Загрузка...
ია ჯინჭარაძე — ნეტავ როგორი ხარ ბიძაჩემო? ... / ia jincharadze — netav rogori khar bidzachemo? ... - 23 თებერვალში 2019 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 3:03 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » თებერვალი » 23 » ია ჯინჭარაძე — ნეტავ როგორი ხარ ბიძაჩემო? ... / ia jincharadze — netav rogori khar bidzachemo? ...


7:32 PM
ია ჯინჭარაძე — ნეტავ როგორი ხარ ბიძაჩემო? ... / ia jincharadze — netav rogori khar bidzachemo? ...
ნეტავ როგორი ხარ ბიძაჩემო?
ერთი სურათიც არ დარჩა შენგან,
ერთი მხსენებელი.
ზოგჯერ მგონია, მე მოვიგონე,
ჭკუასუსტი ბიჭის ამბავი,
სიცოცხლეშივე მიმალული სახელით,
და მოდის ასე ჩემი გენი –
მზე და მთვარესავით ლამაზი მამიდებით
და მოჯადოებული მამაჩემით,
სილამაზე შეიძლება შეიცვალოს
სიბრმავით და ავადმყოფობით
და ჯადოც აიხსნება,
თუ ღამის გზაჯვარედინზე დადგები,
სიტყვის უთქმელად და უვარსკვლავო ცას
შვიდი წყაროს წყლით გალუმპავ.
შენი თვალის უპეებში კი ქარი წრიალებს
და სიზმარივით ცვალებადი და ხეების მეგობარი,
მკაცრად ჩაჰყურებ საკუთარ ანარეკლს
და გჯერა მდინარის, ტანს რომ გიკაწრავს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 643 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ჟურნალი არილი, poezia, პოეზია, ia jincharadze, poetry, ლექსები, ლექი, ია ჯინჭარაძე, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0