Загрузка...
თორნიკე ჭელიძე — დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი ჩანახატები.. / tornike chelidze — dghes vnakhe dzalian dzveli chanakhatebi - 1 მარტში 2019 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-12-28, 12:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » მარტი » 1 » თორნიკე ჭელიძე — დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი ჩანახატები.. / tornike chelidze — dghes vnakhe dzalian dzveli chanakhatebi


3:55 PM
თორნიკე ჭელიძე — დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი ჩანახატები.. / tornike chelidze — dghes vnakhe dzalian dzveli chanakhatebi
დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი
ჩანახატები.
ვათვალიერე და ერთ-ერთმა
გული ჩამწყვიტა;

დამიხატავს ჩემი ოჯახი:
მამა, დედა, მე და ჩემი და,

უკან კი რაღაც სახლი დამიდგამს,
პატარა სახლი,
ფანჯრებით, ერთი ღია კარით და
გვერდზე დახრილი ვიწრო კედლებით.

ნახატები და ნაწერები ხომ სრულდება ხოლმე;
რაღაც აქვთ, - თითქოს მთელი მომავლის
წინასწარხედვა.

აბა, იმ სახლში ყველა როგორ დავეტეოდით?!.

მამაც ამიტომ წავიდა ალბათ
და მე კი თითქოს
წლების მანძილზე, ვზივარ ფანჯრებთან
და მშვიდად ვიცდი,
იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც იმ კარს
შემოაღებს და ჩვენთან დარჩება.

ახლა კი ვხვდები,
რატომ არავინ მოვიდა დღემდე;

იქ, იმ ნახატზე,
გზა არსად არის,
გზების დახატვა დამვიწყებია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 763 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: leqsi, tornike chelidze, ლექსი, პოეზია, 27 tebervali, poezia, 27 თებერვალი, თორნიკე ჭელიძე, tornike tchelidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0