Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი — ციკლიდან "მა" (მეოთხე ლექსი) ნეკნები (ბუდე) - თეკლას / nika cherkezishvili — ciklidan "ma" (meotkhe leqsi) neknebi (b - 10 მარტში 2019 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-25, 8:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » მარტი » 10 » ნიკა ჩერქეზიშვილი — ციკლიდან "მა" (მეოთხე ლექსი) ნეკნები (ბუდე) - თეკლას / nika cherkezishvili — ciklidan "ma" (meotkhe leqsi) neknebi (b


4:44 AM
ნიკა ჩერქეზიშვილი — ციკლიდან "მა" (მეოთხე ლექსი) ნეკნები (ბუდე) - თეკლას / nika cherkezishvili — ciklidan "ma" (meotkhe leqsi) neknebi (b
ციკლიდან - მა (მეოთხე ლექსი)
ნეკნები (ბუდე)
თეკლას

მა,
როცა ორჯერ ორია ოთხი,
ანუ - მარტივი ჭეშმარიტება -
ის,
რომ ყოველდღე ცარიელ ოთახს,
რომელშიც ცვივა მკვდარი ჩიტები
ჭერიდან,
მარტო ვუახლოვდები
და სანამ შევალ,
ვჩერდები კართან,
რომ მოვისინჯო ჩემი ბოდვები,
სიზმრები,
ხომ არ დამტოვეს,
რათა -
დავრწმუნდე,
ვიგრძნო,
(ვიცოდე - უნდა) -
მთლად მარტო არ ვარ,
რომ აქ არიან...
მე გავუკეთე ნეკნებით ბუდე
ამ ჩიტებს,
მაგრამ ყველა მკვდარია.
მე ავაშენე ძვლებისგან სახლი,
მაგრამ სიცივე გაუჯდათ კედლებს,
არავინაა გარშემო,
ახლო,
სხვა - არაფერი,
რომ დამაყვედროს
მაინც,
რომ მისთვის ავანთე ცეცხლი,
რომ ეს წყვდიადი მუხლებზე ხოხვით
გამოვამტვრიე,
რომ ღამე მესხმის
ყოველდღე თავზე,
რომ რჩება ოხრად -
ჩემი სისხლისგან დამბალი მიწა,
ჩემი ყელიდან წამსკდარი - ღმერთო!
მა,
მეც თუ მოვკვდი და ამოვიწვი
ამ ჯოჯოხეთში,
შენა ხარ ერთი,
ვინც ყველა ნერვით და სისხლის ყველა
ელვარე წვეთით,
ყველა ატომით,
ხარ ჩემში ცოცხლად,
ის,
ვისშიც შველა
და დამარცხება ამ სიმარტოვის
არის და...
მა,
მა,
დღეების მერე,
მე როცა ყველა ღამეს გავათევ,
როცა ამ ნაწერს დაფარავს მტვერი...

შენ მოხვალ ჩემთან
და შუქს აანთებ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1054 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: სიცივე, სინათლე, bude, ძვლები, nika cherkezishvili, ოთახი, tekla cherqezishvili, ჩიტები, ლექსი, ციკლიდან მა, ბოდვა, ნეკნები, 27 tebervali, სისხლი, leqi, ბუდე, tekla cherkezishvili, neknebi, ნიკა ჩერქეზიშვილი თეკლა ჩერქეზიშვილ, ciklidan ma, შუქი, სიმარტოვე, 27 თებერვალი, nika cherqezishvili, კედლები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0