Загрузка...
თორნიკე ჭელიძე — საკუთარი სახე რომ ნახო, სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის .. / tornike chelidze — sakutari sakhe rom nakho, sarkis sanacvl - 1 მარტში 2019 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-12-28, 12:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » მარტი » 1 » თორნიკე ჭელიძე — საკუთარი სახე რომ ნახო, სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის .. / tornike chelidze — sakutari sakhe rom nakho, sarkis sanacvl


3:58 PM
თორნიკე ჭელიძე — საკუთარი სახე რომ ნახო, სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის .. / tornike chelidze — sakutari sakhe rom nakho, sarkis sanacvl
საკუთარი სახე რომ ნახო,
სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის
თვალებში უნდა ჩაიხედო
და გაიხსენო;

თუ რას ეცადე
და ვერ შეძელი,
რა მოატყუე,
რა შეუსრულე, -

ყველაფერი ამოთქვა ერთად
და დაელოდო;

როგორც შეძლებს,
დაგეხმარება,
ტყუილს შეგინდობს...

და ბოლოს, ბოლოს
შესრულებულ დანაპირებსაც
რომ გამოუჩენ,
ის გამოგართმევს,
სიტყვის უთქმელად გაგიღიმებს
და სამუდამოდ
აგედევნება.

მეც აწმყოსათვის,
ან მომავლისთვის -
სიბერისთვის
არაფერს ვცდილობ,

ვცხოვრობ უბრალოდ
და მხოლოდ ჩემს
წარსულ ბავშვობას
ვუსრულებ ხოლმე
ძვირფას სურვილებს.

დღესაც წავალ და
ბურთს, ან
ფერად ფანქრებს ვიყიდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1011 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: 27 თებერვალი, 27 tebervali, tornike chelidze, პოეზია, tornike tchelidze, leqsi, ლექსი, poezia, თორნიკე ჭელიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0