Загрузка...
ია ჯინჭარაძე — ორმეტრიან თოვლს რომ გაკვალავ, ერთი ხის სანახავად ... / ia jincharadze — ormetrian tovls rom gakvalav, erti khis sanakhavad. - 23 თებერვალში 2019 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-25, 11:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » თებერვალი » 23 » ია ჯინჭარაძე — ორმეტრიან თოვლს რომ გაკვალავ, ერთი ხის სანახავად ... / ia jincharadze — ormetrian tovls rom gakvalav, erti khis sanakhavad.


7:30 PM
ია ჯინჭარაძე — ორმეტრიან თოვლს რომ გაკვალავ, ერთი ხის სანახავად ... / ia jincharadze — ormetrian tovls rom gakvalav, erti khis sanakhavad.
ორმეტრიან თოვლს
რომ გაკვალავ,
ერთი ხის სანახავად,
რადგან მოგენატრა,
როგორც ის ადამიანი,
რომელსაც ვერ მიეყრდნობი,
ვერ ეტყვი:
– მართლა არ ვიცი,
ვის სჭირდება
ამ მტრულ კედლებზე
მიწერილი
ორსიტყვიანი თავგადასავლები
და რომ სადღაც
ერთად ცხოვრობენ,
რეზინის ყვითელი დათუნია,

სახიფათო ასანთის ღერი
და სიმღერა –
სოფლის თვალ მარიაზე.
და პილოტმაც, უდაბნოს გულიდან,

იპოვა თავისი პლანეტა.
მე კი,
ყვავების ყვირილივით მეშინია,
ამ გადაუღებელი ზამთრების
და ზოგჯერ მგონია,
ეს დათოვლილი ვაგონებიც

გაცოცხლდებიან და წავლენ
უგზო-უკვლოდ დაკარგულების

დასაბრუნებლად


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 640 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: leqsi, ია ჯინჭარაძე, ლექი, leqsebi, ლექსები, poetry, ia jincharadze, პოეზია, poezia, ჟურნალი არილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0