო:
"სად დაიკარგე?"
- არსად. აქა ვარ.
მკლავგაყრილებმა გავისეირნეთ
ამ ლანდებიდან იმ ლანდებამდე:
"ეს სამყაროა. ეს კი - თბილისი"
- ვიცი თბილისი აქ დავიბადე. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 816 / თარიღი: 2018-02-02 / 11:39 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ქარში მთვარეს / zaza tvaradze - qarshi mtvares


ქარში მთვარეს ეშინია
საკუთარი სიცივის,
შიშით სახე შეცვლილი აქვს,
შეშლილი აქვს სიცილი.
ეშინია, რომ მიწიდან
ვინმე ეჭვით შეხედავს,
რომ უეცრად გააღვიძებს
ცივი ხელის შეხება.
ქარში მთვარეს გაცლილი აქვს
შარმი, შარავანდედი,
დასცინიან, დას ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 820 / თარიღი: 2018-02-02 / 11:37 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ბულტერიერი ციცინო (გეოგრაფია) / zaza tvaradze - bughalteri cicino (geografia)


სულ ძაღლივით რომ მიღრენ
საყვარელო ციცინო,
არ ჯობია, ძაღლივით
კუდი გამიქიცინო?!

ჩამიგორდე ფეხებში
მხიარული ხვანტალით,
ან ჯოხს გადევნებულმა
გაადინო ზღართანი,

გაცუნცულდე ეზოში,
გაეკიდო ფისუნებს,
მოვა ხვადი ქოფაკი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 813 / თარიღი: 2018-02-02 / 11:36 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - გაბედული გოჭები (საზოგადოებათმცოდნეობა) / zaza tvaradze - gabeduli gochebi (sazogadoebatmcodneoba)


დიდი მიტინგი გამართეს
დღეს რუსთაველზე გოჭებმა,
აგვისრულოსო მთავრობამ
ეს სანუკვარი ოცნება:

გვიღიაროსო პოეტი,
ღრუტუნაისძე გვარადო,
შეწყდესო მიეთ-მოეთი
მის ირგვლივ აწ და მარადო,

დაემონეთო მის ტალანტს,
ერის გენიად სცანითო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 822 / თარიღი: 2018-02-02 / 11:35 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - მუტანტები (მათემატიკა) / zaza tvaradze - mutantebi (matematika)


- თიკო, თიკო პატარა,
კარგად დაუფიქრდი,
თქვი, რამდენი იქნება
ას-ოთხმოცდა-შვიდი?

თიკომ მკვირცხლად დახედა
ხელებსა და ფეხებს:
- სულ თექვსმეტი თითი მაქვს,
თუ არ ჩავთვლით ნეკებს.

- მიათვალე ნეკებიც! -
დაუყვავა მამამ.
- რომ ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 800 / თარიღი: 2018-02-02 / 11:33 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ნიკოს ცხოველები (ბიოლოგია) / zaza tvaradze - nikos ckhovelebi (biologia)


ამ ჩვენს ნიკოს კარადაში
უზის პაწაწინა კრავი,
ბღავის, ძილსაც აღარ გვაცლის,
მოგვაბეზრა ყველას თავი,

უჯრაში კი ნიკოს დიდი
შხამიანი გველი უდევს,
ის საბრალო იკლაკნება,
სურს უდაბნოს დაუბრუნდეს,

ერთ კუთხეში აფთრები ჰყავს,
მეორეში - ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 744 / თარიღი: 2018-02-02 / 11:32 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ღორმუცელა ლალი (უნარ-ჩვევები) / zaza tvaradze - ghormucela lali (unar-chvevebi)


ლალი, მითხარ გეთაყვა,
რად ვერ ძღები ჭამით?
ყველაფერი შეჭამე,
არ დატოვე სკამიც,

როიალის ფეხები
დატეხე და დახარ,
რად ვერ ძღები, გეთაყვა,
თქვი, თუ ჩემი და ხარ.

გუშინ ბებოს სათვალე
გამოხიწნე წმინდად,
მერე ჩაახრამუნე
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 826 / თარიღი: 2018-02-02 / 11:31 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - საზიზღარი სეფედავლე (ისტორია) / zaza tvaradze - sazizghari sefedavle (istoria)


საზიზღარო სეფედავლე,
დედა რატომ გააჯავრე,
რძე რომ მოგცა, არ დალიე,
ჭიჭყინებდი: რძეს არ დავლევ!

მამას რატომ არ უჯერებ,
ტოლებს რატომ ექიშპები,
კეთილ მოძღვარს თავს აბეზრებ
უადგილო შეკითხვებით,

გარე-გარე დაყიალობ,
დიდ-პატარას ეურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 848 / თარიღი: 2018-02-02 / 11:29 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ეკლესიური მანონი (რელიგია და კულტურა) / zaza tvaradze - eklesiuri manoni (religia da kultura)


დაიზუთხა მანონიმ
დიდი სჯულისკანონი
და სამოძღვრო სწავლანი
სამგზის სანეტარონი,

აღარ წყალობს იმ დღიდან
მეზობლებს და მეგობრებს,
ხილაბანდის ქვეშიდან
უმზერს, როგორც მეკობრე,

გადაირქვა მანონი,
პარასკევა დაირქვა,
იცის, ცაში რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 886 / თარიღი: 2018-02-02 / 11:27 PM / პარასკევი

რევაზ მარგიანი - მთის კალთაზე სახლი მედგას... / revaz margiani - mtis kaltaze sakhli medgas


მთის კალთაზე სახლი მედგას,
ხეც ხარობდეს ათიოდე,
იისფერად, განუწყვეტლად
ცაში კვამლი ადიოდეს.
ბუხრის პირას მუხლმორთხმული
ვით ზღაპარში, ვიჯდე მწყრალი,
ჩემზე იყოს გულმოსული
ჩემი თეთრი დედოფალი.
ბუხარივით გუზგუზებდეს _
მხიარული მქონდეს გული, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 907 / თარიღი: 2018-02-02 / 7:55 PM / პარასკევი

რევაზ მარგიანი - მირანგულა / revaz margiani - mirangula


ძველი სვანური ბალადა
_ ვაი, ჩემო მირანგულა,
ძაძიანი დედა გელის,
შვილო, როგორ გაყინულა
საყვარელი კერა შენი!
... სად ხარ, ნეტავ, მირანგულა?
დედა კვნესის ანათრთოლი;
მთებზე თოვლი გათანგულა
დღევანდელი დანათოვი!
ბიჭო... დედას რად ივიწყებ?
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 770 / თარიღი: 2018-02-02 / 7:54 PM / პარასკევი

რევაზ მარგიანი - ჩემს ძველ ბინაში / revaz margiani - chems dzvel binashi


ჩემს ძველ ბინაში რაღაც დავტოვე,
ფიქრი, ალერსი, დარდი, ზმანება.
ხშირად ამიტომ ვგრძნობ სიმარტოვეს
და განშორებაც დამენანება.
რაც სულს გააჩნდა მცირე ქონება,
დედას გადურჩა შეუფუთავი,
ბევრი ოცნება და მოგონება
დღეს იქ ზუზუნებს, როგორც ფუტკარი.
ვნანობ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 781 / თარიღი: 2018-02-02 / 7:53 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - არშემდგარი ანგელოზები / zurab rtveliashvili - arshemdgari angelozebi


კარგად შემხედე, ეს ოცნება
სხვისი ვალია,
ვერ ვითავხედე,
ვერ დავწექი,
ვერ ვიმოძრავე!
საკუთარ სხეულს უანგაროდ გავუნაწილებ
მილიონობით პირდაბჩენილ
მშიერ მასივებს.
ვინ სთქვა არ მიყვარს შენი მტრები,
რაღას იტყვიან,
გრძელი ენებით მიკაფავენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 797 / თარიღი: 2018-02-02 / 7:46 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - Status quo ante bellum / zurab rtveliashvili - Status quo ante bellum


უწინდელ სტატუსს დაჰკარგავენ პლანეტები...
როგორც გაცვეთილი ქაღალდის ვალუტა,
როგორც მონეტა ჩამოსხმული სპილენძისგან-
დე იყოს მჩატე სახება და სახელი მათი...

სტატუსქვოს ჰკარგავენ მარადიული ქალაქები,
როგორც პარტიული მეგობარი-ამხანაგები
ეთხოვებიან კეთოლშობილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 770 / თარიღი: 2018-02-02 / 7:45 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - წმინდა მგლების ლოცვა / zurab rtveliashvili - tsminda mglebis locva


წმინდა მგელი ვარ,
ვერცხლისფერი დავფარე ველი –
ულუფას ველი შენი ხელით
უფალო წმინდა!
მე ვარ მძევალი საკუთარი ნიჭის
და მცველი
(ა) უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
შენდამი ჩემი ლოცვა
მიიღე წმინდად!
თაკარა მზეა ჩემი მოწმე,
მიელავს თვალში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 828 / თარიღი: 2018-02-02 / 7:42 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ეპილოგი / zurab rtveliashvili - epilogi


გაწიეთ! დენთის კასრები გვერდზე,
მე სოლოს ვცეკვავ ჩირაღდნით ხელში.
თქვენთან მოსასვლელ ბილიკებს ვეძებ
ქედმოუხრელი მებრძოლი ვერძი.

ისეთი გზნებით დავანთებ ხანძარს!
რომ ძველი მარცხი ვაქციო ვერცხლად,
ემთხვიე! ცამდე დაჭიმულ ანძას,
იგრძენი! მისი ძაბვა დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 802 / თარიღი: 2018-02-02 / 7:40 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ისინი / zurab rtveliashvili - isini


ისინი შემოვარდებიან და გაგიტანენ ბურთს
ცარიელ კარში, მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად
მოელი ამას...
ისინი შემოვარდებიან კივილით და თმების ფრიალით,
რომ გაგრძნობინონ საკუთარი თავისუფლება და
მისი მოპოვების უმნიშვნელო ფასი.
ისინი ყოველთვის მზად არიან
უპასუხოდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 780 / თარიღი: 2018-02-02 / 7:38 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - მათი ნებაა... / zurab rtveliashvili - mati nebaa...


მათ უფლება აქვთ დაიბადონ სიკვდილზე ადრე,
რომ ფეხაკრეფით სიმღერაზე გავარდნენ ქარში.
მათ უფლება აქვთ დაბალ ხმაზე იცეკვონ ღამე,
,,იცეკვონ ფრთხილად” მთელი დილა, მათი ნებაა...

მათი საქმეა, როგორ მოკლან უფასოდ გრძნობა,
თუ არ იძლევა უსაფუძვლოდ ალერსის ნებას.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 780 / თარიღი: 2018-02-02 / 7:37 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - მითხარი, როგორ არ მოგწონვარ? / zurab rtveliashvili - mitkhari, rogor ar mogtsconvar?


მითხარი, როგორ არ მოგწონვარ? მე ვშიშობ შენთვის!
შენთვის მოვუშვებ მეჩხერ წვერებს საკადრის ღამით,
შენთვის ვიკისრებ მძიმე ღიპის ტარებას ჩუმად,
შენთვის ოქროს ჯაჭვს დავიკიდებ კისერზე ნელა.

მითხარი, როგორ მივიწებო შენი სხეული?
როგორ ავაწყო შესაფერი შენთვის სიმღერა? ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 801 / თარიღი: 2018-02-02 / 7:35 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - "აპოკრიფი"... / zurab rtveliashvili - "apokrifi"...


მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
კრემატორი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით.
მილიარდობით ხსოვნა დავწვი ფოლადის გულში,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები.

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ავტოსტრადა ვარ უსასრულო ჯვარცმული გზების,
პოლიც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 912 / თარიღი: 2018-02-02 / 7:31 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - მესა ... / zurab rtveliashvili - mesa ...


ყური დაუგდეთ გასტრონომის ალი-ლუ-იას,
ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას -
ვინც წებოვანი ვაგინის ქვეშ დადო კისერი,
ვინც ყველის დახლთან დაიოთხა სამყაროს დედა.

ყური დაუგდეთ ტავერნების ალი-ლუ-იას!
ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას -
ჩვენ ვეძებთ მა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 813 / თარიღი: 2018-02-02 / 7:23 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - მკვდარი კაცი / zurab rtveliashvili - mkvdari kaci


მკვდარი კაცი არ დაგაცლის სიცილს,
მკვდარი კაცი გაგიფანტავს ძილს.
ცივი ხელით, როგორც სიზმარს,
კანს გაგაცლის -
ცვილის მონა, ჯარისკაცი ცვლის.

მკვდარი კაცი არ დაგიწყებს ლაციცს,
აწევს მაღლა გაქვავებულ თითს,
ცაზე მთვარეს შემოხაზავს ცარცით -
საკუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1236 / თარიღი: 2018-02-02 / 7:22 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - მცირე პოეტური ონტოლოგია / zurab rtveliashvili - mcire poeturi ontologia


ბიჟუტერია:

შინაგანი ქათმისთვის,
შინაგანი ღორისთვის,
შინაგანი მხეცისთვის.

აქტი I

გამოდის შინაგანი ქათამი.
გამოდის შინაგანი ღორი.
გამოდის შინაგანი მტაცებელი.

გამოდის შინაგანი ქათამი აღშფოთებულია.
გამოდის შინაგანი ღო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 780 / თარიღი: 2018-02-02 / 7:21 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ოდდა თავისუფლებას / zurab rtveliashvili - odda tavisuflebas


მზეო ამ სიზმრის,მზეო არა თავისუფლების,
არყოფნის მზეო, ზავის მზეო, მზეო ყირმიზო,
ასწიე თაჯი ცხელ კეფაზე სუნთქვა არ მყოფნის,
რომ მკერდზე კვართი მოვიზომო და გავიზმორო.
რევოლუციას შეგასწავლი სისხლის გარეშე,
თოფის სასხლეტზე არ გამოჰკრა თითი იუნკერო,
არ მეგულება ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 901 / თარიღი: 2018-02-02 / 7:20 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას / zurab rtveliashvili - odda mis udidebulesobas samoqalaqo sazoga


მაქე და მერიდე!
მოამზადე ჩემთვის კუთვნილი
ბრინჯი და ხორბალი,
ველიდან ველამდე _ ველიდან ველამდე
სადაც ცელები ცეცხლს აქრობენ
ოქროს თავთავში
მაქედან მერიდე!
როცა ქარები მივარცხნიან
თმას მღელვარებით,
მაქედან მერიდე!
ალესე ცელი და იმეო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 796 / თარიღი: 2018-02-02 / 7:19 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - პოეზიის კოცონი / zurab rtveliashvili - poeziis koconi


ჩემი ყველა უჯრედის
უმცირესი ატომი
არის გრძელი ნახტომი
და კამათის მიზეზი.

მძვინვარება მოვთოკე
ამბოხებით აღძრულმა
რომ არ გადაებუგა მოთმინების ტაძარი.
მე გუგუნით დავძარი
მჭახე სიტყვის მხედრობა,
რომ მეხილა ნაკრძალი
აკრძალული ლოც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2018-02-02 / 7:17 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - სახიფათო რეპუტაცია / zurab rtveliashvili - sakhifato reputacia


უნდა შეიტყონ, როგორ ვჭრიდით დილის სანოვაგს,
სურთ შეამოწმონ სხვის გემოზე ჩვენი სადილი,
როცა ზომავენ უცხო სიბრტყეს ავტომატები,
რომ ფოლადისგან დაიცალოს მათი წადილი.

როცა იმრავლა, საუცხოომ სძლია სურვილმა,
ცხელ მისამართზე გაეგზავნა გრძელი წერილი -
თუ მობეზრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 869 / თარიღი: 2018-02-02 / 7:16 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - სიყვარულის დაზგა / zurab rtveliashvili - siyvarulis dazga


(ღამე დაწერილი ლექსი)

მე შემიძლია ყველგან გნახო -
ჩემთან იომე!
ვამრავლებ სტროფებს გატაცებით
და უკანონოდ
ამ ხორხით ვხერხავ ნამსხვრევ-ნამსხვრევ
საშიშ სტრიქონებს,
რომ ჩემ დაზგაზე გადაჭრილი
ხმა გაგაგონო -
ნადარბაზევი შემომაკვდა ტაში ზე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 815 / თარიღი: 2018-02-02 / 7:11 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ტატჰაგატა / zurab rtveliashvili - tathagata


(ჩემს მეგობრებს, ტყე-პარკებს და ტბებს)

ის ისევ მოვა, ისევ მეტყვის ,,დაწერე ლექსი\" ,
მას ჰქვია ბუდა, ის სიგარეტს ეწევა მშვიდად,
წავიდეთ ერთად, ტბის ნაპირებს ვაჩვენოთ პირი,
წავიდეთ სწრაფად ქალაქიდან ვისაც ეს უნდა.

ნახეთ ის ხალხი, რომ მოძრაობს იდუმალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 822 / თარიღი: 2018-02-02 / 7:09 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ჩქამი / zurab rtveliashvili - chqami


ოქროს ქარია სიჩუმეში
ოქროს ქარია,
ვამბობ ამ სახლში მიხარია
მქონდეს სურვილი -
არ ვეთამაშო ოქროს წყალში
მინარევ ქროლვას,
მქონდეს სურვილი ვაქციო ოქროდ
ქარი და წყალი,
ვაქსოვდე ოქროს სიმსუბუქით
უკვალო გზებზე,
ხშირ და გაუვალ ოქროს გზებზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 825 / თარიღი: 2018-02-02 / 7:08 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - წმ. მარგარეტ / zurab rtveliashvili - tscm. margaret


შენ ვნებიანი ხარ ჩემი დედა, წმ. მარგარეტ!
შენ გიყვარს ჩემი თვალის ჭრილი და სიტყვის ზომა,
მშობლის ალერსით უწმინდესი სექსს მიქადაგებ
და ზაფხულივით დანებდები ხვალ შემოდგომას.

რა არის შენი თვითმიზანი ან უმიზნობა?
ვისთვის მსახურებ, თეთრი მკერდის რწევით დასველდი, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 828 / თარიღი: 2018-02-02 / 7:07 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - 2001-ე ჰიმნი საწოლს (ქვემოდან) / zurab rtveliashvili - 2001-e himni satsols (qvemot)


დაარტყი,
ქვემოდან!
ქვემოდან!
ქვემოდან!
ოქროს ტახტს,
სავარძლებს ლომებით;
დაარტყი, დაარტყი,
ოქროს ჩაქუჩები
ზემოდან დაშვებულ ლოგინებს,
საწოლი დიდია, დიდია ცდუნება,
ეს ფართე ზეწარი სუყველას ეყოფა,
დაარტყი! დაარტყი! ამინდებს წვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 797 / თარიღი: 2018-02-02 / 7:04 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - ლექსი ეძღვნება კ-ს, ჩ-საგან / cesare pavese - leqsi edzghvneba k-s, ch-sagan


შენი ღიმილი -
მკრთალი ბზარი
გაყინულ თოვლზე
მარტის ქარი,
მოცეკვავე ტოტები
თოვლში;
შენი ჩუმი ხმა,
თეთრფეხება შვლის
გაელვება.
მინდა, მივდიო ნავარდს
შენი სწრაფი დღეების,
შენი გზების
ნატიფ მაქმანებს.
მომავალი გაყინ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 838 / თარიღი: 2018-02-02 / 6:58 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - დილაობით მაინც ბრუნდები / cesare pavese - dilaobit mainc brundebi


დილაობით მაინც ბრუნდები
ცისკრის ალმური
შენი პირით
იწყებს სუნთქვას
ცარიელი ქუჩის ბოლოში.

რუხი შუქი -
შენი თვალები,
განთიადის თბილი შხეფები
მუქ გორაკებზე.
შენი ფეხის ხმა,
შენი სუნთქვა – დილის სიო -
აავსებს სახლებს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 803 / თარიღი: 2018-02-02 / 6:57 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - * * */ cesare pavese - * * *


სისხლი, სუნთქვა
შენი სხეულის.
ეგ თმა, ეგ მზერა.
მიწა, ხეები,
მარტის ცა, შუქი -
რაც ფეთქავს, შენ გგავს.
შენი სიცილი, შენი ნაბიჯი -
შეტოკებული წყლის ზედაპირი.
ნაოჭი შუბლზე -
როგორც ცაზე ღრუბელი.
შენი ტანი -
მზის ნიაღვარი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 867 / თარიღი: 2018-02-02 / 6:56 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - მოვა სიკვდილი შენი თვალებით / cesare pavese - mova sikvdili sheni tvalebit


მოვა სიკვდილი შენი თვალებით
მოვა სიკვდილი, დაქანცული,
უძილო მზერას შემომაფეთებს შენი თვალებით
ყრუ, როგორც ძველი სინანულის
მუნჯი აჩრდილი
აბეზარი და აუხსნელი,
ვით მავნე ჩვევა.

მოვა სიკვდილი,
ფუჭი სიტყვებით,
ჩუმი კივილით,
შენი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1007 / თარიღი: 2018-02-02 / 6:54 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - შენ, მარტის ქარო / cesare pavese - shen, martis qaro


შენ, მარტის ქარო
სიცოცხლეც შენ ხარ
და სიკვდილიც.
მარტში მოსული,
გრილი მიწის
ჟრუანტელს მოყოლილი.
გაზაფხულის სუნთქვავ,
- ღიღილოვ, ღრუბლის ქულავ -
შენმა სიმსუბუქე
მიწა შეარყია.
შენმა ნიავივით ნაბიჯებმა
ჭრილობა გამიხსნა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 757 / თარიღი: 2018-02-02 / 6:53 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - გამოვივლი ესპანეთის მოედანზე / cesare pavese - gamovivli espanetis moedanze


კრიალა ცა,
ფიჭვები და ბილიკები
ქვიან გორაკზე.
ქუჩის ხმაური
ვერ შეამღვრევს კამკამა ჰაერს.
შადრევნებთან აფეთქებული
ყვავილები – ჭრელი შხეფები,
მხიარული გოგოებივით
თვალფახულები.
მზეში მღერიან
კიბეები, აივნები და ბეღურები.
იმ ქუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 828 / თარიღი: 2018-02-02 / 6:51 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - * * * / cesare pavese - * * *


დღეები გადის,
ჩახჩახა და უკაცრიელი.
როგორც ოდესღაც
შენი თვალები.
მდორე დილა
მორევს ჰგავდა
უძრავი შუქის
და შენსავით დუმდა.
სამყარო კამკამებდა
შენს თვალწინ, როგორც
დილით ზღვის წყალი
(არც სიბრალული,
არც ვნება ან ეჭვი). ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 798 / თარიღი: 2018-02-02 / 6:49 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - როცა გეძინა / cesare pavese - roca gedzina


ღამეც შენ გგავს,
გვიანი ღამე,
მომტირალი მუნჯ,
უძირო გულში.
ქრებიან დაღლილი
ვარსკვლავები.
ლოყა ლოყაზე -
ცივი ჟრუანტელი.
ვიღაც იბრძვის,
გეხვეწება მარტოსული,
შენი მხურვალებით
თავგზაარეული.


ღამე თავდება,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 789 / თარიღი: 2018-02-02 / 6:48 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - კატები გრძნობენ / cesare pavese - katebi grdznoben


კიდევ იწვიმებს
შენი ქუჩის ქვაფენილებზე
კიდევ მოვა ის ჟუჟუნა,
მსუბუქი წვიმა,
უწონო, ჩუმი, როგორც სუნთქვა,
როგორც შენი ნაბიჯი.
დილის სიო თრთის,
როგორც მიწა შენს ფეხქვეშ,
როცა ბრუნდები.
ამ თრთოლვას მხოლოდ ყვავილები და
ფანჯრის რაფებზე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 971 / თარიღი: 2018-02-02 / 6:47 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - უკანასკნელი ბლუზი, ოდესმე წასაკითხი / cesare pavese - ukanaskneli bluzi, odesme tsasakitkhi


უკანასკნელი ბლუზი,
ოდესმე წასაკითხი
ფლირტი იყო,
ყველამ ვიცოდით,
მაგრამ ვიღაცას
დიდი ხნის წინ
გული ატკინა.



არაფერი შეცვლილა,
დროც ისევ გავა,
ოდესღაც მოვედით,
ოდესღაც წავალთ.



ვიღაც უკვე მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 792 / თარიღი: 2018-02-02 / 6:44 PM / პარასკევი

ამირ ორი - ერთი კათხა ლუდი / amir ori - erti katkha ludi


იდეალურ მკვლელობას მიზეზი არ აქვს, თქვა მან,
იდეალურ მკვლელობას იდეალური ობიექტი სჭირდება მხოლოდ,
როგორც ოსვენციმში.
კრემატორიუმს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას,
რაც მერე იყო, სამუშაო დღეების შემდეგ.
გაირინდა, ლუდის ქაფს დააშტერდა,
მოსვა.

იდეალურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 939 / თარიღი: 2018-02-02 / 6:38 PM / პარასკევი

ამირ ორი - ენა ამბობს / amir ori - ena ambobs


ენა ამბობს: ენის წინ
დგას ენა. ენაა აი, იქ ლაქად
დარჩენილი ნაკვალევი.
ენა ამბობს: ახლა ისმინეთ.
ისმენ: და ისმის ექო.
აჰა, სიჩუმე და ეცადე, დადუმდე.
აჰა, სიტყვები და ეცადე ილაპარაკო,
ენის გარეშე ენა ჭრილობაა,
საიდანაც სიტყვების დენას ვერ შეაჩერე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 791 / თარიღი: 2018-02-02 / 6:36 PM / პარასკევი

ამირ ორი - გაკვეთილები / amir ori - gakvetilebi


1

დილით ადრე
მინდა ვისწავლო
ქარში დარწეული
ტოტების ენა.

.

2

დამიბერე, ქარო, მეც
მასწავლე, როგორ
დავარწიო სიტყვები სულში.

.

3

გახსენი ჩემი ტოტები და
მასწავლე, როგორ უნდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 795 / თარიღი: 2018-02-02 / 6:34 PM / პარასკევი

ნინია სადღობელაშვილი - საჩუქარი ალეპოსათვის / ninia sadghobelashvili - sachuqari aleposatvis


საჩუქარი ალეპოსათვის
შვილს, რომელიც მელოდება, როდის გავაჩენ
დაზაფრული მიყურებ სარკეში.
ჩემი კაბა სისხლითაა დათხვრილი,
მაგრამ ეს ჩემი სისხლი არაა,
ამ სისხლს ყვავილების სუნი აქვს
თავბრუს მახვევს და ხელს მიშლის,
უფრო ცხადად გაგარჩიო,
დაგინახო თავფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 763 / თარიღი: 2018-02-02 / 5:49 PM / პარასკევი

ნინია სადღობელაშვილი - ზღაპარი ფანჯრიდან დანახულ ხეებზე / ninia sadghobelashvili - zghapari fanjridan danakhul kheebze


ჩემო შვილო,
კარგად მოკალათდი მაგ სკაფანდრში,
ზღაპარი უნდა გიამბო
ფანჯრიდან დანახულ ხეებზე.
შენ საიდან უნდა იცოდე,
იყო ეგეთი ფანჯრები,
საიდანაც ხეები ჩანდა,
და იყო ხეებიც,
რომლებიც გვიგზავნიდნენ
პირველ შეტყობინებებს
ამინდის, ღრუბლე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 805 / თარიღი: 2018-02-02 / 5:39 PM / პარასკევი

ნინია სადღობელაშვილი - დაბერდა დედაჩემი / ninia sadghobelashvili - daberda dedachemi


დაბერდა დედაჩემი,
ტკბილს ეტანება და
ჩვენ აღარაფერს გვიტოვებს.
გაიპარება სამზარეულოში,
ჩვენთვისვე შემალულ
ოდესღაცინდელ სასუსნავებს გამოაძვრენს,
მიიყუჟება ფარდასთან ან
ფარდის უკან
(რომ უფრო მეტად გაამძაფროს
მალულობის მაცდური განცდა),
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 764 / თარიღი: 2018-02-02 / 5:14 PM / პარასკევი

ია ჯინჭარაძე - * * * / ia jincharadze - * * *


როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
დიდ გამარჯვებებს,
ქალაქებში ზეიმით შესვლას,
როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
გზებს ხმაურიანს
და ამ გზებზე მოსიარულე
მგზავრებს, სიმღერა უბრალოა – ჰაერი, ცეცხლი
და გეშინია ნაცრად ქცევის, ცაზე დაცემის
და შენი მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 955 / თარიღი: 2018-02-02 / 5:03 PM / პარასკევი

ია ჯინჭარაძე - ალეპო / ia jincharadze - alupi


ხმებით სავსე ჩემს ქალაქში,
ზოგჯერ ცისკენაც ვიხედები.
ცივი და ბასრი ხმა მუეძინის
ჰაერს ორად კვეთს…
ნურაფერს მეტყვით სიკეთეზე,
ნიჟარები ვართ -
ზღვის ხმა დამშრალი,
თუ კეთროვნები.
მხოლოდ ქარი, ერთადერთი,
სახეს არ მალავს
და ყველაფერს ყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 826 / თარიღი: 2018-02-02 / 5:01 PM / პარასკევი

ია ჯინჭარაძე - დაბრუნება / ia jincharadze - dabruneba


ცა, დასერილი თოლიებით…
ვათვალიერებ -
მოხუც მებადურს, ზღვით გამომშრალს,
ვერ მოატყუებ,
ოქროს თევზი ცრუ არის, იცის.
ვიღაცას ეძებს მისი მზერა გაორებული,
მშვიდად იცილებს
გრძნობებს, შეგრძნებებს, მოგონებებს
და იმეორებს:
ცივია წყალი და მძიმეა ჩე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 786 / თარიღი: 2018-02-02 / 5:00 PM / პარასკევი

ია ჯინჭარაძე - * * * (თემურ ჩხეტიანს) / ia jincharadze - * * * (temur chkhetians)


* * *

თემურ ჩხეტიანს

.

უწინ მეგონა,
წიგნიდან გადმოსული მახარებლები
ისეთი მაღლები იყვნენ,
ქააბას ქვასავით
ყოველი მხრიდან
შეიძლებოდა მათი დანახვა.
და არა ასე -
შენიღბული სინათლე.
სიტყვებს რომ ახარებს ყვავილე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 837 / თარიღი: 2018-02-02 / 4:58 PM / პარასკევი

თამუნა ნერგაძე - წითელი / tamuna nergadze - tsiteli


მე ვარ წითელი,
ვარ საყვირი,
და მე ვარ დროშა,
მაფრიალებდნენ სისხლისმსმელი იმპერიები,
ავად ვჩუხჩუხებ თქვენს ძარღვებში
გისერავთ სხეულს,
თეთრის და შავის წალეკვა ძალმიძს, თუ ავწივლდები.

მე ვარ წითელი,
მე ვარ დროშა,
და მე ვარ წარღვნა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 763 / თარიღი: 2018-02-02 / 4:53 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - მრეცხავი / nuciko dekanozishvili - mreckhavi


ერთი ადგილია ჩემ ქალაქში,
მანქანებს რეცხავს ერთი კაცი – თავის ეზოში.
ღობეზე აბრაა გამოკრული: “კარგად არ ვიცი”.
ყოველთვის უამრავი მანქანაა რიგში.
დაკერხერება 1 ლარი ღირს, ქაფით დაკერხერება – 2 ლარი და

შიგნით თუ მტვერსასრუტიც მოატარა – 3 ლარი.
ერთი სული ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 801 / თარიღი: 2018-02-02 / 4:49 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - მამაჩემის ხანდაზმული მეგობრები / nuciko dekanozishvili - mamachemis khandazmuli megobrebi


ამას წინათ, ერთი მათგანი შემხვდა -
თეთრი, დიდი წვერი გაზრდოდა,
საათვალეებიდან ძლივს მოუჩადა ჭროღა თვალები,
იდგა ხანდაზმული,
გაზაფხულის შხაპუნა წვიმას დიდი ხის ქვეშ ემალებოდა.
მეორეც ხანდაზმული მოდიოდა -
მოხრილი, თვალებდახრილი,
მიწის გარდა ვერაფერს ხედ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 866 / თარიღი: 2018-02-02 / 4:46 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * *


თუ მინდა,
შეუჩერებლად მიყვარდე,
შენ ხანდახან უნდა იყო შორს და თვალახვეული,
შენ სულ უნდა იყო შორს და უმოქმედო,
შენ სულ უნდა იყო..
არ დაგინახოს ჩემმა თვალებმაც!
რადგან მე უნდა ვუყურებდე
ჩემს გაუსაძლის სიყვარულს,
რომელიც ფეხშველა ბავშვივით
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 878 / თარიღი: 2018-02-02 / 4:43 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * *


ამ მთებზე მეტად მხოლოდ ეს მთები მიყვარს,
და მთები ისევ მშვიდად ისმენენ ამას.
პირველად იყო და ახლაც არის სიტყვა,
რომელიც მთებთან ხელებგაშლილი წავა.
რომელიც მთებთან, შენთან ვნახე და მიყვარს,
მიყვარს ეს სიტყვა, ყველა სიტყვაზე მეტად,
უყურებ მთებს და შენთვის, უბრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 800 / თარიღი: 2018-02-02 / 4:43 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - ალუბლების ყვავილობა / nuciko dekanozishvili - alublebis kvaviloba


ალუბლების ყვავილობა
თავს მიხედე, -
გეტყვიან, და
მოიყვანენ უშეღავათო სიშავეს
და აღარ გინდა, იყო,
როგორც ქუჩაში დაგდებული მკვდარი ძაღლი,
ცელოფანით რომ მიათრევენ გზისპირისკენ,
ბორბლების ანაბეჭდებად რომ გასდევს სიკვდილი
და ყმუილიც უკვე შეუძლებელია. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 828 / თარიღი: 2018-02-02 / 4:40 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - არაპარადოქსი / robert hass - araparadoqsi


მხატვრები უკეთ ასახავდნენ ჯვარცმის სცენებს,
ვიდრე ჩამოხრჩობის. უკანასკნელს ბევრად უკეთ,
ვიდრე დახვრეტის. და დახვრეტის სცენებს უკეთ,
ვიდრე თავის მოკვეთისა გილიოტინით.

აქ საჭიროა დაზუსტება:
დიდი მხატვრები სხვებზე უკეთ ასახავდნენ ჯვარცმის სცენებს.
კარგი მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 992 / თარიღი: 2018-02-02 / 4:34 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - გმირობა. პარალელი / robert hass - gmiroba. paraleli


როცა კუროსავას „შვიდ სამურაიში“ ეცემა მებრძოლი
ნაცრისფერ წვიმაში,
კინოკამერის ობიექტივში, ტოკუგავას დინასტიაში,
ეცემა წელში გამართული, როგორც ფიჭვი,
როგორც ერთ-ერთი აიასი
ჰომეროსის წამღერებულ დაქტილებში, და ხე არის იმდენად დიდი,
რომ ტყის მჭრელი მეორე დღესაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1237 / თარიღი: 2018-02-02 / 4:30 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - საზომი / robert hass - sazomi


საზომი.
დაბრუნებები.
სპილენძისფერი სხივი
ისევ ყოვნდება წვრილ-ფოთლიან


იაპონურ ქლიავთან. ზაფხული
და მზის ჩასვლა, შეძენილი სიმყუდროვე
საწერი მაგიდის


და თანდაყოლილი
სიმყუდროვე წერის, ესენი
ქმნიან წესრიგს, რომელსაც ვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 776 / თარიღი: 2018-02-02 / 4:28 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - მუსიკად ქცევა / robert hass - musikad qceva


იქნებ დაწერო ლექსი მადლზე.

როცა დაინგრა ყველაფერი, რაც დაინგრა,
და ყველაფერი, რაც მოკვდა, მოკვდა,
როცა კაცმა სიბრალულით გააპარა თვალი სარკისკენ,
ხოლო ქალმა თვალი მშვიდად გაუსწორა ახალ ნაოჭებს
და სათითაოდ შეისწავლა, როცა ტკივილი,
რომელსაც დიდხანს ემსახუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 759 / თარიღი: 2018-02-02 / 4:27 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - ყოფნის უპირატესობა / robert hass - kofnis upiratesoba


ყოფნის უპირატესობა
მრავალნი ეძლევიან სიყვარულს. წყვილის თავზე ანგელოზები,
ადამიანური ვნებების აუმღვრეველ, კრისტალურ ეთერში,
ერთმანეთს უწნავენ თმას, რომელიც მარწყვივით ჟღალია
და ცივი მდინარესავით მსუბუქი. დროგამოშვებით
ისინი იხედებიან ქვემოთ – მოუთოკავი ექსტაზი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 762 / თარიღი: 2018-02-02 / 4:20 PM / პარასკევი

ლალი ციპი მიხაელი - კაფე „ბაჩოში“ / lali tsipi michaeli - kafe „bachoshi“


საღამოს „მფრინავ ხანჯალთა სახლის“ ყურების შემდეგ
კინგ ჯორჯზე „ბაჩოს“ კაფეში ვისხედით
ასეთი პოეტური ფილმი ჯერ არ მინახავს-მეთქი
ვთქვი

და სასიყვარულო სამკუთხედის მორევში ჩავეშვი
რაც სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა
ამ თმააკრეჭილი მიმტანი ქალის გადამკიდე
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 772 / თარიღი: 2018-02-02 / 4:16 PM / პარასკევი

ლალი ციპი მიხაელი - მატარებელი / lali tsipi michaeli - matarebeli


შვიდი წლის ვიყავ როცა ისრაელის ემიგრანტმა
მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად
დავტოვე საქართველო.
რკინიგზის სადგურზე ერთი მიმართულებით აღებული ბილეთის
განცდით ვიდექით.
იყო მოსკოვიც მაგრამ ვიდრე ვენის ზღაპრულ სასტუმროში
დღესა და ღამეს გავატარებდით
ერთი მატა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 784 / თარიღი: 2018-02-02 / 4:13 PM / პარასკევი

ლალი ციპი მიხაელი - ცხოვრება არის ბორდელი / lali tsipi michaeli - ckhovreba aris bordeli


ცხოვრება არის ბორდელი
თქვა და „დიზელის“ ჯინსის
დუქანი ათსანტიმეტრიანი ელვით შეიკრა.


რამდენი უნდა იცოდვილო
ლაყე კვერცხის სუნმა გული რომ არ აგირიოს;
რამდენჯერ უნდა ჩაქრეს და აინთოს შუქი
სუნთქვებს შორის
ყველა კონტაქტი რომ გაითიშოს?

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 818 / თარიღი: 2018-02-02 / 4:11 PM / პარასკევი

ლალი ციპი მიხაელი - სხეული / lali tsipi michaeli - skheuli


ვიცი ვარ სული და მაქვს სხეული
ვიცი ვარ სული და მაქვს სკამი
ვიცი ვარ სული მაქვს იატაკი
მარჯვენა კედელი მარცხენა კედელი
კედელი წინა და უკანა კედელი
ვიცი ჩემ ფეხქვეშ ხის იატაკია თავს ზემოთ ჭერია მაღალი
ვიცი მაქვს სკამი მაქვს ადგილი საფლავის ქვაც მაქვს
რი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 750 / თარიღი: 2018-02-02 / 3:40 PM / პარასკევი

ლალი ციპი მიხაელი - ალმოდებული დამხატე / lali tsipi michaeli - almodebuli damkhate


ალმოდებული დამხატე
ვითარცა რომი
ცეცხლი მეკიდოს თმებში ნესტოებიდან
პირის ღრუდან მდიოდეს კამლი
იწვოდეს ციხე
კისრიდან ქვევით
ბუღი სდიოდეს ბორცვებს

გატკეპნილ
მტვრიან გზებს
გაშლილ მკლავებს
როგორც მტევნები
ესხას წიგნები
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 788 / თარიღი: 2018-02-02 / 3:39 PM / პარასკევი

ადამ ზაგაევსკი - გრძელი შუადღეები / adam zagaevski - grdzeli shuadgheebi


დადგა გრძელი შუადღეები, როცა პოეზიამ მიმატოვა.
მდინარე ზღვისკენ მიათრევდა ზარმაც ნავებს.
გრძელზე გრძელი შუადღეები. ჩრდილები ისე იწელებოდნენ,
იფიქრებდი, ცხელი ასფალტი იწებებდა მათ ბოლოებს. ქედმაღალი მანეკენები
დამცინავად მიყურებდნენ ყველა ვიტრინიდან.


პრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 860 / თარიღი: 2018-02-02 / 3:23 PM / პარასკევი

ადამ ზაგაევსკი - ელექტრული ელეგია / adam zagaevski - eleqtruli elegia


ეძღვნება რობერტ ჰასს

.

მშვიდობით გერმანულო რადიომიმღებო
ერთადერთი მწვანე თვალით მსხვილ სახეზე,
რომლებიც ქმნიდნენ ელექტრონულ ეკვივალენტს
სულის და ხორცის (შენი შიდა ნათურები ციმციმებდნენ
და ვარდისფერი გედგა ტანში, როგორც ორაგულს,
როგორც ბერგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 870 / თარიღი: 2018-02-02 / 2:43 PM / პარასკევი

პოლ-ჰენრი კემპბელი - რენტგენის სურათი / pol-henri kempbeli - rentgenis surati


რენტგენის სურათი
როგორც საღამოს აქამდე
როგორც ხშირად როგორც
სრულებით სავსებით ბოლომდე
შენი ხერხემლის მალები დაგორავდნენ

ჩემს ცერა თითებს შორის ვფიქრობდი
კანს აქვს უფლება ვფიქრობდი
ქერა ღინღლი ქვევითამდე ვფიქრობდი
რატომ თავბრუსხვევით
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 741 / თარიღი: 2018-02-02 / 1:37 PM / პარასკევი

პოლ-ჰენრი კემპბელი - მინოტავრის ფლოქვები / pol-henri kempbeli - minotavris floqvebi


“ლაბირინთში მოხვედრილი ადამიანი ჭეშმარიტებას არასდროს დაეძებს, არამედ თავის არიადნას.
ფრიდრიხ ნიცშე

.

ეს მერამდენედ გადაგთელა მინოტავრმა
ჭენებით
უფიქრელად და გულგრილად გადაგიარა
დაოთხილი გამოიჭრნენ მძიმე ფლოქვები
მისი ლაბირინთის ვიწრო გული ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 850 / თარიღი: 2018-02-02 / 1:32 PM / პარასკევი

პოლ-ჰენრი კემპბელი - ქირურგი / pol-henri kempbeli - qirurgi


ქირურგი # 1

როგორც ნაჯახი როგორც გამჭოლი როგორც გულმკერდი
როგორც ცივი სველი ტკივილი როგორც უხამსობა
როგორც გაღვიძება
როგორც მის გარეშე როგორც მასთან ერთად როგორც ღამესთან გადაკვეთის ხაზი
როგორც დაწყება როგორც ის ნაკერი არის ღამის ხაზი
სკალპელის კვალი ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 830 / თარიღი: 2018-02-02 / 1:29 PM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *


საწუხაროდ,
გვიან შევამჩნიე,
რომ შენში ნაპოვნი ბედნიერება
აღმოჩნდა საკუთარი.

სიხარულს გვანიჭებს სიამოვნება,
რომელიც იშვიათდება.

კომენტარები: 0 / ნანახია: 840 / თარიღი: 2018-02-02 / 2:32 AM / პარასკევი

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - * * * / nikoloz totoghashvili - * * *


ის იხდის ტანზე
და საკუთარ სხეულში წვება.
მე ვეუბნები: რომ ზღვა არის
და სურს დამახრჩოს,
ის მეუბნება:
რომ ცეცხლი ვარ
და ავადუღებ.

მე ვიხდი ტანზე
და საკუთარ თვალებში ვწვები.
ის მეუბნება: რომ ზეცა ვარ
და სურს გაფრინდეს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 826 / თარიღი: 2018-02-02 / 2:29 AM / პარასკევი

ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *


ამქვეყნად რამდენი აღმართიცაა,
იმდენივეა დაღმართი,
თუმცა უცნაურია ცხოვრება,
რადგან უფრო ხშირად ვტოვებთ,
ვიდრე ვბრუნდებით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 790 / თარიღი: 2018-02-02 / 2:25 AM / პარასკევი

ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *


* * *

ვინ მიხვდება,
რისი თქმა გინდა,
როცა ყინვაში მშვიდად დგახარ
და აუღელვებლად კანკალებ.

ორი დღით გამოვედი სახლიდან,
არც ისე შორს ვარ,
მაგრამ მერვე დღეა,
უკან დასაბრუნებელ ფულს ვერ ვშოულობ.

ეგ არაფერი, ისიც საქმეა, სახ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 831 / თარიღი: 2018-02-02 / 2:23 AM / პარასკევი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0