Загрузка...
ეკა ტალახაძე - ფერეიდნელ მეგობრებს / eka talakhadze - fereidnel megobrebs - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » ეკა ტალახაძე - ფერეიდნელ მეგობრებს / eka talakhadze - fereidnel megobrebs


5:32 PM
ეკა ტალახაძე - ფერეიდნელ მეგობრებს / eka talakhadze - fereidnel megobrebs


"თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით"

ფერეიდანში ძმის სისხლით არავინ დამწყურვებულა,
ფერეიდანში ქართულით არავინ დამწუხრებულა,
ფერეიდანში ჩიქილა დღემდე არ გახუნებულა,
ფერეიდანში სირცხვილით არავინ დადუმებულა.
მანავის კოშკზე სოფიოს მანდილი აღელვებულა,
ნიკო, ლექსო და ლევანი არხოტზე ამღერებულა,
ბებიების და პაპების ზღაპრები გაცოცხლებულა,
შვილთაშვილები ქართული ანბანით გამზითვებულა.
წინაპრის სისხლი ნანგრევთან ტბორად რომ დაგუბებულა,
საუკუნეთა გზაწვრილზე ყვავილად აღერებულა,
დღეს ცისფერ ძარღვებს მიაპობს, გამთბარა, აღელვებულა,
ქართულად გლოცავთ, ეს სიტყვაც ქართულად გახელებულა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1321 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0