Загрузка...
ია ჯინჭარაძე — მომიყევი, ჭრიჭინობელავ, ზაფხულის გაუთავებელ ღამეებში ... / ia jincharadze — momikevi chrichinobelav, zafkhulis gautavebel gh - 23 თებერვალში 2019 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-25, 11:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » თებერვალი » 23 » ია ჯინჭარაძე — მომიყევი, ჭრიჭინობელავ, ზაფხულის გაუთავებელ ღამეებში ... / ia jincharadze — momikevi chrichinobelav, zafkhulis gautavebel gh


7:28 PM
ია ჯინჭარაძე — მომიყევი, ჭრიჭინობელავ, ზაფხულის გაუთავებელ ღამეებში ... / ia jincharadze — momikevi chrichinobelav, zafkhulis gautavebel gh
მომიყევი, ჭრიჭინობელავ,
ზაფხულის გაუთავებელ ღამეებში
რას ჩურჩულებენ ნასახლარები?
ამ ხატს ვაჩუქებ,
ოქროს ეკლებიანს,
ვინც დამიხატავს
ჩხირკედელა ბიჭუნას,
დურგლის შვილს –
დგას და იცინის
დგას და
ჩიტებს ათავისუფლებს.
გადავშლი რომელიმე წიგნს,
მაგალითად –
“ნობელის პრემიის ლაურატები”
(გამომცემლობა ინტელექტი),
ან უფრო ძველს –
“კოლხი აიეტი და გაიძვერა იასონი”
და გავყურებ ცასავით.
აი, ჩემი ელისეის მინდვრები –
გადახრუკული კედლები
და ბეტონის მზე
და ერთადერთი ხე – კედარის.
ამბავი მოიტანეს,
როცა დაიწყება წვიმების სეზონი,
მოკლავენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 649 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ჟურნალი არილი, პოეზია, poezia, poetry, ia jincharadze, ლექსები, leqsebi, ლექი, ია ჯინჭარაძე, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0