Загрузка...
ია ჯინჭარაძე — ლილიტი / ia jincharadze — liliti - 23 თებერვალში 2019 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 3:26 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » თებერვალი » 23 » ია ჯინჭარაძე — ლილიტი / ia jincharadze — liliti


7:44 PM
ია ჯინჭარაძე — ლილიტი / ia jincharadze — liliti
არასდროს მიყვირია ქუჩაში:
– მარჩიელი, მარჩიელი!
მაინც მიპოვეს.
მოდიოდნენ და მოჰყავდათ
დაბზარული ხელისგულები
და სველი კენჭებივით
პრიალა თვალები.
მეც ვიჯექი და ვიგონებდი,
სიცოცხლის ხანგრძლივობას
და უტკივილო სიყვარულს.
ზოგჯერ სიმართლეც წამცდენია –
ავი და მწარე.

ვიდრე არ მოვიდა წითურთმიანი,
ელავდა მისი ხელისგული,
როგორც მარმარილო,
თითქოს არასოდეს უცხოვრია.
– შენ არსებობ!
სხვა ღამესავით ჩუმი და მსუბუქი
და როგორ შეგიძლია დაწერო წიგნი,
სადაც ვერავინ გადარჩება? –
ვთქვი და გავჩუმდი.


აი, აქ დავსახლდი,
რომ ამოვხსნა ჰაერში მოხეტიალე ხმები
და ამოვიცნო იეროგლიფები,
კლდეზე მიმტვრეული ტალღები
რომ ტოვებენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 689 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ია ჯინჭარაძე, ლექი, leqsebi, leqsi, poezia, პოეზია, ჟურნალი არილი, ლექსები, ia jincharadze, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0