Загрузка...
რობერტ მესხი - ქურდი / robert meskhi - qurdi - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 11:42 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - ქურდი / robert meskhi - qurdi


4:18 PM
რობერტ მესხი - ქურდი / robert meskhi - qurdi


მეც ხომ ქურდი ვარ,
ზოგჯერ თვალებს
შემოგაცეცებ,
შენს ჩრდილს ვიპარავ,
შენი კაბის ფერად
ნაკეცებს,
ვინახავ დიდხანს,
კაკლის ფოთლით,
ხან ნაფტალინით...
ამ ბოლოს ისევ
დავიჩემე
ცივი ტალინი
შორი გემებით,
წვეტიანი სამრეკლოებით,
მოგონებებში
ქარვისფერი
ცა რომ გაფატრეს,
და პადრე,
პადრე,
მიპასუხე,
მეც ხომ ქურდი ვარ,
როცა ხანდახან
ჩემი სატრფოს
სუნთქვას ვიპარავ,
თუნდაც თვალებით...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 744 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0