Загрузка...
ია ჯინჭარაძე — ნემსიყლაპია / ia jincharadze — nemsiklapia - 23 თებერვალში 2019 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:49 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » თებერვალი » 23 » ია ჯინჭარაძე — ნემსიყლაპია / ia jincharadze — nemsiklapia


7:38 PM
ია ჯინჭარაძე — ნემსიყლაპია / ia jincharadze — nemsiklapia
– არავინ ამოგათრევს ჭაობიდან! –
ჭკვიანივით თქვა.
ასე ვიჯექით, ერთმანეთის პირისპირ,
როგორც მე და შენ – მწვანევ.
ზოგჯერ მინდა დავაკაკუნო,
ბამბის ჩხრიალივით
რომ არ მეშინოდეს ალაყაფების
და კოდალებიც ყველა ქვეყნის
ისე ბევრია…
იქნებ ასე სჯობს –
ჰაერს ვცრი
და მზესავით ვიცინი.
მისნაირი ვარ!
მეზობელს მიწა უნდა გავუყო,
საზღვარზე ამოსული ხეც
მივაკუთვნო
და წავიდე,
არა ქალაქის,
თუ კონტინენტის ასაღებად
და დიდებით დასაბრუნებლად,
წავიდე, როგორც გზა,
როგორც წყალი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 752 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: poezia, poetry, ia jincharadze, ლექი, ია ჯინჭარაძე, ლექსები, leqsebi, პოეზია, leqsi, ჟურნალი არილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0