მთავარი » ლექსები
დავით ტიგინაშვილი - პაატა / davit tiginashvili - paata
რუსუდან ცეკვით დაღლილი
კარავს დაეცა ელვადა...
ვაიმე, შვილო პაატავ,
ობლად რჩენილო მძევლადა!
დოდმოურავის ბოკვერო,
თუ გესმის მამის ძახილი:
შენს უკან საქართველოა,
წინ კი _ ჯალათის მახვილი!
პაატას ცრემლი გაბრწყინდა
შეწირულ ხარის რქაზედა!
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1810 / თარიღი: 2014-09-10 / 5:44 PM / ოთხშაბათი
დავით ტიგინაშვილი - ლექსებს ვწერ, კაცს ხომ არა ვკლავ / davit tiginashvili - leqsebs vtscer, kacs khom ara vklav
ლექსებს ვწერ,
კაცს ხომ არა ვკლავ,
ფეხზე მკიდია
ვის რა შურს,
ჭიუხში ჯიხვის
ძვლებსა ვღრღნი
და ზედ ვაყოლებ
კლდის ნაჟურს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 1456 / თარიღი: 2014-09-10 / 5:42 PM / ოთხშაბათი
დავით ტიგინაშვილი - გაგახარებ, საქართველოვ... / davit tiginashvili - gagakhareb, saqartvelov...
დღე და ღამე უკან დამდევს
ჩემი ყრმობის აჩრდილი,
დარიალის წყაროებით
და მტვრითა ვარ გაზრდილი.
ჭიუხებში შენი ქვეყნის
საზღვრის დაცვას სხვა რა სჯობს,
მე და თერგი საქართველოს
დარიალზე ვდარაჯობთ.
მყინვარწვერო, მე გულს მიკლავს
შენი ტრფობა ფარული,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1445 / თარიღი: 2014-09-10 / 5:41 PM / ოთხშაბათი
დავით ტიგინაშვილი - ჩონგურზე ამღერებული / davit tiginashvili - chongurze amgherebuli
ჩონგურზე ამღერებულ _
მამაჩემის დაძარღვულ ყელზე
საქართველოს ძველი რუკა დავინახე _
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული...
აი, რატომ მქონია
გულ-სისხლძარღვებში
ჩადუღაბებული
მთელი საქართველო!
კომენტარები: 0 / ნანახია: 1773 / თარიღი: 2014-09-10 / 5:40 PM / ოთხშაბათი
ნინო ტეფნაძე - წამო, ღმერთი მივახატოთ ზეცას / nino tefnadze - tsamo, ghmerti mivakhatot zecas
წამო, ღმერთი მივახატოთ ზეცას
ჰორიზონტი სადაც ხვდება ღრუბლებს
ადრე ქუჩებს ნაცრისფერი ეცვათ
ზეცა, როგორც ჭუჭყიანი გუბე.
სახლი მხოლოდ კედელია ოთხი,
სიმყუდროვით შევაწებე გუშინ
გადაგიდებ მდინარეზე ოთხ ხიდს
ამ ხიდებზე გავაშენებთ ნუშებს.
ვარსკვლავები
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1145 / თარიღი: 2014-09-10 / 5:38 PM / ოთხშაბათი
ლაშა ტბაური - მე დასასრულის დავნებდი სურვილს / lasha tbauri - me dasasrulis davnebdi survils
მე დასასრულის დავნებდი სურვილს,
საუკუნენი ისევ მიჰქრიან.
ნისლივით სუსტი ვის მივცე სული,
მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია.
როცა ყოყმანობ... ყოფნაა ძნელი,
დამბედებია გზები ირიბი.
ალესილია თიბათვის ცელი
და ბალახების ისმის ტრიალი.
ცხოვრებას ვენ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2014-09-10 / 5:37 PM / ოთხშაბათი
ლაშა ტბაური - ლექსი რა არის, გულს მოგცემ / lasha tbauri - leqsi ra aris, guls mogcem
ლექსი რა არის, გულს მოგცემ,
სულ ნაპერწკლები ეკიდოს,
შენთვის ნატყვიარ ჯიხვივით
კლდეებზე გადმოვეკიდო.
სულმოუთქმელად ვეფხვივით
ცხრა მთანი გადავირბინო,
ვარდი გსურს? _ ვარდი რა არის,
მინდორი აგიბიბინო.
წყარო გსურს? _ წყარო რა არის,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2340 / თარიღი: 2014-09-10 / 5:35 PM / ოთხშაბათი
ნინო ტარყაშვილი - ცხრა ძმა ხერხეულიძის ხსოვნას / nino tarkashvili - ckhra dzma kherkheulidzis khsovnas
ვაი, დედა, სიწითლე
შეეპარა მზესაო,
ცხრა ვაჟკაცი მოგიკლეს,
ცუდ დღე დაგიდგესაო.
ცხრა შავი ნაბდის ქუდი
სისხლში მოსვარესაო,
ცხრა შავი ჩოხის კალთა
სისხლში გახუნდესაო.
ცხრავე წყვილი მხარ-მკლავი
სულ უძრავად ძევსაო,
მზემ ცხრა თვალი დახუჭა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1270 / თარიღი: 2014-09-10 / 5:34 PM / ოთხშაბათი
ნინო ტარყაშვილი - საშობაო / nino tarkashvili
ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო~,
ანგელოზთა უგალობეს,
ხმა ეფინა ქედებსაო,
იღიმება ღვთისმშობელი,
გული იტევს ედემსაო,
ცაზე მთვარე-ვარსკვლავები
მოუხატავთ მტრედებსაო.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1558 / თარიღი: 2014-09-10 / 5:33 PM / ოთხშაბათი
ეკა ტალახაძე - ფერეიდნელ მეგობრებს / eka talakhadze - fereidnel megobrebs
"თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით"
ფერეიდანში ძმის სისხლით არავინ დამწყურვებულა,
ფერეიდანში ქართულით არავინ დამწუხრებულა,
ფერეიდანში ჩიქილა დღემდე არ გახუნებულა,
ფერეიდანში სირცხვილით არავინ დადუმებულა.
მანავის კოშკზე სოფიოს მანდილი აღელვე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1353 / თარიღი: 2014-09-10 / 5:32 PM / ოთხშაბათი
კალენდარი
« ივლისი 2025 »
ორ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0