ლექსები - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-14, 9:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



დავით ტაკიძე - წრე / davit takidze - tscre


ვზივართ მე და ჩემი ბიჭი
მდინარიდან დაბრუნებულნი
გადაჭრილ მორზე,
სოფლის სასაფლაოს გვერდით,
ირგვლივ შამბნარია და
მყუდროებას მხოლოდ
კუტკალიების ხმა არღვევს.
ვზივართ ასე ერთმანეთის პირისპირ...
მარადისობაში წამით დასიზმრებულები,
ერთი საწყისის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1262 / თარიღი: 2014-09-10 / 5:31 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - შვილებისადმი / davit takidze - shvilebisadmi


ხოლოდ ლექსისთვის თუ დავიბადე,
დაჩაგრულმყავხართ, ჩემო შვილებო,
გამხმარ პურზე და ჭიქა ცივ წყალზე
ობოლ-გერივით გამოზრდილებო.
ვერ მოგიარეთ, სხვა ვინ გემშობლოთ,
ფიქრი ჩრდილივით წამომეტანა,
ირგლივ სულ მგლები ნთქავდნენ სამშობლოს,
რა მექნა, თქვენთვის რა მომეტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1127 / თარიღი: 2014-09-10 / 5:30 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - პოეტი / davit takidze - poeti


ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა,
რითმების მღვრიე ღარში დამფლავი,
ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო და
ზოგისთვის _ საძმო მცირე საფლავი.
შენ კი რა სნება აგიტყდა შარზე,
სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ეხსნები,
დიდბატონების ცრუ კარნავალზე
დადიხარ შენი დარდი _ ლექსებით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1169 / თარიღი: 2014-09-10 / 5:28 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - დისადმი / davit takidze - disadmi


ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა,
განგების ნებით გადაკარგული...
ფიშტოდაცლილი ქორწილ-მაყრობა
და კრიმანჭული სხვენზე გაკრული.
ეხვევა თხმელებს დოლბანდი ბინდი,
კანდელ-წანდილით ჩათავდა მარხვა,
და ჭლექიანი _ ნესტი ამინდი _
სახსარში დაგხრავს, ვით ბოსტნის მახრა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1259 / თარიღი: 2014-09-10 / 5:28 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - უნდა წავიდე / davit takidze - unda tsavide


უნდა წავიდე, ჟამი არ იცდის,
აქ მო, ჩემ გვერდით ერთგულო სანჩო,
უნდა დავტოვო ეს ღორთა კოლტი,
მძულხარ ნეხვივით, ცხოვრებავ ჩარჩო.
რა ხდება, სანჩო, წუთისოფელი
მხოლოდ ცოდვილთა არის სადგური,
მე აქ რა მინდა? კვეხნით არ ვამბობ,
რას მარგებს ამათ ლოკვა სალბუნი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1118 / თარიღი: 2014-09-10 / 3:54 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - რაც გასაცემი არსებობდა / davit takidze - rac gasacemi arsebobda


რაც გასაცემი არსებობდა,
წარსულში დარჩა,
ჰყვება და ჰყვება სარეკელა,
ძველ ჟამს იხსენებს,
გადაჭრილ მორზე ფრთებმოკეცით
დაეშვა ყანჩა,
თითქოს მოხუცი მამაჩემი
ლოდზე ისვენებს...

კომენტარები: 0 / ნანახია: 989 / თარიღი: 2014-09-10 / 3:29 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - მეუფე თადეოზ იორამაშვილს / davit takidze - meufe tadeoz ioramashvils


მეუფე თადეოზ იორამაშვილს
რას მეტყვი, მამავ?! ვერ დავასრულე
წუთისოფელთან ჩემი წანწალი,
გეზი აუცდა ამ გზებს საუღლეს,
ჯიბრში მყავს ჯიქურ ბედი წაწალი.
რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში,
სულ ამიწეწა ფიქრის სამანი,
ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში,
ვერ ვამზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1130 / თარიღი: 2014-09-10 / 2:50 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - ესა ვართ, რაც ვართ ... / davit takidze - esa vart, rac vart ...


ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელი
რაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება,
ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის,
მარტო ლაქლაქი და დამარცხება.
ჩვენ არ ვიყავით? _ ვფარსადანობდით,
და შურის ძაფებს ჩუმად ვაბამდით,
პილატესავით ხელებს ვიბანდით
და უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1079 / თარიღი: 2014-09-10 / 2:49 PM / ოთხშაბათი

ტერენტი გრანელი - გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები / terenti graneli - gatavda, morcha, mitsaze vrchebi


გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები,
სხვა ფიქრებისთვის მე არ მცალია.
ასე რომ ოხრავს - სულია ჩემი,
ასე რომ ტირის - როიალია.

თითქოს ძვირფასი რაღაც დავკარგე,
გული სუსტია დ უფრო მწირი.
საცაა მოვა ახლა აკაკი
და როიალიც დაიწყებს ტირილს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1216 / თარიღი: 2014-09-10 / 2:45 PM / ოთხშაბათი

ტერენტი გრანელი - გავიდა კვირა / terenti graneli - gavida kvira


გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.

ცას აბარია
სულის ობლობა.
ხომ ზღაპარია
დღეს მეგობრობა.

გულია - ღერძი,
რა ქნას ხელებმაი!
და დღესაც ვებრძვი
საშინელებას.

მე, როგორც ვატყობ, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1131 / თარიღი: 2014-09-10 / 2:28 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 304 305 306 307 308 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0