რობერტ მესხი - შეცდომა / robert meskhi - shecdoma
გვემდურის ღამე - ჩირაღდნების ურჩი წაწალი, გემი - ოცნება... მდელო - სუნთქვა... მთვარე - ობობა... ეტყობა, მართლა დავიღალეთ ქარში წანწალით და ლამაზ სიტყვებს შევუცვალეთ მნიშვნელობები. შენ ცა გაღელვებს, აივნიდან ცდილობ შეწვდომას, მეც - არაფერი - გატყუებ და სხვასთა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 790 / თარიღი: 2017-12-11 / 5:52 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მთვარე და ქუჩა / robert meskhi - mtvare da qucha
აჰ, - მთვარე ისევ მეცხრე თვეშია. რა უცებ ასწრებს ფეხმძიმობას, მშობიარობას... ყოველ საღამოს ჭიპლარივით მიათრევს ქუჩას და ხიდთან ტოვებს, ჩამოტეხილ საფეხურებზე... ვიხუტებ თბილისს, მტრედებს ვაფრთხობ, ვტოვებ სახურავს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 680 / თარიღი: 2017-12-11 / 5:52 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მე და შენ რა ვქნათ? / robert meskhi - me da shen ra vqnat?
თითქოს-და ჯვარი გარდაგვსახეს თვითმფრინავებმა, როდესაც თითქმის მართი კუთხით დასერეს ზეცა. ხვალ საღამომდე არ ჩამოვლენ რკინის ჩიტები, გულსა და ჩიჩახვს გაივსებენ უცხო ჰაერით... მე და შენ რა ვქნათ? არც ფრთები გვაქვს, არც სა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 650 / თარიღი: 2017-12-11 / 5:51 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მხედრული / robert meskhi - mkhedruli
ოცთეთრიანი შავი პასტა წამში იშლება და მუნდშტუკის როლში გამოდის. უცნაურია... გამწლიკვულ "MM"-ს რაღად უნდა ნეტა მუნდშტუკი?!. ჰო, ვუსაქმურობ კი არა და, - ვისვენებ ახლა. ...და მერე - უკურეაქციით - ამავე პასტით ჩემს რვეულში ვაბრუნებ მხ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 726 / თარიღი: 2017-12-11 / 5:49 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - პაემანი / robert meskhi - paemani
ისე გავერთე, ჩემი თავი ჩამოვიტოვე... იქვე, ვაჟაზე, შემოდგომის საქანელები თვალს აყოლებდნენ შეფუთულ ბავშვებს. მზესუმზირას ჰყიდდა მოხუცი... წამოუბერა. ვერ შევკარი მანტო ვერაფრით, ბოლო ფოლაქი ავაწყვიტე შენს მოლოდინში.
კომენტარები: 0 / ნანახია: 682 / თარიღი: 2017-12-11 / 5:47 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - პიანინო / robert meskhi - pianino
სავსეა შენი საძინებელი - ბლებით, ჩიტებით, ციგურებით, თვითმფრინავებით... შავი პიანინოს ჟღერადობა უხდება წვიმას. გისმენ და ვფიქრობ: რა დააწყობს ჩემს პარტიტურას - სულში დაფანტულს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 686 / თარიღი: 2017-12-11 / 5:45 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - უძილობის სეზონი / robert meskhi - udzilobis sezoni
შენ რომ დასახლდი ის კუნძული სინამდვილეში ცისფერი ვეშაპის ზურგია ქოლგით და წვიმიანი მარტოობით, რომლითაც გაძარცვული ტყეები ზამთრის დეფილეზე გამოდიან. ახლა უძილობის სეზონია... ცივა და ლექსებში გათოშილი მეთოვლიები სახლდებიან. ოდე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 772 / თარიღი: 2017-12-11 / 4:32 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - სურათი / robert meskhi - surati
ვარდისფერ თოკზე, ცის კიდეს რომ მიუყვებოდა, ხელის კანკალით ჩამოვკიდე შენი სურათი, მაგრამ ის თოკი თვითმფრინავის კვალი აღმოჩნდა, - უფრო სულსწრაფი, ვიდრე შენ ხარ წარმოსახვისას.
კომენტარები: 0 / ნანახია: 670 / თარიღი: 2017-12-11 / 4:31 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ახია / robert meskhi - akhia
რა მომივიდა?.. შეჭირხლული გახდა თითები და უშენობა გაედევნა თვალის კუთხეებს, დგას შემოდგომა და კოპიტნარს გაფაციცებით დალალს უთხელებს... და ახლა ძველი კარადების სარკე ირეკლავს თითქმის ფერწასულ ჩითის კაბებს, მაგრამ... ახია... <
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 813 / თარიღი: 2017-12-11 / 4:30 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ქალაის / robert meskhi - qalais
ვწერ ვინმე მ ე ს ხ ი მელექსე, ვუმღერ ამ ცას და ამ ქედებს, თოლნი დამაწყდა, ქალაუ, შენ კი ერთხელ არ მამხედე. წამისად ქართა ფრთად იქეც, მთას შასწვდი, ხანაც ველობდი... აღარ მოხვედი, ქალაუ, მე რომ ტყის პირას გელოდი, აღარც პასუხი მითხარი,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 669 / თარიღი: 2017-12-11 / 4:29 PM / ორშაბათი
« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 415 416 » |