Загрузка...
ია ჯინჭარაძე – ფერადი ხეები / ia jincharadze - feradi kheebi - 23 თებერვალში 2019 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 3:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » თებერვალი » 23 » ია ჯინჭარაძე – ფერადი ხეები / ia jincharadze - feradi kheebi


7:14 PM
ია ჯინჭარაძე – ფერადი ხეები / ia jincharadze - feradi kheebi
ჩემს გამოგონილ სიხარულში,
ზღვის წინ ვდგავარ,
ზურგით მთებისკენ,
შეყვარებული – ფსკერის სიმაღლეზე.
სინამდვილე კი ბევრად მარტივია –
ვიდრე ჩემი ქმარი ნადირობს,
მე გამოქვაბულის კედელზე ვხატავ სარკმელს,
რომელიც ზღვას გადაჰყურებს
და ზღვიდან ამომავალ მზეს,
მზე თეთრია და გაცინებული.
ერთხელაც მეყოფა სითამამე,
ამოვთქვა ეს სიჩუმე,
რომელმაც გადაფარა
ყველა სანაპიროს ყველა კენჭი.
ერთხელაც მეყოფა სითამამე, გამოვაცხადო –
ეს თხა ჩემია და როგორც მინდა,
ისე გავყიდი!
გარეთ მობორიალე ამბებსაც,
გავუღებ ჭუჭრუტანებს,
ვეტყვი – მობრძანდით,
ყველანი დავეტევით!
და იმ ჩიტებისთვის,
ლექსების გალიებში რომ ცხოვრობენ,
მე დავხატავ ფერად ხეებს,
გამოქვაბულის დასავლეთ კედელზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 675 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ia jincharadze, leqsebi, ია ჯინჭარაძე, ლექსები, poezia, ჟურნალი არილი, ლექი, leqsi, პოეზია, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0