უფრო ინდიგო, ანდა უფრო ფერი სმარაგდის, გიდგას თვალებში... ქურდი რომ ვიყო, ჯერ მაგ თვალებს მოვიპარავდი, ვნებით გალეშილს... მერე კი, თუკი ვერ ნახავდი ცაზე ორიონს, გემის ხერხემალს... ბრაილის შრიფტით მიგიწერდი კარზე - ”ბორიოს... მაგრა ერხევა”......
მტკვარი ღვინობისთვის ფოთლებს მიასვენებს, იქვე თოლიებიც, რიყის გაყოლებით, ვითომ აჯავრებენ მოხუც მებადურებს ლუდის დაყოლებით დროს რომ ატყუებენ... ჰოდა, ჩავედი და დიდხანს მათევზავეს, კიდეც დავითვერი ქაფიანი პივით, მერე მ
... კითხვის გაგრძელება »
მეც ხომ ქურდი ვარ, ზოგჯერ თვალებს შემოგაცეცებ, შენს ჩრდილს ვიპარავ, შენი კაბის ფერად ნაკეცებს, ვინახავ დიდხანს, კაკლის ფოთლით, ხან ნაფტალინით... ამ ბოლოს ისევ დავიჩემე ცივი ტალინი შორი გემებით, წვეტიანი სამრეკ
... კითხვის გაგრძელება »
ჰო, მახსოვს... მაშინ მზის ამოსვლას ვგავდი სიმორცხვით, როცა ტყის პირას, ყვავილების მტვერში ვიწექით და კალიები გვახტებოდნენ შიშველ ფეხებზე... ახლა ასე ვარ, - როგორც ჰემოლიზს, ვისხამ ყვითელი ფოთლების გროვას და შემოდგომა შემოდის სულში
... კითხვის გაგრძელება »
რომ ვერ მოვდივარ?.. მკვდრები ცოცხლებთან როდი მიდიან... ახლა მითხარი, რომელია ჩვენ შორის მკვდარი - შენ, ვინც წლებია გამჭვირვალე ზეცას იხუტებ, თუ მე, რომელიც იმ ალუბლის ხმაზეც ვცახცახებ, თავთით რომ გიდგას...
ამოგეხაპე, - დღეს დატბორილი ნავივით რომ ვარ... ჭაობის მწვანე ამოგეჭრა, გაბზარულ მალას მივხედავდი რაღაცნაირად... გამოვცურავდი, შენი ატმისფერი ატმოსფერო თუ დამხვდებოდა ოქროს ქვიშებთან.
აბსტრაქციია, - სავსე მთვარე რომ კევივით დაღეჭე და ცის კუთხეში მიაწებე, ზღვისგან ხელმარცხნივ... ახლა ცას ვარცხნი ვარსკვლავების ბასრი კბილებით და შუბლს უწითლებ... მე კი მეგონა, თენდებოდა... ჩვეულებრივად...