Загрузка...
ია ჯინჭარაძე – მესიზმრა, ნინო დარბაისელი იყო წინასწარმეტყველი.. / ia jincharadze - mesizmra, nino darbaiseli iko tsinastscarmetkveli - 23 თებერვალში 2019 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 3:24 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » თებერვალი » 23 » ია ჯინჭარაძე – მესიზმრა, ნინო დარბაისელი იყო წინასწარმეტყველი.. / ia jincharadze - mesizmra, nino darbaiseli iko tsinastscarmetkveli


7:22 PM
ია ჯინჭარაძე – მესიზმრა, ნინო დარბაისელი იყო წინასწარმეტყველი.. / ia jincharadze - mesizmra, nino darbaiseli iko tsinastscarmetkveli
მესიზმრა, ნინო დარბაისელი
იყო წინასწარმეტყველი,
ფერადი მუთაქები შემოეწყო,
იჯდა და წინასწარმეტყველებდა.
მესიზმრა, ტოტებზე შემხმარი
საწყალი ბეღურები
სიცივეს იცილებდნენ,
ცა იყო ლურჯი და უცვლელი,
ცდილობდა, გაეცინა მზეს.
მესიზმრა, უგულო თებერვალი,
არც წყალი, არც თოვლი,
აქა-იქ გუგულის სოკოებით
და ფურისულებით,
ჩემი კუზიანი მეზობელი,
მკვდარი, შემომჩივლა –
ამ ჩემი სულელი
ბიჭის ჯავრით
ლამის სული გამძვრეს,
აბა ვინ მოუვლის
ავი, ფარღალალა
ქარების ქალაქში?
ძლივს გადმოყვანილი ფეხები

ფრთხილად შეალაგა მანქანაში.
და ახლა თქვენ გიყვებით
სხვა სიზმარში,
თუ როგორ მესიზმრა,
სიზმარი უცნაური,
როგორც პოლარული ციალი
და ვარ დაბნეული
მგზავრივით,
რომელსაც არ ახსოვს,
ბრუნდება? წავიდა?
ქუთუთოდამხობილი თვალივით
ვწრიალებ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 676 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: პოეზია, leqsebi, ლექი, ia jincharadze, ლექსები, leqsi, ია ჯინჭარაძე, poetry, ჟურნალი არილი, poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0