Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი — ... (ბავშვობიდან რაც მახსოვს) / nika dzamiashvili — ... (bavshvobidan rac makhsovs) - 14 დეკემბერში 2018 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-25, 10:58 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » დეკემბერი » 14 » ნიკა ძამიაშვილი — ... (ბავშვობიდან რაც მახსოვს) / nika dzamiashvili — ... (bavshvobidan rac makhsovs)


11:00 AM
ნიკა ძამიაშვილი — ... (ბავშვობიდან რაც მახსოვს) / nika dzamiashvili — ... (bavshvobidan rac makhsovs)


ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით,
ვცდილობ ვიმოქმედო
რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ოცნება კარგზე
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.

მე მაშინ შევამჩნიე რომ დავბერდი,
როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა
და ვერ მოვასწარი გაღვიძება.

მე ყოველთვის ვკვდებოდი მაშინ,
როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობას.

ცხოვრებავ,
ამდენი ტანჯვითა და უსამართლობით სავსევ,
ვგრძნობ,
მაინც ღირს შენი გავლა რამდენიმე ნათელი წუთისთვის,

რომელიც ჩემში
დავიწყებული სიზმარივით ტრიალებ,
სადაც დაბინდული სილუეტები ეხვევიან ერთმანეთს
და სთხოვენ, რომ ..
არ გაახილონ თვალი.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 883 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: nika dzamiashvili, ნიკა ძამიაშვილი, ლექსები, leqsebi, პოეზია, poezia, ლექსი, leqsi, 27 თებერვალი, 27 tebervali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0